ექსპერტებმა 2020 წლის 9 საუკეთესო სარეცხი საშუალება დაასახელეს

1. tide-ის ქლორის შემცველი სარეცხი საშუალება

ეს პროდუქტი იდეალურად მუშაობს ცივ და ცხელ წყალშიც. იგი ასევე ფერებისთვის უსაფრთხო გამათეთრებლის შემცველობის წყალობით თეთრ და ფერად სამოსს უფრო მკვეთრ ფერებს ანიჭებს ყოველი გარეცხვის შემდეგ.

2. ProClean Stain Fighter Liquid Laundry Detergent

თუ თქვენ სარეცხი სითხე გირჩევნიათ, მაშინ ეს პროდუქტი იმედებს არ გაგიცრუებთ. იგი საუკეთესოა ლაქების გასაქრობად და ეფექტურია ცივ წყალშიც.

3. 3-in-1 HE Turbo Laundry Detergent Pacs

ამ პროდუქტმა იდეალური ქულები დაიმსახურა ტალახის, შოკოლადის, ცხიმის, ბალახების და მსგავსი ლაქების მოშორების პროცესში ბამბიდან და მსგავსი მასალების ზედაპირიდან. მისი სამმაგი ფორმულა გამასუთავებელ, ლაქების მოსაშორებელ და ფერების დამცავ ასპექტებს შეიცავს.

4 Botanicals Plant-Based Laundry Detergent

ეს პროდუქტი გამორჩეულია მისი მცენარეებზე დაფუძნებული ფორმულის გამო. ტესტირებისას მან წარმატებით გააქრო ჩაის ლაქები სხვა ლაქებთან ერთად და ასევე გამოირჩა მისი სასიამოვნო სურნელით.

5 Ultra Clean Premium Laundry Detergent

ეს პროდუქტი საუკეთესო გამოდგა პოლიესტერის ზედაპირიდან ლაქების მოშორებაში ცივი წყლის გამოყენებით. იგი ასევე ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია ჩაის ლაქების და სხვა რთული პრობლემების მოშორებაში ბამბის და პოლიესტერის ნაჭრებიდან.

6 Laundry Detergent Packs

ამ პროდუქტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა ბამბის გარეცხვისას ცხელ წყალში. იგი ერთადერთი პროდუქტი გამოდგა, რომელმაც ზეთი მთლიანად გააქრო ბამბის ნაჭრის ზედაპირიდან. ეს პაკეტები ასევე სურნელის და საღებავის გარეშეა, ამიტომაც სენსიტიური კანის მქონე ადამიანებისთვის იდეალურ არჩევანს წარმოადგენს.

7 Plus Bleach Alternative Liquid Laundry Detergent

თუ პუდრს თხევადი საშუალება გირჩევნიათ, მაშინ ეს საუკეთესო ალტერნატივაა თქვენთვის. მისი ფორმულა არ შეიცავს გამათეთრებლის ინგრედიენტებს, თუმცა მაინც წარმატებით ათეთრებს თეთრ სამოსს და აუმჯობესებს ფერადი ტანსაცმლის ფერებს.

8 Laundry Detergent Packs

ამ პროდუქტმა საუკეთესოდ შეძლო ტესტირებისას ღვინის სხვადასხვა სახეობების ლაქების მოშორება.

9 Liquid Laundry Detergent

კვლევისას გამოცდილი 42 სარეცხი საშუალებიდან ყველაზე კომპეტენტური სწორედ ეს პროდუქტი გამოდგა ყავის და ტალახის ლაქების მოშორებაში პოლიესტერის ზედაპირიდან ცივ წყალში და ბამბის ზედაპირიდან ცივ და ცხელ წყლებში. ჭიქის ზოლები ადვილად შესამჩნევი იყო და პროდუქტის დასხმა დასვრის გარეშე მარტივად იყო შესაძლებელი. ასევე ამ პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შემოსავლების 7 პროცენტს ირანის და ავღანეთის ომში მონაწილე ამერიკელი ვეტერანების დასახმარებელ ფონდში რიცხავს.

თქვენ რომელ საშუალებას იყენებთ და რამდენად ამართლებს იგი თქვენს მოლოდინს?