11 ხრიკი, რომლებიც სამზარეულოს ერთი ხელის მოსმით გააპრიალებს

სამზარეულოში ყველაზე უფრო მეტი ბაქტერია გროვდება სახლის სხვა ნაწილებთან სედარებით. ამ ბაქტერიებს უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, რის გამოც სამზარეულოს ეფექტურად გასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანია მთელო ოჯახის ჯანმრთელობისთვის. ეს ჭკვიანური ხრიკები სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

1. გამწოვის გაწმენდა

  • მოხსენით ცხიმიანი ზედაპირი და ჩადეთ რკინის ჯამში ჩასხმულ მდუღარე წყალში.
  • დაუმატეთ 1/4 ჭიქა საცხობი სოდა.
  • დატოვეთ შიგნით იქამდე, სანამ მას ცხიმი თავისით არ მოშორდება.

2. სამზარეულოს ფილების განახლება

  • წაუსვით საცხობი სოდა ფილებს.
  • გაავსეთ სპრეის ბოთლი ძმარით და მიასხით სოდას ზევიდან.
  • დააცადეთ რამდენიმე წუთი.
  • ჩამოწმინდეთ ჭუჭყი მშრალი ნაჭრით.

3. მიმწვარი ტაფების გაპრიალება

  • ჩაასხით ტაფაში ზედაპირის დასაფარად საკმარისი წყალი.
  • დაამატეთ რამდენიმე წვეთი ძმარი.
  • დადგით გაზზე და მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე.
  • გადმოიღეთ გაზიდან და დაუმატეთ საცხობი სოდა.
  • გადმოასხით ტაფის შიგთავსი და დაიწყეთ მისი ხეხვა.

4. სამზარეულოს ღრუბლის დეზინფექცია

  • ღრუბელის დასალბობად, მასში ჩამჯდარი ჭუჭყისა და ცხიმების მოსაშორებლად და ბაქტერიის მოსაკლავად შეგიძლიათ მიკროტალღური ღუმელი გამოიყენოთ.
  • შედგით ღუმელში ერთი ჭიქა წყალი და შედევით ღრუბელი მასთან ერთად რამდენიმე წუთით.
  • ამის შემდეგ შეგიძლიათ ღრუბელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადოთ ჭურჭელთან ერთად მისი სუნის გასაქრობად.

5. მეტალის შემრევზე ნადების მოშორება

საცხობი სოდის პასტა ( მიიღება წყლის და ძმრის ნაზავში სოდის დამატებით).
დაფარეთ ამ მასით პირსაბანის ზედაპირი და გახეხეთ უხეში ღრუბელით.

6. ცხიმის წვეთების მოშორება

დაფარეთ დასვრილი ზედაპირი საპნის და სოდის ნაზავით.
დაასხით მას ცხელი წყალი და დატოვეთ ასე 15 წუთით..
გადაუსვით მას ალუმინის ქაღალდი და იგი მარტივად გაიწმინდება

7. ძნელად მისაწვდომი წერტილების გაწმენდა

ამისათვის ყველაზე მარტივი საშუალების გამოყენება სრულიად უფასოა. აიღეთ სველი პირსახოცი და შემოახვიეთ იგი კარაქის დანას. შემდეგ შეასხით ჭუჭყიან წერტილებს საწმენდი საშუალებები და გახეხეთ მომზადებული დანით ისინი.

8. გაზქურის ზედაპირის წმენდა შეხების გარეშე

აიღეთ დასალუქი პარკები და აავსეთ ისინი 1/4 ჭიქა ამიაკით
ჩადევით მასში გაზქურის თავი და შეკარით პარკი
ნუ ჩაყრით ბევრ ამიაკს, მისი ორთქლია გამწმინდავი და არა მისი მასა
დატოვეთ ასე მთელი ღამის განმავლობაში.
დილას ჩამოწმინდეთ ზედმეტი ნარჩენები სველი პირსახოცით

9. ონკანის გაპრიალება

  • აიღეთ შესაკრავი პოლიეთილენის პარკი.
  • წაუსვით ონკანის ზედაპირს სოდისა და ძმრის ნარევი.
  • შემოახვიეთ პარკი ონკანს და შეკარით მისი თავი რეზინით.
  • დააცადეთ 1 საათი პარკის მოხსნამდე. შემდეგ ჩამოაცალეთ დარბილებული ჭუჭყი კბილის ჯაგრისით მარტივად.

10. მტვრის გადაწმენდა

ნარჩენების აღება თუ გირთულდებათ ცოცხით, წაუსვით დანაგვიანებულ ადგილს სველი ხელსახოცები ან საბავშვო ხელსახოცები. მათი საშუალებით მტვერსაც აიღებთ და ადგილსაც მოაპრიალებთ.

11. მაცივრის გაწმენდა

  • შედევით კარტოფილის ქერქი მაცივარში.
  • მოათავსეთ თაროებზე ნახევარი ფორთოხალი ან ლიმონი და ჩაარჭეთ მასში მიხაკის ფოთლები.
  • აიღეთ ბამბის ბურთი და ჩაალბეთ ვანილის ექსტრაქტში, შემდეგ კი შედევით მაცივარში ჯამით.
  • სუნის გასაქრობად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირიც.

თქვენ გაქვთ ხრიკები სწრაფი დალაგებისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება!