კანიე უესტმა კიმ კარდაშიანისადმი სიყვარულის გამოსამჟღავნებლად მათი 60 მილიონიანი ვილის სააბაზანო ჯადოსნური ტყის ნაწილად აქცია. მინიმალისტური სტილის ინტერიერი მუსიკოსის დავალებით ფერადი ყვავილების სცენად გადააკეთეს. სახლში მისულმა კიმ კარდაშიანმა სურპრიზის აღმოჩენის შემდეგ უესტის საჩუქარს ვიდეო გადაუღო და ის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ვიდეოში ჩანს ათეულობით განსხავებული მცენარისგან შემდგარი ულამაზესი მწვანე კუთხე, რომელიც ვარდისფერი, იასამნისფერი და მწვანე ფერებით გამოირჩევა.

საჩუქრის გაკეთების მიზეზი პირდაპირ არცერთ ვარსკვლავს არ გაუმჟღავნებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კანიე უესტმა აღნიშნული საჩუქრით კიმ კარდაშიანს მისი კომპანისი წილის 200 მილიონ დოლარად გაყიდვა მიულოცა. საკუთარი კომპანიის 20 პროცენტის გაყიდვით კიმ კარდაშიანის ბიზნესის ღირებულებამ ოფიციალურად მიაღწია 1 მილიარდიან ნიშნულს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი