როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადები: 6 რჩევა

კომუნალური გადასახადების შემცირებას ბევრი დრო, ფული და მონდომება სრულიადაც არ ჭირდება. მცირე ხარვეზების გამოსწორებით თქვენ ძალიან დიდ შედეგებს მიიღებთ. რათქმაუნდა გადასახადების შემცირებასთან ერთად სახლში ნაკლები ენერგიის გამოყენებით თქვენ გარემოზე ზრუნვასაც მოახერხებთ. ენერგიის სწორად გამოყენების ტექნიკების ცოდნა მართლაც კარგი პრაქტიკაა, რომელიც ცხოვრებაში ზოგადადაც ძალიან გამოგადგებათ:

1. დაფარეთ ხვრელები

სახლში ცივი ჰაერი უამრავი წერტილიდან შეიძლება შემოიპაროს, მათ შორის ელექტროენერგიის წყაროების ნახვრეტებიდანაც. გარედან შემოსულ ცივ ნიავსაც კი შეუძლია გამათბობლის ხარჯის გაზრდა. სწორედ ამიტომ, ჩამოუარეთ ცივ ამინდში ელექტროენერგიის წყაროების ნახვრეტებს და მიუშვირეთ მათ ხელი. თუკი ცივი ჰაერის ნაკადს იგრძნობთ კანზე, მაშინ დაფარეთ წყარო სპეციალურო პლასტმასის ზედაპირებით, რომელსაც მარტივად ნახავთ მაღაზიაში.

2. მიიღეთ ხანმოკლე შხაპი

ყველას უყვარს სასიამოვნო შხაპის მიღება, თუმცა მისი ხანგრძლივობის შემცირება ბევრ თანხას დაგაზოგინებთ. ამერიკელები საშუალოდ 8.2 წუთს ხარჯავენ შხაპის მიღებაში, რის დროსაც 65 ლიტრ წყალს იყენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანაობის დროის 5 წუთამდე შემცირებითაც კი დიდ შედეგს მიიღებთ.

3. გარეცხეთ ტანსაცმელი ცივ წყალში

გარეცხეთ ყველა სამოსი ცივი წყლით იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც სპეციალურად ცხელი წყლით გარეცხვას საჭიროებს მისი ეტიკეტის მიხედვით. ცივი წყალი თითქმის ყველანაირი ტანსაცმლის გასარეცხად გამოდგება და ეს გადასახადების რაოდენობას ძალიან შეგიმცირებთ.

4. შეამცირეთ გათბობა ძილის წინ

ძილის დროს გამათბობლის ბოლომდე აწეული დატოვება საჭირო არაა, რადგან ამ დროს საბნის ქვეშ ხართ თბილად მოთავსებული. ასევე კარგი იქნება თერმოსტატის დაწევა მაშინ, როდესაც მთელი ოჯახი გავა სახლიდან მაგალითად სამსახურში ან სკოლაში წასასვლელად.

5. გამოიყენეთ მაცივრისა და საყინულის ოპტიმალური ტემპერატურა

მაცივარში და საყინულეში ზედმეტად ცივი ტემპერატურის ქონა თქვენ საკვებთან ერთად თქვენი საფულისთვისაც საზიანოა. ამიტომ დაუჯერეთ ექსპერტებს და შეინარჩუნეთ მაცივარში 5-გრადუსიანი და საყინულეში -15-გრადუსიანი ტემპერატურა. ეს მაცივარს ზედმეტი დატვირთვით მუშაობისგან და ზედმეტი ენერგიის დახარჯვისგან დაიცავს.

6. დატოვეთ მონიტორი ძილის რეჟიმში

კომპიუტერის ჩართულ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვება მაშინ, როდესაც მას არ იყენებთ, საკმაოდ ბევრ ელექტროენერგიის ხარჯვას იწვევს უმიზეზოდ. მისი გამორთვა და ჩართვა ასევე ზედმეტი ელექტროენერგიის დახარჯვას გამოიწვევს. ამიტომ თუ კომპიუტერს ტოვებთ მინიმუმ ოცი ან ოცდაათი წუთით, მაშინ სჯობს გამოიყენოთ თქვენი მონიტორის დაძინების ფუნქცია. თუ კომპიუტერს ერთ საათზე მეტი დროით ტოვებთ, მაშინ გამორთეთ მისი ცენტრალური პროცესორი.