სად და როგორ დავმალოთ მაცივარი სამზარეულოში: 7 საინტერესო იდეა

მაცივარი სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. დღეს რთულია სახლის ან ბინის წარმოდგენა ამ დამხმარის გარეშე. ყველა დიასახლისისთვის თავისი დიდი მნიშვნელობის გარდა, მაცივარი ასევე დიდი ზომებით გამოირჩევა. ძალიან ხშირად, მას უზარმაზარი ადგილი უჭირავს სამზარეულოში, რითაც ძვირფას კვადრატულ მეტრებს “ჭამს”. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაც კი შეიძლება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ქვემოთ წარმოდგენილია 7 ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება დამალოთ მაცივარი სამზარეულოში და მის ფარგლებს გარეთ.

1. მაცივრის დამონტაჟება სხვა ოთახში.  ეს ყველაზე მარტივი და აშკარა ვარიანტია.ეს ოთახი შეიძლება მდებარეობდეს შემოსასვლელში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ან მისაღებ ოთახშიც კი. ამ შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მაცივარმა შესაძლოა ხმაურით გაგაღიზიანოთ თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც დასვენების დროს, ამიტომ, სანამ გადაადგილებას გადაწყვეტდეთ, უმჯობესია ყველაფერი რამდენიმეჯერ განიხილოთ ახლობლებთან ერთად.

მაცივრის განსათავსებლად შესანიშნავი ვარიანტია ლოჯი. ამ შემთხვევაში უნდა დაიცვათ ტექნიკური პირობები, რომელთა ძირითადი მათგანი გახლავთ: ზომიერი ტენიანობა ოთახში, საკმარისად თბილი ტემპერატურა მასში წელიწადის ცივ დროს, ასევე, ლოჯი მუდმივად უნდა ნიავდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილებების ყველა ამ წესს არ დაიცავთ, მაცივარი უბრალოდ მწყობრიდან გამოვა.

გარდა ამისა, შეგიძლიათ სცადოთ ლოჯის მიერთება სამზარეულოსთან, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში, ასეთი ცვლილებები იურიდიულად უნდა გაფორმდეს, ასევე უნდა შეუთანხმდეთ ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

2. მოდით, ზომებთან ჩავატაროთ ექსპერიმენტი, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ სრული ზომის მაცივარი? იქნებ მინი-ვერსიაც საკმარისი იყოს თქვენთვის? იქნებ საყინულეზე საერთოდ უარი თქვათ ან იგი ცალკე დაამონტაჟოთ? ასეთ შემთხვევაში, სამზარეულოში ადგილის დაზოგვას შეძლებთ. ეს ვარიანტი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტო ცხოვრობს, რადგან მინი-მაცივარი ერთი ადამიანისთვის სრულებით საკმარისია.

3. მაცივრის დამალვა კიბის ქვეშ. თუ კერძო სახლის ან ორსართულიანი ბინის მეპატრონე ხართ, მაშინ, მაცივარი შეგიძლიათ კიბის ქვეშ დამალოთ, რადგან სინამდვილეში, იქ მთელი სარდაფისთვის იქნება ადგილი საკმარისი. მთავარია, კარგ ვენტილაციაზე იზრუნოთ, რადგან დახურულ სივრცეში მაცივარი შეიძლება სწრაფად გადახურდეს და გაფუჭდეს.

კიბის ქვეშ მაცივრის დამონტაჟებისას არ მოგიწევთ დამატებითი საშუალებების შეძენა მის შესანიღბად, იმიტომ, რომ ასეთ ადგილას განთავსებით, იგი ვიზუალურად იკარგება და საერთოდ არ იქცევს ყურადღებას.

4. მაცივარი კარადაში. დღეს დიდი რაოდენობით სამზარეულოს ავეჯის კომპლექტი მზადდება სპეციალური კარადით, რომელიც მაცივრისთვის არის განკუთვნილი. ასეთი ვარიანტის შეძენისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მაცივრისთვის განკუთვნილი კარადის უკანა კედელს ვენტილაციისთვის გისოსები ჰქონდეს, რომელიც არ დაუშვებს მის გადახურებას.

5. შენიღბვა. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ძალიან უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ შენიღბვის ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ მაცივრის დამონტაჟება ყველაზე ხილულ ადგილას! ასეთ შემთხვევაში, მისი ზედაპირი შეიძლება გამოიყენოთ როგორც გრიფელის დაფა. დღესდღეობით მრავალი სახის სპეციალური საღებავი და მოწყობილობა არსებობს, რომლითაც შეგიძლიათ მაცივრის ჩვეულებრივი კარი აქციოთ დაფად, რომელზეც შესასრულებელ საქმეების სიას ჩამოწერთ და რეცეპტებს დაიმახსოვრებთ.

6. მაცივარი – მოგონებებისა და ბედნიერი ემოციების კედელი. ჩვეულებრივი ვინილის ფირის და თქვენთვის ყველაზე საყვარელი ფოტოების გამოყენებით, შეგიძლიათ ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული მაცივრისგან შექმნათ ნამდვილი მოგონებების დაფა ან ყველაზე კარგი და საყვარელი ფოტოების გალერეა. ახლა აღარსად მოგიწევთ ამ უზარმაზარი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ობიექტის დამალვა!

7. გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია! ნებისმიერი მაცივრისგან შეგიძლიათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შექმნათ. უბრალოდ უნდა ჩართოთ ფანტაზია, იდეების რეალობად ქცევა კი სრული ზომის მაგნიტური პანელებით შეგიძლიათ სხვადასხვა ორნამენტებითა და ნიმუშებით.