არიანა გრანდემ 510 კვ/მ ფართობის მქონე ტუდორის სტილის სახლი შეიძინა 6.75 მილიონ დოლარად. ეს მან ჰოლივუდში მდებარე 13.7 მილიონად შეფასებული სასახლის ყიდვიდან 1 თვის შემდეგ განახორციელა. პოპვარსკვლავის ახალი შენაძენის ყოფილი პატრონები ელენ დეჯენერესი და მისი მეუღლე გახლდათ.

შენობის ორი განსხვავებული სექცია შუშის დახურული სივრცითაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომელიც სავსეა სენსიტიური და ორიგინალური მცენარეებით. სახლი ისეთი ძველი ბრიტანული ელემენტებით გამოირჩევა, როგორიცაა ანტიკური ფანჯრების მქონე ბიბლიოთეკა და თაღოვანი სამზარეულოს ჭერი. ორი აბაზანის და ორი საძინებლის მქონე სახლს ასევე ღია ბუხარიც ამშვენებს. მდიდრული ქონება ასევე გაფორმებულია ორი უმაღლესი ხარისხის სამზარეულოთი, რომლებშიც შუშის ფასადის მქონე მაცივრებია განთავსებული.

სახლის სხვა ღირსშესანიშნავი ასპექტების ჩამონათვალში შედის სამუშაო სივრცე, ფართო სარდაფი, სავარჯიშო დარბაზი და სამი ავტომანქანის დასაყენებელი ავტოფარეხი. შენობის ირგვლივ ულამაზესი ბაღებია გაშენებული, რომლებსაც ლამაზი ქვის ბილიკები აფორმებს. ამ სახლის გაყიდვის მიუხედავად ელენ დეჯენერესი და მისი მეუღლე კვლავ მონტესიტოში აგრძელებენ ცხოვრებას, რადგან ამ არეში მეორე, 27 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეს ფლობენ, რომელიც მათ 2019 წელს იყიდეს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი