ექსპერტის პასუხები: როგორ დავალაგოთ სამზარეულოში ნივთები სწორად და პრაქტიკულად

1. როგორ ავითვისოთ ნიჟარის ქვეშ არსებული სივრცე ყველაზე ჭკვიანურად?

ექსპერტების თქმით დაბლითა კარადების ორგანიზებისთვის სჯობს მეტალის ბადეების კალათები გამოვიყენოთ ტაფების, ქვაბების და პატარა ნივთების ერთ ადგილზე გასაჩერებლად. მოათავსეთ სახელურები წინა მხარეს და საჭირო ნივთების ამოსაღებად კარადის უკანა ნაწილში გადაწვდომა აღარ დაგჭირდებათ, რადგან სახელურის ამოწევით მარტივად ამოიღებთ ნებისმიერ აქსესუარს.

2. რა არის ზედა კარადების საუკეთესო დანიშნულება და როგორ შევავსოთ ისინი ყველაზე ეფექტურად?

ზედა კარადები თვალის დონეზეა განთავსებული, რის გამოც მათში უნდა შეინახოთ ყოველდღიურად გამოყენებადი ისეთი ნივთები, როგორიცაა თეფშები და ჭიქები. უმჯობესია გააცალკევოთ საჭმელი ჭურჭლისგან და ისინი განათავსოთ კარადის სხვადასხვა ნაწილში. მაგალითად შესაწვავი ზეთი და ჩაი უნდა მოათავსოთ გაზქურისკენ მდებარე კარადის ნაწილში, ხოლო თეფშები და ჭიქები პირსაბანისკენ მდებარე კარადის ნაწილში.

3. ჩემი საკუჭნაო ზედმეტად არეულია, მაგრამ რემონტის გაკეთება არ მინდა. რა შეიძლება გავაკეთო?

ასეთ დროს საჭიროა ფორმა შეუცვალოთ თქვენი საკუჭნაო კუთხის თაროებს. ყოველდღიურად გამოყენებადი საჭმელები მოათავსეთ ზემოთა, ადვილად მისაწვდომ ნაწილში. ასევე დაალაგეთ პროდუქტები ერთ სიმაღლეზე სივრცის მაქსიმალურად გამოსაყენებლად. ასევე დამატებითი თაროების ზოლების დამონტაჟებით გამოყავით ცალკე სივრცე ქილებისთვის და კონსერვების მსგავსი პროდუქტებისთვის. ასევე ერთად დაალაგეთ ისეთი საჭმელები, რომლებსაც ერთად იყენებთ ხშირად.

4. რომელია პატარა სამზარეულოს ორგანიზების მთავარი სტრატეგიები?

პირველ რიგში უნდა მოაშოროთ სამზარეულოდან ყველა ის გაჯეტი, ნივთი და აქსესუარი, რომელიც ნამდვილად არ გჭირდებათ სამზარეულოში. შემდეგ დაიწყეთ კედლის ათვისება მასზე თაროების და საკიდების ჩამოკიდებით, რათა დახლებიდან კედელზე გადაიტანოთ რაც შეიძლება მეტი სამზარეულოს აქსესუარი სივრცის გასათავისუფლებლად. საჭმელების შესანახად იყიდეთ ისეთი გამჭირვალე კონტეინერები, რომლებიც ერთმანეთზე მარტივად ლაგდება. ეს მათ პოვნად და დალაგებასაც უფრო გაგიმარტივებთ.

5. როგორ გამოიყურება ორგანიზებული უჯრები, რომლებშიც ჭურჭელი და სუნელები ინახება?

ასეთი უჯრების ორგანიზების მთავარი მეთოდი ყველაფრის სწორად ჩადებაში მდებარეობს. უჯრაში არ უნდა იყოს გვერდულად ჩადებული თეფშები ან თავისუფლად მოგორავე ქილები. ყველა კონტეინერი უნდა იყოს მჭიდროდ განთავსებული საკუთარ კუთხეში. მიუჩინეთ სხვადასხვა სახის ჭურჭელს და პროდუქტებს თავისი უჯრა ან კუთხე.

6. როგორ უნდა დაბალანსდეს ღია და დახურული შესანახი სივრცეები?

საუკეთესო არჩევანია ღია და დახურული სათავსოების ერთმანეთთან შეთავსება. ღია თაროები და კარადები თქვენი ფავორიტი ნივთების წარმოსაჩენად გამოგადგებათ, თანაც თაროები სამზარეულოს სივრცეს უფრო ფართოს წარმოაჩენს. დახურული სათავსოები კი მნიშვნელოვანია ნივთების და პროდუქტების მტვრისგან და ცხიმისგან დასაცავად. მათში ისეთი აქსესუარები უნდა შეინახოთ, რომლებსაც ყოველდღიურად არ იყენებთ.