თუ ამ 10 ნივთს არასწორად მოუვლით, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება

ჩვენ ხშირად ვეჩვევით სახლის სხვადასხვა ნივთებს, თუმცა ეს ჯანმრთელობისთვი საზიანო შეიძლება გამოდგეს. თქვენ ასეთ ნივთებს ან სათანადოდ უნდა მოუაროთ, ან გარკვეული დროის შემდეგ ისინი ახალი ნივთით უნდა ჩაანაცვლოთ. ნახეთ რომელი აქსესუარები შედის ასეთი ნივთების სიაში:

1. ჭიქა

ყავის დალევა ფავორიტი ჭიქით უფრო გემრიელი პროცესია ჩვენთვის, თუმცა აუცილებელია ჭიქა გამოყენებისთანავე გარეცხოთ. მასზე სულ რაღაც 45 წუთში შეიძლება დაიწყოს საზიანო ბაქტერიების და ობის ნაწილაკების გამრავლება.

2. ლეიბი

ლეიბზე ბევრი ტკიპა და მტვერი შეიძლება დაგროვდეს. ამიტომ იგი ხშირად უნდა გაანიავოთ და ასევე 8 წელიწადში ერთხელ გამოცვალოთ.

3. ბალიშები

ბალიშები ყოველ 1-2 წელიწადში უნდა შევცვალოთ, რადგან ისინი ჩვენი კანის მკვდარ უჯრედებს და თმას იწოვენ, რაც იდეალურ გარემოს ქმნის მათზე ტკიპების და საზიანო ბაქტერიების დასაგროვებლად. გამოცვალეთ ბალიშის პირი ყოველ 6 თვეში.

4. პირსახოცები

ჭუჭყიანმა პირსახოცმა კანის გაღიზიანება და ინვექციის გაჩენაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ იგი ყოველი 3 გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ და ყოველ 2 წელში უნდა ჩაანაცვლოთ ახლით.

5. შხაპის ფარდა

შხაპის ფარდა კვირაში ერთხელ მაინც უნდა გარეცხოთ, რადგან მასზე უამრავი ბაქტერია, ობი და ჭუჭყი გროვდება.

6. მოდემი

თქვენი მოდემი ყოველ 3-4 წელიწადში უნდა გამოცვალოთ, რათა თავიდან აიცილოთ ინტერნეტის კავშირის შენელება.

7. ძველი სამოსი

მოიშორეთ ძველი სამოსი ყოველწლიურად, თუ ის ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

სამოსი რომელიც ვეღარ შეკეთდება
არ მოგწონთ
არაკომფორტულია ყოველი ჩაცმისას
ზედმეტად ტრენდულია
აღარ შეესაბამება თქვენი ცხოვრების წესს

8. ლოგინის გადასაფარებლები

ლოგინის პირები კვირაში ერთხელ უნდა გარეცხოთ, რათა მათზე დაავადების გამომწვევი ელემენტები არ დაგროვდეს. გამოიყენეთ ცხელი წყალი ბაქტერიების მოსაკლავად.

9. ლუფა

ლუფაზე შეიძლება იყოს კანის მკვდარი უჯრედები, კანის ზეთის და ჭუჭყის ნაწილები და ბაქტერიები თუ მას ხშირად არ შეცვლით. იგი ყოველ 3-4 კვირაში უნდა გამოცვალოთ დერმატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

10. ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ტექნიკის უმრავლესობა 10-15 წელს ძლებს. ამიტომ რეკომენდირებულია ძველი ტექნიკის ჩანაცვლება 10 წლის შემდეგ, რათა მათ საზიანო წუნი არ გაუჩნდეთ.