ერთოთახიანი ბინის ზონირება გონივრული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც საკუთარ სივრცეზე ზრუნავს და თან მეგობრების დაპატიჟებაც უყვარს. ჩვენ მოგიყვებით იდეებს, თუ როგორ შეძლებთ პატარა ბინის დაორგანიზებას და სახლში სიმყუდროვის შექმნას.

ბინა-სტუდიები თანამედროვე ახალგაზრდებმა ძალიან შეიყვარეს. ის იდეალური გადაწყვეტილებაა შემოქმედებითი ან ახალგაზრდა წყვილისთვის. ზოგიერთი კარდინალურად ცვლის მას და სამზარეულოსა და ოთახს შორის კედელს აქრობს.

სათქმელად ადვილია, მაგრამ ზოგიერთი კედლის დარღვევა არ შეიძლება ან რთულია. ხანდახან პირიქით გვსურს – მაქსიმალურად გამოვყოთ საძინებელი და სტუმრის სივრცე.

იმისათვის, რომ ეს გავაკეთოთ, სამშენებლო მაღაზიაში ხის ან სხვა მასალის პანელები უნდა შევიძინოთ. ისინი ეფექტურად აცალკევებენ ზონებს და დიდ ადგილს არ იკავებენ. ბინის დიზაინი თვალსა და ხელს შუა შეიცვლება. პანელები შეგიძლიათ ნებისმიერ ფრად შეღებოთ და ინტერიერს მიუსადაგოთ.

თუ სამუშაო სივრცე არც ისე შორსაა გასასვლელ კართან, შეგიძლიათ წვრილი პანელები მათ შორისაც ჩადგათ. ყველაზე წვრილი და გამჭვირვალე ტიხრებიც კი ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს სახლში ორი ოთახია.

კიდევ ერთი იდეა წიგნების თაროებია. პირველ რიგში, ეს არის ადგილი, სადაც დეკორაციულ ნივთებს და წიგნებს მოათავსებთ. მეორე რიგში კი ის მარტივად გაყოფს სივრცეს.

ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევებმა ფანტაზია გაგიღვიძათ და ახალი იდეებით შეგავსოთ. მსგავსი დიზაინერული გადაწყვეტილებები უნივერსალურია და ყველანაირ ბინას ერგება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი