ბრიტანელმა მილიონერმა მარტოხელა დედებს 4-მილიონიანი სახლი აჩუქა

რიკ სტივსი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მილიონერია მსოფლიოში. ამ მწერალმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობას მიუძღვნა. სტივსი მართავს საიტს მოგზაურებისთვის და აწყობს ეგზოტიკურ ტურისტულ ტურებს. ათწლეულების განმავლობაში მძიმე შრომით, სტივმა მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. სურვილის შემთხვევაში, მას შეეძლო ცხოვრების ბოლომდე დაესვენა საკუთარ იახტაზე, დამტკბარიყო საკოლექციო ღვინითა და ტროპიკული მზით. ამის ნაცვლად კი, ამ არაჩვეულებრივმა მილიონერმა უსახლკაროებისთვის სახლი ააშენა!

სამეფო საჩუქარი

“ახლა ამბობენ, რომ რაც უფრო მეტს ხარჯავ, მით უფრო ბედნიერი ხარ. მე კი ამას არ ვეთანხმები!” – ამბობს სტივი. მილიონერის აზრით, ადამიანები უნდა დაეხმარონ მათ, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა. სწორედ ამას აკეთებს რიკი ახლა.

ჯერ კიდევ 2015 წელს მწერალმა “Trinity Palace”-ის საცხოვრებელი კომპლექსი იყიდა, რომელშიც 4 მლნ დოლარი დახარჯა. საქველმოქმედო ორგანიზაცია Rotary International-თან ერთად სტივსმა შენობა მოაწესრიგა. შემდეგ კი შენობა მსოფლიოს ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანულ ორგანიზაციას შესწირა!

სახლი უსახლკარო ქალებისთვის რიკ სტივსისგან

ახლა ყოფილ ელიტურ კომპლექსში 24 ადამიანი ბინადრობს. აქ ძირითადად მარტოხელა დედები ცხოვრობენ. შენობის ზოგიერთი ამჟამინდელი მაცხოვრებელი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში ცხზოვრობდა. უიღბლო ქალებს ღია ცის ქვეშ ეძინათ და მოწყალებას ითხოვდნენ!

ახლა ეს საბრალოები თანდათან უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. საქველმოქმედო ორგანიზაციამ ეს ქალბატონები უფასო საცხოვრებლით უზრუნველყო, ისინი სარეაბილიტაციო პროგრამებს გადიან და მომავლის იმედი აქვთ. ბავშვები კი ცვლილებებით ძალიან  ბედნიერები არიან! ყოფილ უსახლკაროებს საბოლოოდ გამოუჩნდათ უკეთესად ცხოვრების შანსი.

ეს ქალბატონები ასეთ კარგ გარემოში ვერ იცხოვრებდნენ, რომ არა რიკი. თავად მილიონერი ბედნიერებისგან ანათებს, როდესაც უყურებს, რამდენად ბედნიერები არიან ყველაფერს მოკლებული ადამიანები მისი სიკეთის წყალობით. სტივსი არ აპირებს ქველმოქმედებაზე თავის დანებებას და იმედოვნებს, რომ საკუთარი მაგალითით ის სხვა მილიონერებსაც გაუჩენს სიკეთის კეთების სურვილს!