როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ნათურა სახლისთვის

განათებას შეუძლია ოთახის ატმოსფეროს შეცვლად და თქვენ ხასიათზე ზემოქმედება. სწორედ მათი დახმარებით ვახერხებთ ყოველდღიურად სახლში სხვადასხვა აქტივობების შესრულებას. ამიტომაა მნიშვნელოვანი მათი ტიპების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება თქვენთვის სწორი ნათურის ასარჩევად:

მოვარვარე ნათურა

ენერგიის მხარჯველად ცნობილი ნათურები ტრადიციულად მოკლე მუშაობის ვადით გამოირჩევიან. თუმცა ისინი ძალიან იაფია და თბილი შუქის გამოსხივებასთან ერთად ასევე წამიერად ინთება.

კომპაქტური მოელვარე ნათურები

ნათურის ეს ტიპი ცოტაოდენ ვერცხლისწყალს შეიცავს და პოპულარულია, რადგან წინა ტიპის ნათურასთან შედარებით 75 პროცენტით ნაკლებ ენერგიას წვავს. ისინი საუკეთესოა ისეთი სივრცეებისთვის, რომლის განათებაც გამუდმებითაა საჭირო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამიტომ შეხვდებით მათ აეროპორტებში და საავადმყოფოებში.

LED ნათურები

თუკი გამძლე ნათურებს ეძებთ, რომლების შეცვლაც დიდი ხნის განმავლობაში არ მოგიწევთ, მაშინ ამ ტიპის ნათურები სწორედ თქვენთვისაა. მსუბუქ შუქთან ერთად ეს ნათურები მინიმუმ ერთი დეკადის განმავლობაში იმუშავებენ შეფერხების გარეშე და ამიტომ საუკეთესო არჩევანს წარმოადგენენ ძნელად მისაწვდომ ადგილებში დასაყენებლად. თანაც, ასეთი ტიპის ნათურებს სხვადასხვა ფერის ვარიანტებიც გააჩნიათ, რის გამოც ისინი იდეალური არჩევანია ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად.

ჰალოგენური ნათურები

ჰალოგენური ნათურები ინკანდესენტური ნათურების უკეთეს ვარიანტს წარმოადგენს. ნატურალური შუქის ეფექტის ქონასთან ერთად ისინი ასევე ინკანდესენტურ ნათურებზე 25 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. ამიტომ მათი დაყენება სააბაზანოებში და დერეფნებში, ანუ ისეთ არეებში სადაც შუქი ხშირად ქვრება და ინთება, იდეალური გამოსავალია. ასეთი ნათურები როგორც წესი 3 წელი შეუფერხებლად მუშაობენ.