ორგანიზების 10 ხრიკი ბევრი ტანსაცმლის მქონე ადამიანებისთვის

მათთვის, ვისაც უყვარს მოდურად და მრავალფეროვნად ჩაცმა, ყოველთვის დიდი პრობლემაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოწესრიგება. დღეს გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ არეულობის ალაგებასა და ტანსაცმლის ორგანიზებაში.

1. გააორმაგეთ საკიდები

გამოიყენეთ მეტალის ქილების სახურავები საკიდებზე საკიდების ჩამოსაკიდებლად

2. შეიძინეთ (ან თავად დაამზადეთ) გამყოფები

დაალაგეთ უჯრები გამართული სისტემით გამყოფების დახმარებით. გაყავით აქსესუარები ფერების მიხედვით.

3. გამოიყენეთ აბაზანის ფარდის საკიდები შარფების ჩამოსაკიდად

მიანიჭეთ თქვენს ფერად აქსესუარებს სათითაო საკიდი და ასე მათ უფრო მარტივად აირჩევთ. იგივე ხრიკი მუშაობს ქამრებზე და ჰალსტუხებზეც.

4. დაკეცეთ და ჩაალაგეთ მაისურები ვერტიკალურად

ამის დახმარებით უჯრაში უფრო მეტ მაისურს ჩაატევთ და მათ არჩევაშიც ნაკლებ დროს დაკარგავთ.

5. გამოიყენეთ უფრო ჭკვიანური საკიდები

ასეთი საკიდები ქამრებისთვისაა, თუმცა მასზე თქვენ მთელი საცვლების კოლექციაც კი შეგიძლიათ განათავსოთ და ასე დაზოგოთ კარადის სივრცე.

6. დაამატეთ ძელები

საკიდების ძელი ერთზე მეტი შეიძლება იყოს. მაღალ კარადაში სამ ასეთ ჯოხსაც კი მოათავსებთ, ზოგჯერ ოდნავ დაბლა, მოკლე სამოსის ჩამოსაკიდად.

7. შეინახეთ დიდი ზომის ნივთები ფეხსაცმლის თაროებზე

ჯინსის შორტები ან სქელი ჯემპრები უჯრაში დიდ ადგილს იკავებს. ამიტომ სჯობს ისინი დაახვიოთ ერთ ზოლად და ფეხსაცმელებისთვის განკუთვნილ თაროებში შეაწყოთ.

8. დაამატეთ სათავსო გარდერობის ზედა ნაწილში

თუ ჩვეულებრივი საკიდის ზემოთ ასეთ სათავსოს მოაწყობთ, მაშინ არასეზონურ სამოსს მარტივად შეინახავთ შესაფერის ადგილას.

9. ჩამოკიდეთ შორტები ცალცალკე

ერთად დაკეცვის მაგივრად ჩამოკიდეთ შორტები საკუთარი საკიდებით ცალცალკე ფარდის საკიდებით ზაფხულის პერიოდში. თბილ სეზონებში საკიდებზე ჩამოკიდებული შორტები შეგიძლიათ შარვლებით ჩაანაცვლოთ.

10. მიაკარით ყველაფერს ეტიკეტი

ასე სასურველი ნივთების ძიებაში ბევრად ნაკლებ დროს დახარჯავთ და ასევე მათი დალაგების პროცესიც უფრო მარტივი იქნება, რადგან გეცოდინებათ რომელი ნივთი რომელ ყუთში უნდა მოათავსოთ ზედმეტი დაფიქრების გარეშე.

რომელი ხრიკი მოგეწონათ ყველაზე მეტად? თქვენ როგორ ახერხებთ ბევრი ტანსაცმლის მოწესრიგებას?