8 სიახლე ინტერნეტ-მაღაზიებიდან: ეს მოწყობილობები თქვენს სამზარეულოს სრულყოფს

სამზარეულოს კომფორტულს და მყუდროს ხდის არა მხოლოდ ფუნქციონალური, ლამაზი ავეჯი და თანამედროვე ტექნიკა, არამედ სხვადასხვა აქსესუარები, რომლებიც ცხოვრებას და კერძების მომზადებას ამარტივებს. ასეთი პროდუქციის ასორტიმენტი ძალიან ფართოა, ხოლო განსაკუთრებით მდიდარ არჩევანს გვთავაზობს გლობალური სავაჭრო პლატფორმა AliExpress. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გაეცნოთ მარტივი, მაგრამ გამოსადეგი წვრილმანების ნაკრებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ რუტინას.

1. სამზარეულოს მაშა სილიკონის სახელურებით

სამზარეულოს მაშა ძალიან სასარგებლო წვრილმანია, რომელსაც ბევრი დიასახლისი სათანადოდ ვერ აფასებს და მის ნაცვლად ნიჩაბს ან ჩანგალს იყენებს. მაგრამ ეს ყველაზე პრაქტიკული ვარიანტი არ არის, რადგან ხშირად, პროდუქტის სწრაფად და აკურატულად გადასაბრუნებლად, კიდევ ერთი დანის ან ჩანგლის დახმარება გვიწევს. ამ მიზნებისთვის, გაცილებით მოსახერხებელია სამზარეულოს მაშების გამოყენება სილიკონის სახელურებით. აქსესუარი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და საკმარისად მჭიდროდ იკავებს პროდუქტს. მაშების ერგონომიკა მცირე დეტალებამდეა გააზრებული: მათ კომფორტულად დაიჭერთ ხელში, ამ ინსტრუმენტს აქვს ფიქსატორი, რითაც კომპაქტურად შეინახავთ მას. და სილიკონის სახელურების წყალობით აქსესუარი ნებისმიერ ჭურჭელზე შეგიძლიათ გამოიყენოთ – ის არ კაწრავს საფარს, და მიწვის საწინააღმდეგო ფენაც მთელი რჩება.

2. სილიკონის კოვზი კერძებისთვის

სილიკონის სამზარეულო კოვზი კიდევ ერთი აქსესუარია, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს უნდა ჰქონდეს. ეს არის ერთ-ერთი “ინსტრუმენტი”, რომელიც კერძების მომზადებისას კომფორტს უზრუნველყოფს. იგი ფოლადის ანალოგისგან ოდნავ უფრო გაფართოებული ზომებით და უფრო გრძელი სახელურით განსხვავდება. ასეთი კოვზით მზადების პროცესში კერძის მორევა გაცილებით მარტივია, ასევე გაგიადვილდებათ ამკოვზით სოუსების დასხმა, თეფშებზე გარნირის გადმოღება. ის საკმარისად მყარია, არ იწვება და ადვილად ირეცხება. და ვინაიდან კოვზი სილიკონისგან არის დამზადებული, იგი სრულიად უსაფრთხოა დელიკატური საფარებისთვის, რომელთა გაკაწრვაც არ შეიძლება.

3. სილიკონის ჩამჩა

ჩამჩის ამოცანაა დაგეხმაროთ თეფშებზე ფრთხილად გადმოიტანოთ პირველი კერძი. გამძლე სილიკონისგან დამზადებული ძალიან პრაქტიკული დამხმარე, კარგად იჭერს ფორმას. მასალა გამძლეა მაღალი ტემპერატურისადმი, და აქსესუარი მშვიდად შეგიძლიათ ჩადოთ მდუღარეში. გარდა ამისა, სილიკონი სიმსუბუქით გამოირჩევა, ამიტომ, ჩამჩა ძალიან მსუბუქია, ხოლო იმის წყალობით, რომ აქსესუარის სახელური არ ცხელდება, მისი ხელში დაჭერა ძალიან კომფორტულია. აქსესუარს ელეგანტური მონახაზი და სასიამოვნო ფერთა გამა აქვს, ამიტომ, იგი ადვილად ჯდება ნებისმიერი სამზარეულოს ესთეტიკაში. საუკეთესო ჩამჩა არის ტეფლონის და სილიკონისგან დამზადებული – ამ ორი მასალისგანდამზადებული აქსესუარი მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ, არ აზიანებს დელიკატურ საფარს, არ შეიწოვს სუნს და ადვილად იწმინდება. მისი სახელურის სიგრძე გამოყენებული ქვაბების სიმაღლეზეა დამოკიდებული.

4. დასაკეცი საწურავი

დასაკეცი საწურავი ნამდვილი აღმოჩენაა პატარა სამზარეულოსთვის. დაკეცილ მდგომარეობაში იგი ძალიან პატარა ადგილს იკავებს, გაშლილი კი ამოცანას ადვილად უმკლავდება. აქსესუარის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია: მას ორი სახელური აქვს გვერდებზე და ადვილად ტრანსფორმირდება ხელის მარტივი მოძრაობებით. საწურავი სილიკონისგან არის დამზადებული, ამიტომ, შესანიშნავად იტანს მაღალ ტემპერატურას, არ იწოვს სუნს, და სითხე კარგად გამოედინება მისგან. მას მდგრადიი კონსტრუქცია აქვს და შეგიძლიათ არ შეგეშინდეთ, რომ იგი მოულოდნელად დაიკეცება გამოყენების პროცესში.

5. სილიკონის ხელთათმანები ბუსუსებით

ჭურჭლის რეცხვისთვის შემქნილმა სილიკონის ხელთათმანებმა ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მიიღეს მომხმარებლებისგან. ისინი გამძლე, წყალგაუმტარი მასალისგან მზადდება და ხანგრძლივი დროით გამოყენების გარანტიას იძლევა. ხელთათმანები მრავალი ბუსუსითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას მოგცემთ ღრუბელის გამოყენების გარეშე თეფშს, ფინჯანს და ნებისმიერ ჭურჭელს მარტივად მოაშოროთ ლაქები. გარდა ამისა, ამ ხელთათმანებით ძალიან მოსახერხებელია ხილისა და ბოსნტეულის რეცხვა, რბილი ავეჯიდან შინაური ცხოველის ბეწვის მოშორება, აბაზანის გაწმენდა, ნიჟარისა და სხვა ზედაპირების წმენდაც. ეს მართლაც მრავალფუნქციური აქსესუარია, რომელიც შეგიმსუბუქებთ სახლში რუტინულ მოქმედებებს და საიმედოდ დაიცავს თქვენს ხელებს წყლისა და სარეცხი საშუალებებისგან.

6. მიკროფიბერის ღრუბელი

ქაფისებური ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები ყველაზე იაფი, მაგრამ ამავე დროს ხანმოკლედ გამოყენებადი ვარიანტია. მაგრამ მისი ღირსეული ალტერნატივა არსებობს – მიკროფიბერის პროდუქტი. მას ოვალური ფორმა აქვს და გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელია. ისევე როგორც ჩვეულებრივ ღრუბლებს, ერთი მხარე მასაც რბილი აქვს, მეორეს კი უფრო უხეში ზედაპირი აქვს. ეს მას უნივერსალურ აქსესუარად აქცევს – მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოაშოროთ სხვადასხვა დაბინძურება ნებისმიერი ზედაპირიდან. ამასთან, მიკროფიბერი აგროვებს, მაგრამ არ ავრცელებს ტენსა და ცხიმს, ხოლო მყარი მხარე კი არ კარგავს თავის თვისებებს გამოყენების პროცესში, ტრადიციული ქაფის პროდუქტისგან  განსხვავებით.

7. ღრუბლის დამჭერი

ნიჟარის გვერდით დადებული ღრუბელი ძალიან ულამაზოდ გამოიყურება, მაგრამ უბრალო დამჭერი დაუყოვნებლივ აუმჯობესებს სამზარეულოს ესთეტიკურ მხარეს. ლაკონური დიზაინი აქსესუარს საკმაოდ მოდურს ხდის, მისი მიწებება კი ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი, მას ნიჟარაშიც კი “დამალავთ”. მთავარია, რომ ზედაპირი გლუვი იყოს, რადგან ის რელიეფურ ზედაპირზე ვერ დამაგრდება. დამჭერის კონსტრუქცია რაც შეიძლება ღიადაა შესრულებული, რათა წყალი ღრუბლისგან შეუფერხებლად გადაიწუროს, ამიტომ ღრუბელში სისველე აღარ დარჩება და სწრაფად გაშრება.

8. ორგანაიზერები მოსახსნელი გამყოფებით

ორგანაიზერები მოსახსნელი გამყოფებით იმით არის მოსახერხებელი, რომ დანაყოფების ზომების რეგულირებაა შესაძლებელი. ეს საშუალებას გაძლევთ ყველაზე რაციონალურად განალაგოთ გამოსაწევი ყუთის სივრცე, რათა მასში მცირე ზომის აქსესუარები შეინახოთ. ასეთი ორგანაიზერები უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ჩვეულებრივი დანაჩანგლის კონტეინერები და შესანიშნავია სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად. გარდა ამისა, ისინი სასარგებლოა არა მხოლოდ სამზარეულოში, ნებისმიერი სხვა ნივთების შენახვის ორგანიზებისთვისაც.