ცნობილი მუსიკოსი რომელიც თავის სფეროში უამრავი რეკორდით გამოირჩევა, ყოველწლიურად ფესტივალებზე საკმაოდ მკვეთრი და ფერადი ვიზუალით იწონებს თავს. თუმცა, მისი მდიდრული ქონების ინტერიერი სრულიად განსხვავებული ხასიათის ატმოსფეროთია გაფორმებული.

დახვეწილი თეატრალური ასპექტებითა და მინიმალისტური, იაპონური კულტურის გავლენის მქონე ინტერიერი ცნობილი ხელოვანის სასახლეს მართლაც საოცნებო სივრცედ აქცევს. აღნიშნული ქონება კოლუმბიაში, ლანოგრანდეს რეგიონში მდებარეობს, ქალაქიდან 30 წუთის დაშორებით. მისი დათვალიერებისას დეკორაციებითა და ინტერიერის ელემენტებით წარმოჩენილი პოეზიისა და სიმარტივის იდეალური შერწყმა თითოეულ სტუმარს აღაფრთოვანებს. შეაფასეთ ბალვინის გემოვნებით მოწყობილი დასასვენებელი ვილა:

სახლის შიდა ტერასით აუზთან გადიხართ, რომელიც ერთი დონით დაბლა მდებარე აუზს უერთდება. მეორე აუზის ირგვლივ მოწყობილია სასადილო, ლაუნჯის და დასასვენებელი ზონები.

როგორ მოგწონთ ინტერიერი? რას განახორციელებდით თქვენს სახლში?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი