როგორ უნდა გავაშენოთ ლამაზი ბაღი ნულიდან

ლამაზი ყვავილების ბაღის ქონაზე ოცნებობთ? ფერადი ყვავილები თქვენს ეზოს და სახლს ძალიან ალამაზებენ და თანაც ლამაზი ბაღის შექმნა იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამისთვის საკმარისია მოთმინება, კრეატიულობა და რამდენიმე ჭკვიანური მეთოდის გამოყენება, რომელიც ყველაზე მომხიბვლელი ბაღის შექმნაში დაგეხმარებათ:

1. გადაწყვიტეთ, სად გსურთ ბაღის გაშენება

ლამაზი სახლის შესასვლელის მოწყობა გსურთ თუ უკანა ეზოში ულამაზესი ყვავილების ოაზისის მოწყობა? ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ თქვენი სახლის ექსტერიორის რომელი ნაწილი მოუხდება ყვავილების ბაღს ყველაზე მეტად, განათებითა და ფორმით. ასევე უნდა მოიფიქროთ რა ტიპის ყვავილების გაშენება გსურთ, რათა ამის მიხედვით აარჩიოთ მზიანი ან ჩვეულებრივი კუთხე მათი ბაღის გაშენებისთვის.

2. დაგეგმეთ

ყვავილების არჩევამდე აუცილებელია წინასწარ წარმოიდგინოთ როგორი იქნება სივრცე ბაღის გაკეთების შემდეგ. დაიწყეთ ბაღის ფოკალური წერტილის მოძებნით, რაც შეიძლება იყოს ფანჯარა ან ხე. სწორედ ასეთი წერტილებიდან გამოაშენებთ ბაღს და ეს მოგცემთ სწორი სტრუქტურის და დიზაინის შექმნის საშუალებას. წინასწარ განსაზღვრეთ ბაღის სივრცეები და ზომები, რასაც მოგვიანებით შეავსებთ ყვავილების სხვადასხვა სახეობებით.

3. მოამზადეთ მიწა

გამოიყენეთ ნიჩაბი ბაღის ტერიტორიიდან ბალახების მოსაშორებლად, მათ შორის მოაშორეთ ბალახების ფესვებიც. შემდეგ გადაყარეთ მიწიდან ზედაპირის ნაგავი ფოცხის დახმარებით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შეიძლება ბაღის ტერიტორიაზე ზევიდან სპეციალური მიწის დაყრა დაგჭირდეთ. ასევე ამით იპოვით და მოიშორებთ მიწაში არსებულ ქვებსაც.

4. დაამატეთ მკვებავი ნივთიერებებით სავსე ზედაპირი

ბაღისთვის განკუთვნილ მიწის ტერიტორიაზე აუცილებელია ზედა ფენას დაუმატოთ 20-30 სანტიმეტრის სისქის სპეციალური მიწის ფენა. ეს უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მკვებავი ნივთიერებით სავსე მიწის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს ბაღის ნიადაგში მარილის და მინერალების საჭირო რაოდენობის შენარჩუნებას. სპეციალური დანამატების შემცველი მიწის პოვნა ბაღისთვის განკუთვნილი აქსესუარების მაღაზიაში მარტივად შეგიძლიათ.

5. იყიდეთ ყვავილები

ასობით მცენარის სახეობიდან თქვენ ის ყვავილები უნდა აარჩიოთ, რომელთა ყვავილობი პერიოდიც ყველაზე მეტადაა მისაღები თქვენთვის. ზოგი ყვავილი ერთ სეზონზე ყვავილობს და შემდეგ მისი თავიდან გადარგვაა საჭირო, ზოგიერთი ყვავილი კი ერთხელ დარგვის შემდეგ ყოველწელს ყვავილობს უპრობლემოდ, დიდი ხნის განმავლობაში. ყოველწლიური მცენარეების მოვლა უფრო ადვილია და ისინი დიდი ხნით გაგილამაზებენ ბაღს, თუმცა სეზონური ყვავილები უფრო განსაკუთრებულ ბრწყინვალებას შესძენენ თქვენ ბაღს ორიგინალური ვიზუალით. ასევე გაესაუბრეთ ყვავილების ექსპერტს და მისი დახმარებით შეარჩიეთ ისეთი ყვავილები, რომლის მოსავლელადაც თქვენს მიერ გამოყოფილი დრო საკმარისი იქნება.

6. დაიწყეთ დარგვა

თუ ყვავილების გაზრდა თესლების დახმარებით გსურთ, დარგეთ ისინი სახლის სივრცეში 2-3 კვირით ადრე იმ პერიოდამდე, როდესაც მათ გადარგვას გეგმავთ ბაღის სივრცეში. თუკი უკვე გაზრდილი ყვავილების ჩარგვა გსურთ ბაღში, მაშინ მოიცადეთ ყინვის ბოლო პერიოდის გასვლამდე და შემდეგ მოათავსეთ ისინი ბაღში სპეციალურად წინასწარ ამოთხრილ ორმოებში. მორწყეთ მინიმუმ ყოველ მეორე დღეს, რათა მათმა ფესვებმა წარმატებით გააგრძელონ ზრდა ახალ ნიადაგში.

7. მოუარეთ თქვენს ბაღს

ყვავილების დარგვა ყველაზე ინტენსიური ნაწილია, თუმცა ბაღის მოვლა მერეც საკმაოდ დიდ ყურადღებას საჭიროებს. აუცილებლად ისწავლეთ რა სჭირდება თქვენ ბაღში არსებული თითოეული სახის მცენარეს ყვავილობისთვის და ხშირად გადახედეთ ბაღს, რათა უზრუნველყოთ მისი სტაბილური და ჯანსაღი ზრდა.