ინტერიერის 4 ფერი, რომლითაც შეგიძლიათ მოსაწყენი თეთრი ფერი ჩაანაცვლოთ

თუ ჩვეულებრივ ადამიანს ჰკითხავთ, რა ფერს მიიჩნევს ინტერიერისთვის ყველაზე ელეგანტურად და თანამედროვედ, ის, სავარაუდოდ, თეთრ ფერს დაასახელებს. და ნაწილობრივ მართალიც იქნება, რადგან ეს ფერი არისტოკრატულია, ვიზუალურად აფართოებს სივრცეს და არასდროს გადადის მოდიდან. თუმცა, ის არ არის ერთადერთი, რომელიც საბაზისოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. აქ მოცემულია 4 ფერი, რომლებიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრის ნაცვლად.

ნაცრისფერი

პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ეს ფერი სულაც არ არის პირქუში და მოსაწყენი. ჩრდილის სწორად შერჩევით, შეძლებთ მიიღოთ ძალიან მოდური და ლამაზი სივრცე, რომელშიც დროის გატარება სასიამოვნო იქნება. ნაცრისფერის რამდენიმე ჩრდილის კომბინაცია კიდევ უფრო თანამედროვედ გამოიყურება, ვიდრე სხვადასხვა ფერის ნაზავი.

ამ ფერის უპირატესობა ის არის, რომ იგი არ იზიდავს ყველას ყურადღებას და საშუალებას აძლევს ავეჯს და დეკორს საკუთარი თავი ყველაზე ხელსაყრელ ფერში წარმოაჩინონ და ხაზი გაუსვან დეტალებს. ასევე, ნაცრისფერი ფერი უნივერსალურია: ის შესანიშნავად ჯდება ინტერიერის ნებისმიერ სტილში, იქნება ეს ტრადიციული, სკანდინავიური თუ სხვა.

ამ ფერის სხვადასხვა ჩრდილები შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ძირითადი, არა მხოლოდ კედლებისთვის, არამედ ყველაფრისთვის. ასეთი ჩრდილების კომბინაცია სივრცეს უფრო ღრმას და მოდურს გახდის.

ვარდისფერი

ტრადიციულად ითვლება, რომ ვარდისფერი ფერი მხოლოდ ბავშვის ოთახისთვის არის შესაფერისი, რომელშიც ბარბის თოჯინების მოყვარული პატარა გოგონა ცხოვრობს. მსგავსი ცრურწმენების გამო, ბევრი კარგავს მყუდრო, ვარდისფერ ჩრდილებში დახვეწილი ინტერიერის შექმნის შესაძლებლობას, რადგან მიაჩნიათ, რომ საცხოვრებელი ფართი ბავშვური ან სულელურიც კი იქნება.

უნდა გესმოდეთ, რომ ვარდისერი არა მხოლოდ კაშკაშა და მყვირალა ფერია, არამედ არსებობს მისი მქრქალი, დაბურული ჩრდილებით. მაგალითად, კრემისფერ-ვარდისფერი არაფრით ჩამორჩება ტრადიციულ კრემისფერს, მაგრამ ამასთან, ძალიან ახალისებს სივრცეს. ღია-ვარდისფერი მთლიან ინტერიერს სიგრილეს შემატებს.

ცისფერი

ვარსიფერთან ერთად, ცისფერი ფერიც ბავშვის ოთახთან ასოცირდება. მაგრამ აქაც არ არის ყველაფერი ასე მარტივად. ჩრდილების მრავალფეროვნების წყალობით, ეს ფერი შესანიშნავად ჯდება უფრო სერიოზულ ინტერიერშიც. ხოლო თანმხლები ჩრდილების სწორი შერჩევა კი, მაგალითად, ყვითელი ან ლურჯი ფერების, საშუალებას მოგცემთ ოთახს შესძინოთ მუხტი ახალი ფერებით.

ტრადიციული ნაცრისფერისგან განსხვავებით, ცისფერი არც ისეთი უნივერსალურია, რადგან იგი ყველა ფერებს არ შეეფერება, მაგალითად, უმჯობესია არ მოახდინოთ თბილი ფორთოხლისფერისა და წითელი ფერების კომბინაცია ცისფერ ფერთან.

თუმცა, ამ ფერს აქვს თავისი უპირატესობები, ის კარგად გამოიყურება ნებისმიერ განათებაში, არ იტვირთება, ძალიან ახალისებს სივრცეს.

მწვანე

ეს ფერი დიდი ხანია ითვლება არისტოკრატულად. ასევე ითვლება, რომ მას ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რადგან იგი ადამიანებში ბუნებასთან ასოცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ზემოთჩამოთვლილთაგან თითქმის ყველაზე რთულ ფერად ითვლება და მისი კომბინაცია სხვა ფერებთან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, ის შეიძლება შესანიშნავი ბაზა გახდეს ოთახში.

როგორც ძირითადი ფერი, უმჯობესია აირჩიოთ ღია-მწვანე ფერები. ღრმა ზურმუხტისფერი ჩრდილები ძალიან ძვირფასად და არისტოკრატულად გამოიყურეა, მაგრამ მათმა სიჭარბემ შესაძლოა ძალიან დაამძიმოს სივრცე და ვიზუალურად შეამციროს იგი. ამიტომ, დეკორისთვის უმჯობესია აირჩიოთ უფრო გაჯერებული ფერები და ისინი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს საერთო ფერის პროცენტულობის მესამედს.

რა ფერიც არ უნდა აირჩიოთ ინტერიერის ბაზად, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ  არანაკლებ როლს ასრულებენ დეტალები. სწორად შერჩეულ დეკორსა და აქსესუარებს შეუძლიათ შეარბილო ზედმეტად გაჯერებული ბაზა ან დაჩრდილონ იგი, ასევე შესძინონ სიკაშკაშე ფერმკრთალ და შეუჩნეველ ფონს. აგრეთვე, ერთი და იგივე ფერის სხვადასვხა ჩრდილების სწორი კომბინაცია საცხოვრებელ სივრცეს სიმსუბუქეს ან პირიქით, სერიოზულობას შემატებს, დაგეხმარებათ მას შესაბამისი ხასიათი მისცეთ.