რატომ უნდა ჩაყაროთ სარეცხი ფხვნილი მტვერსასრუტში

იცოდით რომ სარეცხ ფხვნილს შეგიძლიათ სხვა გამოყენებაც მოუძებნოთ? ეს ხრიკი ყველა დიასახლისს დაეხმარება სახლში კომფორტი და სისუფთავე შეინარჩუნოს. განსაკუთრებით მათ, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს.

მტვერსასრუტი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. ის საგულდაგულოდ წმენდს მტვერს. ყველამ იცის როგორ მუშაობს ის: ისრუტავს ჭუჭყს სპეციალურ ჭურჭელში. ჰაერი, რომელიც მასში შედის, ფილტრის მეშვეობით ისევ ოთახს უბრუნდება. ხშირად მასში შესაძლოა მტვრის სუნი იდგას. ამას რომ თავი დავაღწიოთ, რეგულარულად უნდა გავწმინდოთ კონტეინერი მტვრისგან. მაგრამ, სამწუხაროდ სურნელისგან სრული გათავისუფლება ვერ ხდება.

კარგი სიახლეა, რომ ფხვნილი ამ სურნელის გაქრობაში გვეხმარება. თუ მას ყოველ ჯერზე დაამატებთ მტვერსასრუტში, არანაირი პრობლემა აღარ გექნებათ. ამ მეთოდის დახმარებით მოახდენთ სრულფასოვან დალაგებას, აღარ დარჩება არც მტვერი, არც სურნელი.

ჩაყარეთ ის მტვერსასრუტის სპეციალურ ჯამში. საკმარისია 2-3 ს.კ. ფხვნილი. დასუფთავების შემდეგ ჰაერი სასიამოვნო არომატით გაჯერდება.

მათთვის, ვისაც ექსპერიმენტები უყვარს, დაუმატეთ ფხვნილს საყვარელ სუნამოში ჩამბალი რამდენიმე ბამბის ტამპონი. ასე უფრო სურნელოვან ჰაერს მიიღებთ. დაე თქვენი სახლი მუდამ ბრწყინავდეს!