როგორ დავამზადოთ სამალავი, რომლის შესახებ მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ

ზაფხულში კორპუსის ბინაში ჯდომა არ გვსურს. არაა გასაკვირი, რომ ბევრი სიამოვნებით მიდის აგარაკზე, რათა დრო სუფთა ჰაერზე გაატაროს. მათ ალბათ აინტერესებთ როგორ გავაკეთოთ სამალავი სახლთან ახლოს. აგარაკზე ის უბრალოდ აუცილებელია.

ზუსტად 5 წუთში შექმნით ისეთ შეუმჩნეველ სამალავს, სადაც შესასვლელი კარის გასაღების დატოვებას შეძლებთ. ხშირად ხდება, რომ საქმეების გამო ქალაქში გასვლა გვიწევს, გასაღების თან ტარება კი არც ისე მოხერხებულია მითუმეტეს მაშინ, თუ ვინმე აპირებს აგარაკზე ასვლას.

გამოუვალ სიტუაციებში თამამად შეძლებთ გასაღების დამალვას და მშვიდად გაისეირნებთ.

დაგჭირდებათ პატარა ჭურჭელი (გამოდგება კბილის საჩიჩქნი ჯოხების ან წვრილი კამფეტების ქილა). ასევე მოძებნეთ შესანიღბი ელემენტი: გირჩი ან ქვა (გააჩნია ადგილს, სადაც მოაწყობთ სამალავს).

აიღეთ უბრალო ქვა. მისი ზომა ოდნავ უნდა აღემატებოდეს ქილის თავსახურის ზომას.

წაუსვით თავსახურის ზედა ნაწილს წებო და დაადეთ ქვა. გააშრეთ. ეზოში იპოვნეთ შესაფერისი ადგილი, რომელიც თვალში საცემი არაა.

გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ სამალავი ორმოში. ვერავინ იპოვნის მას იმათ გარდა, ვინც მისი არსებობის შესახებ იციან.

თქვენ გაქვთ სამალავი გასაღებისთვის? ეს იდეა როგორ მოგეწონათ?