რა დავდგათ საწოლის გვერდით: ტუმბოს შესანიშნავი ალტერნატივები

მინიმალიზმის ეპოქაში ბევრმა ნივთმა დაკარგა “სასარგებლოობა”. ახალი გამოწვევები და სტილი ანაცვლებს ტრადიციულს. თანამედროვე ტენდენციებმა ჩვენს ბინებშიც შემოაღწია: საცხოვრებელი ფართი ახლა სულ სხვაგვარად არის განაწილებული. მაგალითად, საძინებელში ტუმბო უკვე არააქტუალურია.

ჩვეულებრივ, ტუმბო დიდ ადგილს იკავებს და არც ისე მიმზიდველად გამოიყურება. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, ერთად მოვიფიქროთ, რით შეიძლება ჩავანაცვლოთ მოსაბეზრებელი ოთხ ფეხზე შემდგარი ყუთი. მაშინაცკი, თუ ახალი ობიექტის შეძენასარ ჩქარობთ, ჩვენ შევეცდებით სიახლისკენ გიბიძგოთ.

ტუმბო საძინებელ ოთახში

კომოდი

კონცეფციურად, ესეც ერთგვარი ტუმბოა, მაგრამ მას მრავალი განსხვავება აქვს. ჯერ ერთი, თანამედროვე კომოდს ხშირად საერთოდ არ აქვს ფეხები, რაც მას ინტერიერში შერწყმის საშუალებას აძლევს. მის ზედაპირზე შეძლებთ განათავსოთ სანათი, წიგნები, მაღვიძარა და სხვა წვრილმანები. უჯრებში შეგიზლიათ შეინახოთ საწოლის თეთრეული. ზოგადად, კომოდი უფრო თხელი, ტევადი და დახვეწილია.

პატარა მაგიდა

გასაგებია, რომ მას ხშირად შეხვდებით სადმე მისაღებში, მაგრამ იგი საძინებლისთვის გამოდგება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სივრცე პატარაა. ის შეიძლება აკეცოთ (ან საერთოდ აიღოთ), მასზე სხვადასხვა წვრილმანი დაალაგოთ, საინტერესოდ გააფორმოთ. ეს ლაკონურიც იქნება და ეკონომიურიც.

მაგიდა

ეს არის ვარიანტი, როდესაც ბინაში მხოლოდ ერთი ოთახია. სამუშაო მაგიდა აქციეთ ზოგად ზედაპირად. მაღვიძარა, კოსმეტიკა, ლეპტოპი, დოკუმენტები – მასზე ყველაფერი შეგიძლიათ განათავსოთ. მოკლედ, მაშინაც კი, თუ ცალკე საძინებელი გაქვთ, განიხილეთ ასეთი ვარიანტი.

სხვადასხვა საგნები

საგნები, რომლებიც ჩვეულებრივ საწოლთან განთავსებითვის არ არის განკუთვნილი. მაგრამ ასეთ მიდგომას შეუძლია საძინებელი ოთახის განახლება. საძინებლის თავთან შეგიძლიათ განათავსოთ, მაგალითად, ტაბურეტი-კიბე. თქვენს განკარგულებაში ერთდროულად რამდენიმე ზედაპირი იქნება, რომლებიც რაციონალურად შეიძლება გამოიყენოთ.

გარდა ამისა, ტუმბოს ნაცვლად შეგიძლიათ დადგათ რაიმე ძალიან მოდური ზარდახშა ბრტყელი სახურავით, პუფი, გროტესკული სკამი ან რამდენიმე სხვადასხვა ზომის სადგამების კომპლექტი. ინტერიერში შეგიძლიათ გაითამაშოთ ჩვეულებრივი საბურავითაც კი. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის დატევა შეიძლება მასში.

ნებისმიერი აბსტრაქცია

შეგიძლიათ საწოლთან ახლოს თაროები დაკიდოთ. მაგალითად, საწოლის დონეზე დაკიდოთ თარო წიგნებისთვის. მგონი შესანიშნავი იდეაა! მის ქვეშ ფეხსაცმელებს დაალაგებთ, მასში თეთრეულსა და წიგნებს, ზემოდან კი მაღვიძარას და სანათს. არაჩვეულებრივია!

ასევე შეგიძლიათ საწოლის გარშემო რაიმე საინტერესო ანსამბლის ორგანიზება თაროებისა და მიმდებარე კარადებისგან. მოკლედ, ამ ნაბიჯს თქვენი შეხედულებისამებრ გადაწყვეტთ, გამოიჩინეთ ფანტაზია! ყველაზე მთავარია, რომ ეს ძვირფასი სივრცე სწორად მოაწყოთ და ოთახში კომფორტი შეინარჩუნოთ.

რედაქციის რჩევა

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ საძინებელი ოთახი მხოლოდ დასაძინებელიადგილი არ არის, აქ შეგიძლიათ დამშვიდდეთ, განიტვირთოთ, განმარტოვდეთ და აზრები მოიკრიბოთ, ამ მხრივ კი ინტერიერი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყოველთვის შეგიძლიათ მოიფიქროთ რაღაც ახალი, განაახლოთ დიზაინი. ეს თან სიხარულს მოგიტანთ, თანაც, მოტივაციას მოგცემთ.

არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ უარი თქვათ ტუმბოზე საძინებელ ოთახში. თუ მოგწონთ, დატოვეთ იგი თქვენს სახლში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემოგთავაზოთ ვარიანტები, თქვენ კი აირჩიოთ საუკეთესო და უფრო ბედნიერი გახდეთ.