მდოგვი: იაფი და მარტივი საშუალება 12 საყოფაცხოვრებო პრობლემის გადასაჭრელად

მდოგვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია ცხოვრების ყველა შემთხვევაში. თუმცა, ამ სანელებლის გამოყენება არა მხოლოდ მწვადის და “ხალადეცის” შესაზავებლად, არამედ საყოფაცხოვრებო, სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი. გთავაზობთ მდოგვის ფხვნილის გამოყენების 12 არასტანდარტულ მეთოდს.

1. ჭურჭლის სარეცხი საშუალება

ჩვეულებრივი მდოგვის ფხვნილი სპეციალურ სარეცხ საშუალებებზე არანაკლებ ეფექტურად აშორებს ჭურჭელს ცხიმსა და სხვა დაბინძურებას. გამოიყენეთ სანელებელი ცივი წყლით რეცხვის დროს. თქვენ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, თეფშები კი სისუფთავისგან კრაჭუნს დაიწყებს. გარდა ამისა, მდოგვი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. მისი გამოყენებით გარემოს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებთ.

2. აშორებს სუნს

მდოგვის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ აღმოფხვრათ უსიამოვნო არომატი სამზარეულოს მოწყობილობებიდან. მდოგვის ფხვნილით გახეხეთ კონტეინერები, საჭრელი დაფები და სხვა ჭურჭელი, შემდეგ კი ცივი წყლით გაავლეთ. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ უსიამოვნო სუნი მთლიანად არ გაქრება.

ასევე შეგიძლიათ აღმოფხვრათ სუნი ავეჯის შიგნით არსებულ სივრცეში. დაყარეთ მშრალი ფხვნილი ქსოვილის ტომარაში (შეგიძლიათ საკუთარი ხელით შეკეროთ) და კომოდის უჯრებში, ყუთებსა და კარადებში დადეთ. პერიოდულად შეცვალეთ “ჰაერის გამწმენდი”, რომ სუნი არ დადგეს.

3. ტანსაცმლის სარეცხი საშუალება

ეჭვი გეპარებათ, რომ მდოგვით ტანსანცმლის გარეცხვა შეიძლება? სულ ტყუილად! სანელებელი შესანიშნავად აშორებს დაბინძურებას შალის და აბრეშუმის ქსოვილებიდან. ჩაასხით 3 ლიტრი წყალი თასში და დაუმატეთ 40-50 გრ მდოგვის ფხვნილი. ფრთხილად მოურიეთ და რამდენიმე საათით დააყოვნეთ. ტანსაცმელი სასურველია ხელით გარეცხოთ. საშუალება ეფექტურად ასუფთავებს სამოსს და დელიკატურად აშორებს დაბინძურებას ქსოვილის დაზიანებისგარეშე.

4. ლაქების ამომყვანი

მდოგვს ცხიმის ლაქები არა მხოლოდ ჭურჭლიდან, არამედ ტანსაცმლიდანაც ამოჰყავს. პირველ რიგში, მოაყარეთ ლაქას ფხვნილი და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ ცოტაოდენი მდოგვის ფხვნილი წყალში გახსენით, რომ მიიღოთ პასტისებური მასა და იგი დაბინძურების ადგილას წაუსვით. 15 წუთის შემდეგ ლაქის ამომყვანის ნარჩენები ხელით კარგად მოაშორეთ ქსოვილს და სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. რეჟიმი მწარმოებლის რეკომენდაციებისა და მასალის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ.

5. საშუალება გაციების საწინააღმდეგოდ

წვიმის ქვეშ დასველებისას, გაციების, სურდოს და ყელის ტკივილის დროს პირველ რიგში ფეხებისთვის ცხელი აბაზანა უნდა გააკეთოთ. პროცედურა შეაჩერებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და შეანელებს დაავადების განვითარებას. გაავსეთ ტაშტი 38-40 გრადუსზე გაცცხელებული წყლით და დაუმატეთ 3 ს.კ. მდოგვის ფხვნილი. ფეხები 30 წუთის განმავლობაში დაითბეთ და პროცედურის შემდეგ შალის წინდები ჩაიცვით.

6. შამპუნი

მრავალი ბიუჯეტური შამპუნი შეიცავს SLS-ს. ეს არის კომპონენტი, რომელიც კარგად წმენდს თავის კანსა და თმას. თუმცა, ასეთი შედეგი აგრესიული ნივთიერებების მოქმედებით მიიღება, რაც უარყოფითად მოქმედებს თმის მდგომარეობაზე. თუ თქვენ ეფექტურ და ბუნებრივ საშუალებას ეძებთ მისაღებ ფასად, ყურადრება მიაქციეთ მდოგვის ფხვნილს.

3 ს.კ. მდოგვის ფხვნილი შეურიეთ მდუღარე წყალს, ფაფისებური მასის მისაღებად. შემდეგ მიღებული ნაზავი ერთ ლიტრ თბილ წყალში გახსენით და თმაზე გადაივლეთ. ფრტხილად დაიმასაჟეთ თავის კანი და ჩამოიბანეთ. პროცედურის დასრულებისას, თმის ტიპის მიხედვით წაისვით ბალზამი.

7. საშუალება თმის ზრდისთვის

მდოგვი ასტიმულირებს თმის ფოლეკულებს, რის გამოც, თმა უფრო სქელდება და უფრო სწრაფად იზრდება. თქვენ დაგჭირდებათ: 2 ს.კ. ცხელი წყალი, 2 ს.კ. მდოგვის ხვნილი, კოსმეტიკური ზეთი, 1 კვერცხის გული, 2 ჩ.კ. შაქარი. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია და მასა თმაზე წაისვით. თავზე შხაპის ქუდი ან პოლიეთილენის პარკი დაიხურეთ.

ნიღაბი 30 წუთიდან 2 საათამდე შეგიზლიათ გაიჩეროთ. მდოგვის გამო თავის კანი ოდნავ აგეწვებათ, მაგრამ ეს სისხლის ცირკულაციის გასაძლიერებლად არის საჭირო, ამიტომ მოთმენა მოგიწევთ. თუმცა, შეეცადეთ არ გამოიყენოთ პროდუქტი ჭარბად, რათა თავის კანის დაზიანებას გადაურჩეთ.

8. კანის მოვლა

მატონიზირებელი ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ შესაფერისია ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის. სანელებელი რძეს შეურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნაზავი სუფთა კანზე წაისვით და 7-10 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ სახე თბილ წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

იმისათვის, რომ ჭორფლი და პიგმენტაცია ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ, მდოგვისა და თაფლის ნიღაბი მოამზადეთ. ინგრედიენტები თანაბარი პროპორციით შეურიეთ და სახეზე 5-7 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. შემდეგ კანი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

სუნელი კანის გაახალგაზრდავებას და კვებას უწყობს ხელს. შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი და მდოგვის ფხვნილი 2:1-ზე პროპორციით. ნიღაბი სახის კანზე და დეკოლტეს ზონაზე წაისვით. გაიჩერეთ 5-7 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

9. ანტიცელულიტური სკრაბი

მდოგვის გახურების ეფექტი ასევე სასარგებლოა ქალების მთავარი მტრის – ცელულიტის მოსაშორებლად. შეურიეთ 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილს 3 ს.კ. თაფლი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. ნაზავი ცელულიტის მქონე ადგილებში წაისვით, შემდეგ საკვები ცელოფანი შემოიხვიეთ და საბანში ან პლედში გაეხვიეთ ერთი საათით. 15-20 სესიისგან შემდგარი ცხელი შეფუთვების კურსი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ და თქვენს კანს უფრო ელასტიურს გახდის.

თუმცა, ამ საშუალებას ასევე აქვს უკუჩვენება. თუ ვარიკოზული ვენები, გინეკოლოგიური, კანის, ონკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ცხელება, ვირუსი, ინფექციური ანთება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები გაწუხებთ, ცხელი შეფუთვების კურსი არ ჩაიტაროთ. ასევე რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ასეთი პროცედურებისგან ორსულობის ან მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

10. საშუალება აბაზანის მისაღებად

მდოგვი ეფექტურია არამხოლოდ ფეხებისთვის, არამედ მთელი სხეულისთვისაც. იგი გეხმარებათ მოდუნებაში, წმენდს ფორებს, გამოდევნის ტოქხინებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. მოაწყვეთ აბანო, დაუმატეთ საყვარელი მარილი ან ქაფის ბომბები და დამატებით ჩაყარეთ 1/2 ფინჯანი მდოგვის ფხვნილი. სწორედ ეს სჭირდება თქვენს სხეულს განტვირთვისთვის!

11. შესაშხურებელი საშუალება

სახნავი მიწის ნაკვეთზე მდოგვის გარეშე ვერაფერს გახდებით. სუნელი უკიდურესად ნეგატიურად მოქმედებს ბუგრებზე, ჩრჩილზე, ვაშლის ჩრჩილზე, ლოქორებსა და ხერხიებზე. შესასხურებელი საშუალების მომზადება საკმაოდ მარტივია: 10 ლ წყალზე 100 გრ მდოგვის ფხვნილი დაგჭირდებათ. ხსნარი ერთი დღის განმავლობაში უნდა დააყენოთ და შემდეგ შეძლებთ ამ საშუალებით მცენარეების დამუშავებას.

12. ნიადაგის სასუქი

მდოგვის მეშვეობით, შეგიძლიათ მოამზადოთ ნიადაგი კიტრების, ბადრიჯნის, პომიდვრის, წიწაკისა და სხვა კულტურების დარგვამდე. დაახლოებით ერთ თვეში, ერთ საათსი მიწის ნაკვეთზე მდოგვის თესლი დარგეთ. 3 კვირის შემდეგ კი გადაჭერით და ღეროები დააფქვიეთ, მასა ნიადაგზე მიმოყარეთ, მოთოხნეთ ბოსტანი და კარგად მორწყეთ. ერთი კვირის შემდეგ მიწის ნაკვეთი ბოსტნეულის დასარგავად მზად იქნება. სასუქიან ნიადაგში აღარც სარეველები იქნება და არც მწერები.