9 საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომლებსაც ჩვეულებრივი კეჩუპით გაუმკლავდებითსაკ

კეტჩუპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია სხვადასხვა კერძების გასაუმჯობესებლად. მას თითქმის ყველა სამზარეულოში შეხვდებით. კეტჩუპი არა მხოლოდ აუმოჯბესებს გემოს და მატებს პიკანტურობას კერძის მომზადების დროს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალ საყოფაცხოვრებო საქმეში, დასუფთავებაში, თქვენი და თქვენი შვილების სილამაზეზე ზრუნვაში. ამ ორიგინალური რჩევების ნაკრებით კეტჩუპის გამოყენების სპექტრი აუცილებლად გაფართოვდება.

1. უნივერსალური ინგრედიენტი

მსოფლიოში ეროვნული სამზარეულოს მრავალი ვარიანტი არსებობს და თითქმის ყველა მათგანი იყენებს კეტჩუპს. ვერავის გააოცებთ იმით, რომ ეს სოუსი შესანიშნავად მიდის ხორცისა და თევზის კერძებთან, მაკარონთან და სხვა გარნირთან. თუმცა, კეტჩუპი ასევე გამოიყენება სასმელებისა და ტკბილეულის დასამზადებლადაც. მაგალითად, კანადაში კულინარები თავიანთი ტორტების ცომს კეტჩუპს უმატებენ. არსებობს არა ერთი რეცეპტი, რომელშიც არის ტკბილი ან ცხარე პომიდვრის სოუსი, რომლებიც კოქტეილების ან ღვინის წარმოებისთვის არის განკუთვნილი. ერთ კომპანიას იდეაც კი გაუჩნდა, ეწარმოებინათ ნაყინი კეტჩუპის არომატით, მაგრამ ეს ჩანაფიქრი მასობრივ მომხმარებლამდე ვერ მივიდა.

2. სახის სკრაბი

ბევრი ქალბატონი მაღაზიაში შეძენილ კოსმეტიკურ საშუალებას ნატურალურ პროდუქტს არჩევს. ეფექტური საშინაო სახის სკრაბის დამზადება ჩვეულებრივი ტომატის კეტჩუპის საფუძველზე შეგიძლიათ. მის შესაქმნელად, ერთ ჩაის კოვზ სოუსს სამი კოვზი ორგანული დამატკბობელი უნდა დაუმატოთ და კარგად მოურიოთ. ამის შემდეგ, მიღებული საშუალება შეგიძლიათ წაისვათ კანზე და რბილი მოძრაობებით დაიმასაჟოთ სახის კანი. კეტჩუპი შეიცავს ტკბილ მჟავებს, რომლებიც უსაფრთხო ნაზ პილინგს უზრუნველყოფს, დამატკბობლის მცირე ნაწილაკების დახმარებით კი, ეპიდერმისის მკვდარი კანის უჯრედები ადვილად გშორდებათ სახიდან.

3. ჭურჭლის სარეცხი საშუალება

პომიდვრის კეტჩუპს გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ უნივერსალური საწმენდი საშუალება. იგი შესანიშნავად უმკლავდება სხვადასხვა სახის დაბინძურებას, მაგალითად, ხისტი წყლის ლაქებს ან ცხიმის ნადებს, ყავის ან ჩაის ხშირი მოხმარებისგან გამოწვეულ ნადებს და ა.შ. იგი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ შუშის, კერამიკის ან ფაიფურის ჭურჭლებზე. კეტჩუპი არ აზიანებს ზედაპირს და არ ახდენს გავლენას მასალის თავდაპირველ ფერზე. თუმცა, იმისთვის, რომ ამ პროდუქტმა ნამდვილად იმუშაოს, იგი დიდი რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.

4. კეტჩუპის ტაბლეტი

XIX საუკუნეში ითვლებოდა, რომ კეტჩუპის გამოყენებით, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების განკურნება იყო შესაძლებელი. ამიტომ, 1835 წელს, ოჰაიოელი ამერიკელი ექიმის ჯონ კუკ ბენეტის ინიციატივით, მას ტომატის ტაბლეტების სახით ყიდდნენ კუჭის დარღვევების, დიარეის, ყვითელას სამკურნალოდ. თავიდან, ასეთისაშუალება ძალიან პოპულარული გახდა და სხვა ექიმებმაც გააფართოვეს მისი თერაპიული ეფექტის სპექტრი თავის ტკივილზე, რევმატიზმებზე, გრიპსა და სხვა პათოლოგიებზე. თუმცა, მოგივანებით გაირკვა თაღლითობა, რომ ტომატის ტაბლეტების სახით ყიდდნენ ჩვეულებრივ მომადუნებელ საშუალებებს და უკვე 1840 წელს მათი გაყიდვა შეჩერდა.

5. კიბოს საწინააღმდეგო საშუალება

თაღლითობის სამწუხარო გამოცდილების მიუხედავად, კეტჩუპს მაინც აქვს სასარგებლო ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე. თანამედროვე მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მწიფე პომიდვრებისგან დამზადებული პროდუქტი ყოველგვარი უცხო დანამატის გარეშე, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ამცირებს რამდენიმე სახეობის კიბოს განვითარების რისკს. ეს სასარგებლო ეფექტი განპირობებულია ბუნებრივი ნივთიერებით – ლიკოპენის ანტიოქსიდანტით. იგი ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში ჯანსაღი უჯრედების დაზიანებაში.

6. “სათამაშო” ბავშვებისთვის

კეტჩუპი შეიძლება გამოყენებულ იქნაას არა მხოლოდ რაღაც სასარგებლოსთვის, არამედ სულისთვისაც. მაგალითად, ის შესანიშნავი პროდუქტია ერნატივააა  ბავშვების თითებით სახატავი საღებავების ჩასანაცვლებლად. იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა და მაშინაც კი, თუ ბავშვი მასპირისკენ წაიღებს, საშიში არაფერი მოხდება.

7. სასარგებლო საშუალება თქვენი თმისთვის

კეტჩუპის ნიღაბი არაჩვეულებრივად აღადგენს თმის სიჯანსაღეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ქლორის ან ხნის მავნე ზემოქმედებით გაქვთდაზიანებული. ამ ხრიკის შესამოწმებლად, სუფთა თმაზე სულ ცოტა კეტჩუპი უნდა წაისვათ და ნახევარი საათით გაიჩეროთ. ეს რეცეპტი ჰოლიბუდის ვარსკვლავებმაც კი გამოსცადეს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. ერთ-ერთი მათგანი სიენა მილერი გახლავთ.

8. საშუალება მანქანის გასაწმენდად

ცნობილ ტომატის სოუსს შეუძლია დაუბრუნოს ბზინვარება სხვადასხვა ლითონს. იგი შეგიზლიათ გამოიყენოთ ვერცხლის გასაწმენდად, ასევე ამ პროდუქტით გაწმინდოთ საბურავების დისკები. ნებისმიერი ლითონიდან ნადების მოსაშორებლად, წაუსვით ცოტაოდენი კეტჩუპი რბილ ქსოვილს და ზედაპირებზე გადაატარეთ. ამის შემდეგ, სუფთა წყლით ჩამორეცხეთ. სხვათა შორის, კეტჩუპი შესანიშნავად უმკლავდება ჟანგსაც კი.

9. შამპუნის შემცვლელი

თუ ცხოველის შამპუნი მოულოდნელად გაგითავდათ, საყვარელი შინაური ცხოველი კი ძალიან ჭუჭყიანია, კეტჩუპი გიშველით. იგი შესანიშნავი ალტერნატივაა აბაზანის პროცედურებისთვის. თუმცა, სოუსი მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს და არ შეიცავდეს სანელებლებს.