სილვესტერ სტალონემ უძრავი ქონების ბაზარზე გაკეთებული უკანასკნელი აქტივობის შედეგად გარკვეული თანხა დაკარგა. ეს იმან გამოიწვია, რომ მან საკუთარი საზაფხულო ვილა, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, 3.15 მილიონ დოლარად გაყიდა.

აღნიშნული უძრავი ქონების საყიდლად მან ერთი დეკადით ადრე 4.5 მილიონი დოლარი გადაიხადა. სტალონემ ოთხ საძინებლის და 5 აბაზანის მქონე ვილა ყიდვიდან უკვე 1 წელიწადში გამოიტანა გასაყიდ ბაზარზე, ხოლო 2014 წელს მის გასაყიდ ფასად 3.63 მილიონი დოლარი დაასახელა. თუმცა, იგი წელს 3.35 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ექსკლუზიური მედისონის კლუბის დასახლებაში მდებარე გიგანტური სასახლე ხმელთაშუაზღვის სტილის ინტერიერით გამოირჩევა, მაღალ ჭერთან და თაღოვან კარებებთან ერთად. შავი ხის იატაკით გაფორმებული სახლი მარმარილოთი მოწყობილი ბუხრით და ანტიკური ჭაღებითაც იწონებს თავს საკმაოდ დიდ სივრცეებთან შეთავსებით.

აღნიშნულ დასახლებაში ამ ბინის მეზობლების სია ისეთი ცნობილი ადამიანებისგან შედგება, როგორიცაა მაგალითად კაილი ჯენერი, სინდი კროუფორდი, კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი