დაახარჯეთ სახლის გენერალურ დალაგებას ნაკლები დრო და ენერგია ამ ხრიკების დახმარებით

მრავალი ჩვენგანისთვის დასუფთავება ყველაზე მძიმე მოვალეობა და საშინელი სასჯელია. ხშირად, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ სახლში წესრიგის აღდგენას, როდესაც აქ სუფთა ადგილი აღარ არის დარჩენილი და სახლი დინოზავრების საბრძოლო ველს ემსგავსება. სინამდვილეში კი, დასუფთავება ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება ჩატარდეს, თუ მთავარი საიდუმლოებები გეცოდინებათ.

თქვენთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, ჩვენმა რედაქციამ შეაგროვა რამდენიმე ახალი ხრიკი, რომლებიც საშინაო დავალებების შესრულებაში დაგეხმარებათ.

გავწმინდოთ ყველაზე ჭუჭყიანი ნივთები აბაზანაში

აბაზანის ძველი ფარდა ახლებურად გამოიყურება, თუ ყველა ჭუჭყიან და თუნდაც გაყვითლებულ, დაობილ ადგილს წყლისა და წყალბადის ზეჟანგისგან თანაბარი პროპორციებით დამზადებული ხსნარით ჩამორეცხავთ.

მიკრობებისგან კბილის ჯაგრისების გასაწმენდად ისინი ორი საათის განმავლობაში ძმარში უნდა ჩაალბოთ. შემდეგ კი კარგად გარეცხოთ გამდინარი წყლით.

ღრუბელი ერთი საათის განმავლობაში 1:1-ზე პროპორციით დამზადებული მდუღარე წყლისა და ძმრის ხსნარში ჩაალბეთ. შემდეგ კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით და გააშრეთ.

დავუბრუნოთ სიქათქათე აბაზანას 

ჩამჯდარი ნადების, ყვითელი ლაქებისა და ნაცრისფერი ზედაპირების გასაწმენდად წყალბადის ზეჟანგი შესანიშნავი საშუალებაა. პულვერიზატორის გამოყენებით შეაშხეფეთ იგი აბაზანის ზედაპირს, ნახევარი საათით გააჩერეთ და შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

აბაზანის ზედაპირის გაწმენდა ძალიან გაგიმარტივდებათ, თუ მას სოდას მოაყრით და რამდენიმე წუთის შემდეგ ძმარს მოასხამთ. ამის შემდეგ, მსუბუქად უნდა გაწმინდოთ ზედაპირი ჯაგრისით და თბილი წყლით ჩარეცხოთ.

არასასურველ სიყვითლეს ეფექტურად უმკლავდება ჩვეულებრივი ლიმონმჟავის ხსნარი. ხსნარი შემდეგი პროპორციით უნდა მოამზადოთ: ერთ ჭიქა წყალზე ერთი შეკვრა ლიმონმჟავა გამოიყენეთ. ეს საშუალება ღრუბლის გამოყენებით წაუსვით აბაზანის ზედაპირს და 20 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩარეცხეთ.

აბაზანის იდეალურად გაწმენდაში და ძველი ნადების მოშორებაში ძმრისა და მარილის ნაზავი დაგეხმარებათ. შეურიეთ ინგრედიენტები 1:1-ზე პროპორციით და გაწმინდეთ სააბაზანო.

გაუმკლავდით ბინძურ უნიტაზს

უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს, თუ მის გასაწმენდად მდოგვის ფხვნილის, ლიმონმჟავისა და სიმინდის სახამებლის ნაზავს გამოიყენებთ თანაბარი პროპორციით.

უნიტაზის გასაწმენდად და გასაახლებლად შგიძლიათ თავად დაამზადოთ საწმენდი ბომბები. უნიტაზში ჩაშვებული მხოლოდ 1-2 ბომბა არა მხოლოდ ჰიგიენურ ეფექტს მოგცემთ, არამედ, სუნსაც აღმოფხვრის.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა სოდა
  • 1/4 ჭიქა ლიმონმჟავა
  • 1/2 ჩ.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. 6%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი
  • 15-20 წვეთი საყვარელი ეთერზეთი

მომზადება

სოდა თასში ჩაყარეთ, დაუმატეთ ლიმონმჟავა. მეორე თასში შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და წყალბადის ზეჟანგი და ეს სითხე წვეთ-წვეთობით დაუმატეთ მშრალ ნაზავს. შემდეგ მასას ეთერზეთი დაუმატეთ და კოვზით პატარა ბურთულები გააკეთეთ. ბომბები პერგამენტის ქაღალდზე გადმოალაგეთ და მინიმუმ 6 საათის განმავლობაში გააშრეთ. ბომბები შუშის დახურულ ქილაში შეინახეთ.

გაწმინდეთ ნაკერები სააბაზანოს ფილებს შორის

ჩვეულებრივი თეთრი პარაფინის სანთლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ აღმოფხვრათ ობი, მუქი ნალექი და დაბინძურება სააბაზანოს ფილების ნაკერებზე. ამისთვის, სანთლის ქვედა ნაწილი რამდენჯერმე უნდა გადაატაროთ ბინძურ ნაკერებს. ეს დაგეხმარებათ ნაკერების გაწმენდაში და ობისა და ჭუჭყისგან დაცვაში.

თასში ჩაყარეთ საკვები სოდა, აიღეთ წყლით გაჟღენთილი უსარგებლო კბილის ჯაგრისი და გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები. წმენდის შემდეგ ზედაპირი თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

ერთმანეთს შეურიეთ თბილი წყალი და წყალბადის ზეჟანგი 2:1-ზე პროპორციით. ამ  ხსნარით ჯაგრისის ან ღრუბლის გამოყენებით გაწმინდეთ ფილებს შორის არსებული ნაკერები, რომლებიც შემდეგ შეგიძლიათ არ ჩამორეცხოთ.

აიღეთ 15 გრ ლიმონმჟავა და გახსენით იგი ერთ ჭიქა თბილ წყალში. მიღებული მასა წაუსვით კაფელს და შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხეთ.

ძალიან დაბინძურებულ კაფელთან გამკლავებაში ძმარი დაგეხმარებათ. შეაშხეფეთ ძმარი ზედაპირს პულვერიზატორით, გააჩერეთ 10 წუთით და შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხეთ. ბოლოს, ფილები რბილი მიკროფიბერის ხელსახოცით გაამშრალეთ. ეს არა მხოლოდ ჩამორეცხავს კაფელს, არამედ მას დეზინფექციასაც ჩაუტარებს.

მწყობრში მოვიყვანოთ სარეცხი მანქანა

გავწმინდოთ სარეცხი მანქანა კვარტალში ერთხელ.

მანქანიდან ნადებისა და წყლის კენჭების მოშორებაში ჩვეულებრივი ლიმონმჟავა დაგეხმარებათ. სარეცხი მანქანის უჯრაში ჩაყარეთ 60 გრ ლიმონმჟავა. ჩართეთ მანქანა რეცხვის სრული ციკლის რეჟიმზე მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე.

მოამზადეთ მარტივი და ეფექტური საშუალება, რომელიც სარეცხ მანქანას მწყობრში მოიყვანს.

დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა ძმარი
  • 1/4 ჭიქა საკვები სოდა
  • 1/4 ჭიქა წყალი
  • ღრუბელი

მომზადება:

თასში შეურიეთ ერთმანეთს წყალი და სოდა. ეს ხსნარი მანქანის სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში ჩაყარეთ. ძმარი კი მანქანის ბარაბანში ჩაასხით. ჩართეთ მანქანა ჩვეულებრივი რეცხვის რეჟიმზე. ციკლის დასრულებისას ღრუბელით გაწმინდეთ რეზინის ყველა ნაწილი და კარი. მანქანის კარი ღია დატოვეთ, რომ ბარაბანი კარგად გამოშრეს.

გაწმინდეთ ქურა იდეალურად

ქურის ზედაპირიდან ცხიმსა და პატარა ნამცეცემს ჩვეულებრივი საშლელით მოაშორებთ. ამ მეთოდით პროფესიონალური ქლინინგ სერვისების თანამშრომლები სარგებლობენ.

გაქონილ ქურას კი ლიმონის წვენითა და ლებნებით გაწმენდთ. გამოწურეთ წვენი, ქურა ლიმონით გაწმინდეთ და 15 წუთით გააჩერეთ.  შემდეგ კი სველი ტილოთი გაასუთავეთ.

იდეალურად გავწმინდოთ ღუმელი

ღუმელის კარადის გაწმენდა ცხიმისა და ნადებისგან ერთი ჭიქა ამიაკისა და ერთი ლიტრი წყლის გამოყენებით არის შესაძლებელი. ღუმელი 150 გრადუსზე გააცხელეთ და გამორთეთ. ქვედა გისოსზე მდუღარე წყლიანი თასი დადგით, ზედაზე კი ჭურჭელი ამიაკით. დახურეთ ღუმელის კარი და დილამდე დატოვეთ.

დილით ამიაკიან ჭურჭელს რამდენიმე ჩაის კოვზით ნებისმიერი სარეცხი საშუალება და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი დაუმატეთ. მიღებული მასით დაასველეთ ღრუბელი და გაწმინდეთ ღუმელი, შემდეგ კი წყლით გაწმინდეთ.

იმისთვის, რომ ღუმელი ახლებურად პრიალებდეს, ჩვეულებრივი ძმარი უნდა გამოიყენოთ. ზედაპირზე წაუსვით მცირე ოდენობით ძმარი ღრუბელის გამოყენებით. დახურეთ ღუმელის კარი და რამდენიმე საათით დატოვეთ. შემდეგ უმნიშვნელო დაბინძურებელი უბრალოდ ქსოვილით გაწმინდეთ, ხოლო უფრო სერიოზული ლაქები კი ჯაგრისით გახეხეთ. აუცილებლად კარგად უნდა გაწმინდოთ ზედაპირი სუფთა წყლით.

ღუმელის კარადას ადვილად გაწმენდთ ცხიმისა და მიმწვარი ლაქებისგან, თუ ცომის გამაფხვიერებელს გამოიყენებთ. კარგად გაწმინდეთ ღუმელი ცხელი წყლით და ზემოდან გამაფხვიერებელი მოაყარეთ, ზედაპირს პულვერიზატორით წყალი შეაშხეფეთ. ნახევარი საათის შემდეგ პატარა კენჭები სველი ქსოვილით გაწმინდეთ და ღუმელი წყლით ჩამორეცხეთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგად აშორებს ცხიმს შუსის კარს.

განაახლეთ ლეიბები

ლეიბის გაწმენდა რეკომენდებულია სუფთა, დელიკატური ზედაპირებისთვის განკუთვნილი თავით, სეზონზე ერთხელ მაინც. იდეალურ შემთხვევაში, ამას თეთრეულის შეცვლამდე ყოველ ჯერზე უნდა აკეთებდეთ.

სუნი კი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ წარმოიქმნება, შეგიძლიათ აღმოფხვრათ, თუ ლეიბზე საკვებ სოდას მოაყრით, ნახევარი საათით გააჩერებთ და შემდეგ კარგად გაასუფთავებთ მტვერსასრუტით.

ყოველდღიური საქმიანობით გამოწვეული ახალი ლაქების ამოყვანა ადვილად არის შესაძლებელი წყალბადის ზეჟანგისა და ჭურჭლის სარეცხი სითხის ნაზავით 2:1-ზე პროპორციით.

ამოიყვანეთ ლაქები ხალიჩებიდან

ხალიჩიდან ყავის, კაკაოს ან ჩაის ლაქების ამოყვანა ძალიან გაგიმარტივდებათ 1 ლიტრ ცივ წყალში გაზავებული 1 ს.კ. გლიცერინის გამოყენებით.

ხალიჩიდან მარტივად ამოიყვანთ ლუდის, ლიქიორისა და ღვინის ლაქებს, თუ ლაქებზე თბილი წყლისა და მცირეოდენი სარეცხი ფხვნილის ხსნარს დაასხამთ. შემდეგ ეს ხსნარი თბილი წყლისა და ძმრის ნაზავით უნდა გაავლოთ შემდეგი პროპორციით: 0,5 ლიტრ წყალზე 1 ჩ.კ. ძმარი.

ამოიყვანეთ ლაქები ქსოვილებიდან

ზეთიანი საღებავის ლაქებს ქსოვილიდან თანაბარი პროპორციით დამზადებული ბენზინის, აცეტონისა და ტურპენტინის ნაზავით ამოიყვანთ.

ქსოვილის ზედაპირიდან მელნის ახალი ლაქის ამოყვანა ჩვეულებრივი რძის გამოყენებით არის შესაძლებელი.

ამოიყვანეთ ბალახის ლაქები მარილიანი ხსნარით – 1 ჩ.კ. მარილი 1 ჭიქა წყალზე.