დაბალი ჭერი გაქვთ? გამოსავალი არსებობს, თანაც არაერთი

ვრცელი ბინა, დიდი სახლი – თითოეული ჩვენგანის ოცნებაა. მაგრამ ზოგჯერ ჩვენს ილუზიას მკაცრი რეალობა ამსხვრევს. ჩვენ ვყიდულობთ იმას, რისი საშუალებაც გვაქვს ან საცხოვრებელი მემკვიდრეობით გვერგება. ხშირად, ჩვენი სახლის სივრცე იდეალურისგან ძალიან შორს არის, ჩვენ კი გვსურს ყველაფერი შევცვალოთ, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მაგალითად, დაბალი ჭერი. ის ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ რა უნდა მოვუხერხოთ? ნუ ღელავთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ქვემოთ მოყვანილი მარტივი რჩევები დაგეხმარებათ პრობლემა მოდურად და გემოვნებით გადაწყვიტოთ.

აირჩიეთ ოთახის ტონალობა

ინტერიერი არის წვრილმანების ერთობლიობა და, რა თქმა უნდა, ძირითადი დეტალები. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია – ფორმაც და ფერიც. მაგალითად, ჩრდილების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, რომელსაც შეუძლია ვიზუალურად აამაღლოს ჭერი.

  • ყველაფერი ძალიან ნათელ, ან თუნდაც თეთრ ფერში გააკეთეთ. არა, ასე ოთახი საავადმყოფოს პალატას არ დაემსგავსება, რადგან სივრცეს აქსესუარებით შეავსებთ, რაც ერთგვარი შტრიხი იქნება ინტერიერში.
  • გრადიენტი. თუ სინათლისა და მოწყენილობის მონოტომიურობის გეშინიათ, გააკეთეთ ტონებში გადასვლა, მაგრამ დარწმუნდით, რომ კედლები ჭერს შეესაბამება და ამასთან ღია ფერებშია შესრულებული.
  •  უჩვეულო გადაწყვეტა – მუქი კედლები, თეთრი ჭერი. ასეთი კონტრასტი კარგად გამოკვეთს ჭერის სივრცეს.

რჩევა! თუ კედლებისა და ჭერის თეთრ ფერში შეღებვა გსურთ, საღებავში რამდენიმე წვეთი კრემისფერი ან შავი ფერის საღებავი ჩააწვეთეთ. ეს საღებავს არ გააფუჭებს, პირიქით, საავამდყოფოს კედლების  ეფექტისგან გიხსნით.

სარკე

ჩვენი ცხოვრება მათ გარეშე ხომ წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, რომ სარკე ვიზუალურად აფართოებს ნებისმიერ სივრცეს. რატომ არ უნდა გავაკეთოთ შუშის ჭერი? ახლა ძალიან მოდურია მოზაიკის გაკეთება. შუშა შეგიძლიათ გააკვრათ კედელზე და ჭერისკენ მიმართოთ, რითაც სიგრძეს შექმნით. ზოგადად, ნებისმიერი პრიალა ზედაპირი,რომელსაც არეკლვის უნარი აქვს, გარშემო არსებულ სივრცეს უფრო საინტერესოს, თავისუფალს ხდის, თითქოს ჩარჩოები ქრება.

ტექსტილი

რა თქმა უნდა, ფარდები დაგეხმარებათ. როგორ? ამაზე მარტივ გზას ვერ მოიფიქრებთ. თუ კარნიზს სულ ზემოთ აწევთ ან მას პირდაპირ ჭერზე გააკეთებთ, აირჩიეთ მსუბუქი, ფრიალა ქსოვილი, მაშინ ეფექტი დაუყოვნებლივ შესამჩნევი იქნება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თუ შესაძლებელია, ფარდების ბოლოები იატაკზე უნდა იყოს დაფენილი. თუ გსურთ პრინტიანი ქსოვილის არჩევა, მაშინ შესაფერისი ვარიანტი იქნება ქსოვილი მხოლოდ მცირე ზომის ნახატებით, ნათელ ტონებში ან სასურველია ვერტიკალური ზოლებით იყოს გაფორმებული. ის ყოველთვის უწყობს ხელს, რომ ფიგურა უფრო შესახედავი გახდეს და ჭერსაც კი ამაღლებს.

გაჭიმული ჭერი

ყველამ ვიცით, რომ გასაჭიმი ჭერი სპეციალურ კონსტრუქციაზე მონტაჟდება, რომელიც, თავის მხრივ, იატაკამდე დაშორებას კიდევ 5-7 სანტიმეტრით ამცირებს. მაგრამ მას ბევრი უპირატესობა აქვს.

  • თუ პრიალა ვარიანტს აირჩევთ, მაშინ მიიღებთ გასაოცარ ეფექტს, რომელიც ოთახს ზემოდან გააფართოვებს.
  • ასევე დადებით როლს ასრულებს იდეალურად სწორი ტილოც.
  • გასაჭიმი ჭერი საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ სხვადასხვა ტიპის განათება.

მოდით, უფროდეტალურად ვისაუბროთ მესამე პუნქტზე. ახლა არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჭერში მონტაჟდება განათება, რომელიც შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირი იყოს. მცირე ფართობისთვის კი იდეალური იქნება სწორედ სანათი ჭაღის გარეშე, რაც ოთახში სივრცეს გაჩუქებთ. სანათი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ფარნის სახით ან მთელი წრის გასვრივ დამაგრებული დიოდური ზოლით, რომელიც განსაკუთრებულ ეფექტსქმნის. ეს ძალიან კრეატიულად და გემოვნებიანად გამოიყურება.

დაბოლოს, რჩევა – თუ სხვადასხვა ტიპის აქსესუარები მოგწონთ, მაგალითად, ნახატები, საათები, თაროები, არასდროს დაკიდოთ ისინი პატარა ზომის საძინებლის შუაგულში. აწიეთ ისინი თვალის დონეზე. ასევე შეგიძლიათ მინიმალიზმს მიმართოთ. პატარა ოთახებს ისე ვერაფერი აფუჭებს, როგორც დიდი ავეჯის, ფერის ელემენტებისა და უსარგებლო ნივთიერების სიჭარბე. ესთეტიკა პატარა სახლშიც ხარისხიანი უნდა იყოს.

აი,ასე შეგიძლიათ მარტივად გადაწყვიტოთ ეს პრობლმები.