რუსეთის პრეზიდენტების პირადი ცხოვრება და საკუთრებები გასაიდუმლოებულია, მაგრამ მედიაში გარკვეული ინორმაცია მაინც არსებობს.

ვლადიმერ პუტინის უძრავი ქონება

ვლადიმერ პუტინის პირველი სამსახურის ბინა მოსკოვში, შემდეგ მისამართზე მდებარეობს: ადემიკოსი ზელენსკის ქუჩა, სახლი N6. ბინის ნომერი გახმაურებულიარ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ოთხოთახიანი აპარტამენტის ფართობი 157 მ2-ს შეადგენდა. სწორედ ამ მისამართზეა რეგისტრირებული პრეზიდენტი, თუმცა ფაქტობრივად იქ იგი დიდი ხანია აღარ ცხოვრობს.

2000-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტი მოსკოვში ოდინცოვსკის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად. დღესდღეობით, ვლადიმერ პუტინის მთავარ სსაცხოვრებელ რეზიდენციად ნოვო-ოგარიოვში მდებარე რეზიდენცია ითვლება. რეზიდენცია ექვსმეტრიანი ღობით არის გარშემორტყმული, ტერიტორია სერიოზულად არის დაცული. ფოტოს გადაღება კი მხოლოდ ოფიციალური ღონისძიებების დროს არის დასაშვები.

რეზიდენციაში განთავსებულია გერმანულ სტილში გადაწყვეტილი საჯინიბო, საცურაო აუზი, სპორტდარბაზი, საცხოვრებელი კორპუსი, სახლი ოფიციალური მიღებებისთვის, სასტუმრო სახლი კინოთეატრის დარბაზით, ვერტმფრენის სადგომი. ტერიტორიაზე არის სათბურები და საბაზიერო. იქ ექსკურსიები არ ტარდება. რეზიდენცია ოფიციალურად დარჩება ვლადიმერ პუტინს და მის ოჯახს მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტობიდან გადადგება.

საინტერესოა, რომ 2016 წლის მარტში “რადიო თავისუფლებამ” აღნიშნა, რომ პუტინის ღობის მეზობლად ცხოვრობს 20 ხნიერი ოჯახი, რომლებიც მე-19 საუკუნეში აშენებული საჯინიბოს შენობაში ცხოვრობენ. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია: იატაკის ნაცვლად ხის დაფებია გამოყენებული, რომლებიც პირდაპირ მიწაზეა დაგებული ფუნდამენტის გარეშე, გამურული ჭერი პატარა ნესტიან ოთახებში, ნესტიანი კედლებიდან აქერცლილი ბათქაში და შპალერი. მათი განახლების პირობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიდო.

პუტინის სხვა რეზიდენციები

პუტინის სხვა რეზიდენციებზე ჭორები დადის. ამბობენ, რომ ისინი 20-ზე მეტია.

მაგრამ ქვემოთ მოცემულია რეზიდენციები, რომლებსაც პრეზიდენტი ხშირად სტუმრობს.

ბოჩაროვ რუჩეი

ეს კომპლექსი ქალაქ სოჭის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს და მოიცავს ორსართულიან ვილას, პრემიერ მინისტრის დასასვენებელ სახლს და სასტუმრო კოტეჯებს. 40 ჰექტარის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია დიდი ხილის ბაღი, სპორტკომპლექსი, ბასეინი, პრეს-ცენტრი და მრავალი სხვა. აქ პრეზიდენტები ხშირად ხვდებიან მაღალირანგის სტუმრებს. ასევე დადის ჭორები, რომ რეზიდენციის გვერდით პლაჟების კომპლექსი მოეწყობა აუზებითა და სპა-ზონებით.

დოლგიე ბორადა (ვალდაი, ტბა უჟინი)

რეზიდენცია ნოვგოროდის რეგიონში, ქალაქ ვალდაისთან მდებარეობს. რეზიდენცია 930 ჰექტარზეა განლაგებული –  იგი ძირითადად ზაფხულში გამოიყენება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი