7 რჩევა თანამედროვე მისაღები ოთახის მოსაწყობად

მისაღები ოთახი როგორც წესი სახლის ყველაზე დიდი ოთახია და სტუმრებიც პირველ რიგში სწორედ მის ინტერიერს ხედავენ თქვენ სახლში მოსვლისას. სწორედ ამიტომ მისი მოწყობა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია სახლის გაფორმებისას, რომელშიც ეს მეთოდები დაგეხმარებათ:

1. შთაგონდით

დაათვალიერეთ ჟურნალები, ონლაინ ბლოგები და სოციალური მედიის ისეთი საიტები, როგორიცაა პინტერესტი და ინსტაგრამი. მიაქციეთ ყურადღება მრავალფეროვან ფერებს, კრეატიულ დეკროაციებსა და ორიგინალურ ფორმებს საკმარისი ინსპირაციის მისაღებად

2. დაგეგმეთ ოთახის ავეჯის განლაგება

დეკორაციების ჩამოკიდებამდე მოიფიქრეთ ზუსტად სად გსურთ ავეჯის ნაწილების განლაგება. დაიწყეთ თქვენი ფოკალური წერტილით, რაც ხშირად დივანია მისაღები ოთახის შემთხვევაში. მოიფიქრეთ სად გსურთ მისი დადგმა და შემდეგ ამის მიხედვით განალაგეთ სხვა ნივთებისთვის განკუთვნილი ადგილები მოცემულ სივრცეში. ასევე უმჯობესია უდიდესი ნივთები განალაგოთ ოთახის პერიმეტრზე, რათა მის ცენტრში ვიზუალური ან ფიზიკური ბლოკები არ შეგქნმათ.

3. გამოიყენეთ ნეიტრალური ფერი

მისაღები ოთახი როგორც წესი განსატვირთი სივრცეა, რომლისკენაც სახლის თითოეულ მხარეს მიყავხართ. ამიტომ მის გასაფორმებლად უნდა გამოიყენოთ ისეთი ნეიტრალური ფერები, როგორიცაა მაგალითად ნაცრისფერი. უფრო პერსონალური ხასიათის მისანიჭებლად დეკორაციების გამოყენება შეგიძლიათ.

4. ხალიჩა

ზედმეტად პატარა ხალიჩა ოთახის ვიზუალურ ბალანსს დაარღვევს. თუმცა, ზედმეტად დიდი ხალიჩა ოთახის დეკორაციებს სივრცულ ხასიათს დაუკარგავს. ამიტომ შეარჩიეთ საშუალო ზომის ხალიჩა ან გამოიყენეთ სხვადასხვა ხალიჩა ოთახის სხვადასხვა ნაწილში.

5. ითამაშეთ ტექსტურითა და ფერებით

გამოიყენეთ ისეთი ტექსტურის და ფერების მქონე დეკორაციები, რომელიც თქვენ პირად ხასიათს გამოხატავს. მაგალითად გააფორმეთ დივანი ბალიშებით და პლედით, რომელთა ფერებიც ოთახის დეკორაციებს შეესაბამება.

6. დაამატეთ მწვანე

მისაღები ოთახები როგორც წესი ჭარბი ნატურალური სინათლის ქონით გამოირჩევა, რის გამოც იგი იდეალურ ადგილს წარმოადგენს მასში სხვადასხვანაირი მცენარეების და ყვავილების განთავსებისთვის. ეს ოთახის ჰაერზეც იზრუნებს და მის ინტერიერსაც გაალამაზებს.

7. მოუსმინეთ გულს ნახატების შერჩევისას

მისაღებ ოთახში უნდა ჩამოკიდოთ მხოლოდ ისეთი ნამუშევრები, რომელიც პირადად თქვენს ხასიათს გამოხატავს. საჭირო არაა მთელი ოთახი ერთ ჯერზე გაავსოთ ნახატებით. დაუთმეთ დრო ოთახის გაფორმებას და დროდადრო შემატეთ ნახატებს შორის არსებულ ცარიელ სივრცეებს დამატებითი ხასიათის ელემენტები მაგალითად ბუხარზე შემოდებული ჩარჩოიანი სურათებით ან ნახატებს შორის დატოვებულ კედლის ნაწილზე მცენარეების ჩამოკიდებით.