რატომ უნდა მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი მაცივარში

ბევრისთვისაა ნაცნობი მაცივარში პროდუქტების სწრაფი გაფუჭების პრობლემა. ამასთან, ზაფხულობით ის განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ჩვეულებრივი სარეცხი ღრუბელი ამ სიტუაციიდან გამოგაძვრენთ.

შეუნარჩუნეთ ხილს და ბოსტნეულს სიჯანსაღე!

ზოგიერთს შეცდომით ჰგონია, რომ მინუს ტემპერატურა – ესაა ყველაფერი, რაცაა საჭირო პროდუქტების შენახვისათვის. მსგავსი აზრი შეცდომაა იმიტომ, რომ სიცივის გარდა, პროდუქტებს მშრალი გარემოც სჭირდებათ.

ბაქტერიების დაგროვებას მაცივარში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება იწვევს, რომელიც მისი გაღების დროს ხდება. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ღრუბელი.

უბრალოდ მოათავსეთ ის მაცივრის ყველა თაროზე და პროდუქტების შენახვაზე აღარ იდარდებთ. დროდადრო აუცილელად შეცვალეთ დატენიანებული ღრუბლები მშრალით.

ეს ყველაფერი არაა. ზაფხულში, სამზარეულოს ღრუბლისგან, რომელიც მაცივარშია, ბევრი სარგებლის მიღება შეიძლება. ამისათვის დადეთ ის საყინულეში.

შედეგად მიიღებთ უნივერსალურ გამაგრილებელს,რომელსაც პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებთ იმ შემთხვევებში, როცა მაცივარი-ჩანთა არ გექნებათ.

უბრალოდ მოათავსეთ პროდუქტები ჩვეულებრივ ჩანთაში და დაადეთ გაყინული ღრუბელი. ეს სასმელს სიცივეს, საკვებს კი სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს 2-3- საათის მანძილზე.

დაკავებულ დიასახლისებს ვთავაზობთ ვიდეოს 30 შესანიშნავი ხრიკის შესახებ:

ისინი აუცილებლად შეგიმსუბუქებენ სახლის საქმეებს.