როგორ ამოვიყვანოთ ყველაზე პრობლემური ლაქები: რამდენიმე ხრიკი

შემთხვევით მაისურის დასვრამ ან დალაქავებამ საკმაოდ დიდი პრობლემები და ფინანსური ხარჯიც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ მუდამ მზად უნდა იყოთ საგანგებო სიტუაციებში ლაქების ჭკვიანური ხერხებით გასაქრობათ, რადგან სარეცხ მანქანაზე ხელი ყოველთვის არ მიგვიწვდება, ხოლო ზოგიერთი ლაქის არიდება კი საკმაოდ ძნელია ხშირ შემთხვევაში. ნახეთ როგორაა შესაძლებელი ყველაზე ცნობილი ტიპის ლაქების გაქრობა:

ტუჩსაცხი – გამოიყენეთ დანა ან კოვზი ზედაპირიდან სოლიდური ნარჩენების მოსაშორებლად, შემდეგ კი გადაწმინდეთ ლაქის ზედაპირი მშრალი ნაჭრით. საცხის ლაქის გასაშრობად და გასაწმენდად ასევე თეთრი პურის ნაჭერიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მელანი – მელანის ლაქის გაჩენისთანავე მასზე უნდა მოასხათ ხელის სადეზინფექციო ხსნარი. ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე ხსნარი ლაქაში ადვილად ჩააღწევს, რის გამოც ასევე გამოგადგებათ ალკოჰოლიანი თმის სპრეიც.

ზეთი – გაამშრალეთ ლაქის ზედაპირი მშრალი საფენით და შემდეგ მოაყარეთ მის ზედაპირზე საცხობი სოდა ან რომელიმე ხელოვნური დამატკბილებელი ფხვნილის სახეობა. დააცადეთ ფხვნილს სისველის შეწოვა და შემდეგ ჩამოწმინდეთ იგი ზედაპირიდან. ეს ლაქის ძირითად ნაწილს მაშინვე მოაშორებს სამოსს.

ჩაი ან ყავა – დაასხით ცივი წყალი ლაქას და შემდეგ მშრალი საფენით გადაწმინდეთ მისი ზედაპირი იქამდე, სანამ მას ყავის ან ჩაის ნარჩენები არ მოშორდება. ასევე გამოგადგებათ სოდა ან სელცერის წყალიც მსგავსი ლაქების გასაწმენდად მაშინ, როდესაც სიტუაციას წყლის დახმარებით ვერ გამოასწორებთ.

ბალახი – შეაზილეთ ლაქას ცოტა რაოდენობით ხელს საპონი თითების დახმარებით და შემდეგ გადარეცხეთ ლაქის ზედაპირი თბილი წყლით. ასევე მსგავს ლაქებს მარტივად მოაშორებთ ლიმონის წვენის დასხმით და მასზე მარილის მოყრით. მსგავსი პროცედურის შემდეგ ლაქა უნდა გადარეცხოთ თბილი წყლით.