სად და როგორ ცხოვრობს ფილიპ კირკოროვი

რა ვიცით რუსული ესტრადის მეფეზე, ფილიპ ბედროსოვიჩ კირკოროვზე? სინამდვილეში, საკმაოდ ბევრი რამ – ეს საზოგადო მოღვაწე თითქმის არასდროს უჩინარდება, ძალიან უყვარს ყურადღების მიქცევა ეპატაჟური გამოსვლებით (ან უცნაური და კაშკაშა სამოსით) და ხშირად გვიზიარებს პირადი ცხოვრების დეტალებს.

ამიტომ, ისეთი ფაქტები, როგორიც მომღერლის სახლის ადგილმდებარეობა და მისი ხასიათია, ჩვენთვის კარგად ნაცნობია. მოკლედ, სახლი არასწორად არის ნათქვამი, რადგან მეფე ფილიპი სასახლეში ცხოვრობს, ფილიპ ბედროსოვიჩი კი ერთდროულად რამდენიმე სასახლეში.

მოსკოვის ბინები

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ ბედროსოვიჩი ბულგარეთში დაიბადა, მან მთელი ბავშვობა მოსკოვში გაატარა. მომღერალი N413 სკოლაში სწავლობდა ბერნიკოვსკაიას სანაპიროზე (ახლა ის 1685 ნომერს ატარებს), და ცხოვრობდა ზემლიანომ ვალუზე თავის “ოჯახურ ბუდეში”.

ფილიპის მამაც ასევე ცნობილი მომღერალი იყო. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თუ კირკოროვის მონაყოლების მიხედვით ვიმსჯელებთ, ის სკოლაში არაპოპულარული იყო, შეიძლება ითქვას, რომ მას რთული ბავშვობაჰქონდა. ფილიპი თავიდანვე იყო მიჩვეული საუკეთესოს, ნაკლებს არასდროს ჯერდებოდა. ძალიან გვიან, უკვე კირკოროვისა და ალა პუგაჩოვას ქორწილის შემდეგ, მან ეს ბინა რამდენიმე მეზობელ ბინასთან შეაერთა.

მაგრამ კირკოროვს დედაქალაქში კიდევ ერთი ბინა აქვს, რომელიც მან უკვე ცნობიერ ასაკში შეიძინა. ეს არტისტის ცხოვრების არც თუ ისე სახარბიელო პერიოდში მოხდა – ზუსტად მაშინ, როდესაც იგი მეუღლეს, ალა პუგაჩოვას გაშორდა. საცხოვრებელი ადგილი შემთხვევით არ შეირჩა – კირკოროვის სასურველი ბინა ფილიპოვსკის შესახვევზე მდებარეობდა (მას წმინდა მოციქულის ფილიპეს სახელი დაარქვეს).

სხვათა შორის, კირკოროვმა ზემლიანო ვალზე მდებარე ძველი ბინაც თავისთვის დაიტოვა. შეიძლება იფიქროთ, რომ მასზე უარის თქმაში ფილიპს ხელს სასიამოვნო მოგონებები და წინაპრების პატივისცემა უშლის, მაგრამ არა, სინამდვილეში, იგი უკვე იყო გასაყიდად გამოტანილი, უბრალოდ მითითებული 70 მილიონი რუბლის სანაცვლოდ იგი არავინ შეიძინა. კირკოროვი, სავარაუდოდ, შვიდოთახიან “ოჯახურ ბუდეს” მხოლოდ გარდერობად იყენებს.

ბინები და სახლები საზღვარგარეთ

რუსეთის გარდა, კირკოროვს კიდევ ბულგარეთის მოქალაქეობაც აქვს. სისულელე იქნებოდა, მომღერალს ამით რომ არ ესარგებლა და ამ შესანიშნავ ქვეყანაში ბინა არ ეყიდა, საბედნიეროდ, ამისთვის მომღერალს ფული ნამდვილად ჰქონდა. მას ბულგარეთში რამდენიმე ბინა აქვს და კიდევ მთელი ვილა “ოქროს ქვიშების” პრესტიჟული კურორტის ტერიტორიაზე. დადის ჭორები, რომ მისი სავარაუდო ღირებულება, ფილიპ კირკოროვის მთელი ფუფუნების ელემენტების ჩათვლით, ერთ მილიონ ევროზე ნაკლები არ არის… კირკოროვს ბულგარეთში საცხოვრებლის გამო ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. ისინი მას გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ. საბედნიეროდ, ახლა უკვე ყველა იურიდიული და ბიუროკრატიული შეფერხება მოგვარდა და კირკოროვს შეუძლია უქმე დღეები მშობლიურ ქვეყანაში უპრობლემოდ გაატაროს.

სხვა საკითხია, საერთოდ სურს თუ არა მას ბულგარეთში ვილაზე წასვლა, როდესაც მის მფლობელობაში კიდევ ერთი ვილაა, რომელიც აშშ-ში მდებარეობს? თანაც, არა ისეთ გარეუბანში, არამედ მაიამის რაიონში, რომელზეც ამბობენ, რომ იქ მხოლოდ მილიონერები ცხოვრობენ. ეს კი გასაგებიც არის – ოკეანე ხელის გულზეა, უზარმაზარ სახლს (რომელიც, ჭორების თანახმად, ხუთი მილიონი ღირს) აქვს საკუთარი აუზი, შიგნით მრავალი ვრცელი ოთახი, კინოთეატრიც კი. თუ ეს ყველაფერი ზედმეტად გეჩვენებათ, მაშინ ნუ იჩქარებთ კირკოროვის სიხარბეში დადანაშაულებას – მან ეს ამერიკული ვილა ქალიშვილს ნათლობაზე აჩუქა.

მოსკოვის სახლები

სასაცილოა – ჩვენ იმდენი უძრავი ქონება ჩამოვთვალეთ, რომლებიც კირკოროვის საკუთრებაშია, მაგრამ ჯერ კიდევარ ვიცით, სად ცხოვრობს იგი. ერთი ბინა გარდერობია, მეორე უსიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, დანარჩენი კი რუსეთის საზღვრებს გარეთ მდებარეობს…

მაგრამ არ ინერვიულოთ, დედაქალაქში ყოფნისას, ფილიპს ღამის გათევა სასტუმროში ან მეგობრებთან არ მოუწევს!

ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში კირკოროვი ქირაობდა სასახლეს, რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელში მდებარეობს, იმ ციხიდან არც ისე შორს, რომელშიც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ცხოვრობენ.

რამდენიმე წლის წინ მან მოსკოვის მახლობლად, გარეუბანში კერძო საცხოვრებელი შეიძინა.

ეს არის მთელი ქონება მიაკინინის მდინარიან დაბლობზე, რომელიც კრასნოგორსკსა და მოსკოვს შორის მდებარეობს. ერთის მხრივ, ყველაფერი ძალიან პროვინციულად გამოიყურება, თითქმის სოფლურად. მეორეს მხრივ, ანჯრებიდან დედაქალაქის ცათამბჯენებიც ჩანს, საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვში სწრაფად შეძლებთ ჩასვლას.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა მდებარეობსამ სახლის შიგნით – მომღერალმა იქ მთელი ფოტოსესიები მოაწყო მოდური ჟურნალებისთვის. კოტეჯი ნეოკლასიკურ სტილშია გაფორმებული მრავალი  ძვირადღირებული დეტალით. სახლში კირკოროვის მთელიდიდი ოჯახისთვის მოიძებნა ადგილი – მან თავისთვის გამოყო საძინებელი და ოთახი გულშემატკივრების მიერ ნაჩუქარი საჩუქრებისთვის, დანარჩენი ოთახები კი მამამისს, მის მეუღლეს, დეიდას და შვილებს გადაუნაწილა.

ფილიპ კირკოროვის მეზობლობა ისე ადვილად არ გამოვა – ნახევარკუნძულზე მხოლოდ რამდენიმე ათეული სახლია, და არც ერთი მათგანი არ იყიდება. და კიდევ, ასეთი სიამოვნება ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, დაახლოებით 600 მლნ რუბლი ღირს (25 588 680 ლ).