სასიამოვნოა სუფთა საწოლში წოლა, რომელსაც კარგი სურნელი აქვს. ეს ხელს უწყობს მოდუნებასა და ჯანსაღ ძილს. თეთრეულის რეგულარული გამოცვლით დილიდან მხნედ და ფხიზლად ვიქნებით.

იმაზე, თუ როდის უნდა გამოვცვალოთ საწოლის თეთრეული, რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ეს დამოკიდებულია სახლში მცხოვრებთან რაოდეობაზე, ბავშვებზე, ცხოველებზე, ალერგიაზე..

თეთრეული ყოველთვის მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს: 60-დან და მაღლა. გააშრეთ ან სუფთა ჰაერზე ან კარგად განიავებულ შენობაში.

„ცხოვრების მესამედს საწოლში ვატარებთ. თეთრეულის სისუფთავის კონტროლი ისევე საგულდაგულოდაა საჭირო, როგორც ჩვენი ჯანმრთელობის. თუ ამას არ გავაკეთებთ, შესაძლოა უსიამოვნებები მოგვიტანოს. აუცილებლად გამოცვალეთ ის კვირაში ერთხელ მაინც“ – გვირჩევს ამერიკელი მიკრობიოლოგი ფილიპ ტიერნო.

ადამიანი საწოლში ყოფნისას ბუნებრივი გზით წელიწადში 100 ლიტრამდე ოფლს გამოყოფს. თუ ამას ცხელი კლიმატი და მაღალი ტენიანობა ემატება, სოკოვანი კულტურების გავრცელებას ეწყობა ხელი. ამიტომაც, ზაფხულში უმჯობესია თუ თეთრეულს კვირაში ორჯერ გამოცვლით.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ სინთეტიკურ და ბუმბულებიან თეთრეულს 17 სახეობის სოკო შეიძლება ჰქონდეთ. თუ საწოლს შინაურ ცხოველთან იყოფთ, მასზე სხვა ბაქტერიებიც დაგროვდებიან.

რადგანაც პირთან და ცხვირთან მიკრობები ახლოს იმყოფებიან, გვემართება სურდო და ხველება. შეუიარაღებელი თვალით საწოლზე მტვერს ვერ დავინახავთ, მაგრამ იცოდეთ რომ ის მას შეიცავს და დიდხანს ერთ თეთრეულში ძილი არ ღირს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი