სიმართლეა, რომ სახლის საწმენდი პროდუქტების და ხსნარების უმრავლესობა სასარგებლოზე უფრო მეტი საზიანო ეფექტით გამოირჩევა. სამწუხაროდ მსგავს ქიმიურ საშუალებებზე მთლიანად უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა ხშირად მათი ჩანაცვლება ასეთი ნატურალური მეთოდების გამოყენებით შეგიძლიათ სახლის სხვადასხვა ნაწილების გაწმენდის დროს:

1. სააბაზანოს ფილები

აურიეთ 1/4 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, 1 ს/კ თხევადი საპონი და 1/2 ჭიქა წყალი. ამოავლეთ ღრუბელი მიღებულ ნაზავში და მისი დახმარებით ჩამოწმინდეთ ჭუჭყი ფილებიდან.

2. გაზქურა

ჩააწეთ ბამბის თავიანი ჯოხი ამიაკის ანისტიკურ წვეთებში და გახეხეთ მისი საშუალებით ცხიმიანი წერტილები. გამხმარი ცხიმის მოსაშორებლად გამოიყენეთ ჯოხების მაგივრად ძველი კბილის ჯაგრისი და რეგულარული ღრუბელი. ამ პროცესის დროს ყოველთვის იხმარეთ ხელთათმანები.

3. სამზარეულოს გამწოვის ფილტრები

აადუღეთ წყალი დიდ ქვაბში და ნელა ჩაყარეთ მასში 1/2 ჭიქა საცხობი სოდა მორევის პარალელურად. შემდეგ მოათავსეთ მდუღარე წყალში ფილტრები და მაშინვე შეამჩნევთ ჭუჭყის და ცხიმის ჩამოშორების პროცესის დაწყებას. გადადგით ქვაბი გაზქურიდან რამდენიმე წუთში.

4. ლეიბი

აურიეთ 3 ს/კ საცხობი სოდა და 235მლ წყალბადის ზეჟანგი სპრეი ბოთლშიდა სოდის გახსნის შემდეგ დაუმატეთ ნაზავს რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი. აანჯღრიეთ ბოთლი და შემდეგ მიასხით ნაზავი ლეიბის ჭუჭყიან ნაწილებს. დააცადეთ გაშრობა 5-10 წუთით და შემდეგ გაწმინდეთ სოდის ნარჩენები მტვერსასრუტით.

5. ღუმელი

მოათავსეთ ცოტა ამიაკი პატარა ჯამში და დატოვეთ მთელი ღამით გამორთული ღუმელის შიგნით. დილით გაანიავეთ სამზარეულო და გაწმინდეთ ღუმელი. მის კედლებს ცხიმი მარტივად მოშორდება და ცუდი სუნიც გამქრალი იქნება.

6. ჩაიდანი

აავსეთ ჩაიდანი ნახევრამდე ძმრის და წყლის თანაბარი ნაზავით. ამოავსეთ ჩაიდანის თავი ქაღალდის გროვით და აადუღეთ წყალი ჩაიდანის კედლების გასუფთავებამდე. შემდეგ კარგად გარეცხეთ ჩაიდანი.

7. თეფშები

თეფშების იდეალურად გასაწმენდად აურიეთ მშრალი მდოგვი და საცხობი სოდა 3:1 პროპორციით, შემდეგ კი მოათავსეთ ნაზავი ნახვრეტებიანი სახურავის მქონე ბოთლში. მისი გამოყენება ძალიან მარტივი იქნება.

8. უნიტაზი

უნიტაზის გასაწმენდად ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან იგი დეზინფექციას იდეალურად ატარებს.

9. რბილი დივანი

დაასხით ღრუბელზე იზოპრილის სპირტი და გახეხეთ მისი დახმარებით ჭუჭყიანი ზედაპირი. შემდეგ გაასუფთავეთ ზედაპირი ჯაგრისის დახმარებით და ცუდი სუნის გასაქრობად მოაყარეთ დივანს საცხობი სოდა.

10. მაცივარი

გახსენით 2 ს/კ საცხობი სოდა 1 ლიტრ წყალში და გახეხეთ მისი საშუალებით მაცივრის შიდა მხარე. შემდეგ გაამშრალეთ რბილი ნაჭრით. ცუდი სუნის გასაქრობად დადევით მაცივარსი შავი პური, ლიმონის ნაჭერი ან ერთი ჭიქა საცხობი სოდა.

თქვენ იცით მსგავსი საშუალებები სახლის დასალაგებლად? მოგვიყევით კომენტარებში.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი