როგორ დავკიდოთ ნახატი კედელზე, ლურსმნის გარეშე

თუ ნაქირავებ სახლში ცხოვრობთ ან უბრალოდ კედლების გახვრეტა არ გსურთ, მაშინ შეგიძლიათ სურათის ჩამოსაკიდებლად ლურსმნების ნაცვლად წებოვანი ზოლები ან კაკვები გამოიყენოთ. თუ თქვენი ნახატი მძიმეა, მაშინ ის შეგიძლიათ მიაყუდოთ კედელზე ან შემოდოთ თაროზე. ჩამოკიდების ტიპის გარდა ასევე უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ხრიკები და მეთოდებიც, რომელიც თქვენს მიერ ჩამოკიდებული ნახატისა და ოთახის ერთმანეთთან შეთავსებას შეუწყობს ხელს:

მშრალი კედლის გარდა სხვა ზედაპირზე ნახატის ჩამოკიდება

თუ თქვენი კედელი პლასტმასის, აგურის, ან ფილების ზედაპირით გამოირჩევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ნახატის ჩამოკიდება არ შეგიძლიათ. უბრალოდ ასეთ დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც ნახატს კედელზე მისი შემადგენლობის მიხედვით უკეთ მიამაგრებს.

ჩამოკიდეთ ნახატი სწორად

თუ ნახატს ზედმეტად დაბლა ან მაღლა ჩამოკიდებთ, ამით ოთახის ბალანსს დაარღვევთ. სურათის ცენტრი იატაკიდან 1.50 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. თუ ნახატს ავეჯის ზემოთ კიდებთ, მაშინ ნახატის ძირს და ავეჯს შორის მინიმუმ 30 სანტიმეტრი უნდა იყოს დაშორება.

გამოიყენეთ წებოვანი ლენტი

გააკარით კედლებზე ლენტები ნახატების ფორმით კედელში ნახვრეტების გაჩენამდე. ამით მარტივად წარმოიდგენთ იმას, თუ როგორ მოუხდება ნახატი თქვენს ოთახს აღნიშნულ ადგილზე ჩამოკიდების შემთხვევაში. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ რამდენიმე ნახატის ჩამოკიდებას აპირებთ ერთ კედელზე.

არ დაივიწყოთ ნეგატიური სივრცე

ნახატის ირგვლივ კედელზე დარჩენილი ცარიელი სივრცეები ნახატივით მნიშვნელოვანია. ასეთი ნეგატიური სივრცის ზედმეტი სიმცირე კედელს გადატვირთულს გამოაჩენს, ხოლო მისი სიბევრე კი კედელს ზედმეტად მოშიშვლებულს გამოაჩენს. ამიტომ მიაქციეთ დარჩენილ სივრცეს ყურადღება, რათა თვალისთვის დაბალანსებული გზა შექმნათ წერტილიდან წერტილამდე მისასვლელად.

აურიეთ და შეუხამეთ

არ შეგეშინდეთ სხვადასხვა ზომის და სტილის ნახატების ერთმანეთთან შეზავების. სხვადასხვა სტილის ნახატების გამოცდა და მათი საშუალებით ოთახის გაფორმება სივრცეს უფრო პერსონალურს და კომფორტულს აჩენს. იქნება ეს ნახატი, სურათი თუ ჩანახატი, დაუთმეთ მის კედელზე ჩამოკიდებას საკმარისი დრო იმისათვის, რომ იგი წარმატებით მოერგოს თქვენი სახლის სტილს და დიზაინს.