ოდესღაც, ფუფუნების ეს საგნები ოჯახის მაღალ შემოსავალზე მოწმობდა. ამიტომ, ბევრი ჩვენგანი მუდმივად ცდილობდა მიეღო ისინი, რათა სხვების თვალში უფრო ღირსეულად გამოვჩენილიყავით. თუმცა, დრო სწრაფად იცვლება და ახლა წარმატებადა კეთილდღეობა სხვა მეთოდებით არის წარმოჩენილი.

დღეს ჩვენ მოგიყვებით მდიდრული ცხოვრების სიმბოლოების შესახებ, რომლებმაც აქტუალობა დაკარგეს. შეეცადეთ თავი აარიდოთ მათ, თუ, რა თქმა უნდა, არ გსურთ ცუდი რეპოტაციის მოპოვება.

1. ევრორემონტი

პომპეზური და რთული ინტერიერი უკვე დიდი ხანია აღარ არის პოპულარული. ბინა მუზეუმს ან სასახლეს არ უნდა ჰგავდეს. ამიტომ, ახლა მოდაში მინიმალიზმი და უბრალოებაა. ამასთან დაკავშირებით, ყველაზე წარმატებული ხალხი სიამოვნებით ყიდულობენ ავეჯს და დეკორაციას ისეთ ხელმისაწვდომ მაღაზიებში, როგორიც IKEA გახლავთ.

2. შვებულება თურქეთში

20 წლის წინ, ყველას სურდა თურქეთსა და ეგვიპტეში მდებარე მდიდრული სასტუმროს აუზზე ნებივრობა. ახლა ასეთი დასვენება ცოტას თუ აინტერესებს. დღეს შვებულებაში მდიდარი ხალხი ევროპაში ან აზიის კოლორიტულ ქვეყნებში მიემგზავრება.

3. ბრენდული ტანსაცმელი

დღესდღეობით, ტანსაცმლის ბრენდებს არავინ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. მთავარია, სამოსი მოეწონოთ და ტანზე კარგად “იჯდეს”. ხშირად, მდიდარი მოდური ადამიანები უპირატესბას ანიჭებენ ლოკალურ მწარმოებლებს მსოფლიო ბრენდების ნაცვლად.

4. სამკაულები

Free picture (Diamonds jewelry) from https://torange.biz/jewelry-diamonds-49157

ახლა ოქროში ფულის ჩადება უაზრობაა. თანამედროვე სამყარომ ჩვენთვის ცხადი გახადა, რომ ფინანსური დანაზოგი ჩვენზე უნდა მუშაობდეს და არ უნდა იდოს თაროზე. ამიტომ, ძვირადღირებული სამკაულების ნაცვლად, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ მოდური სამკაულები და შეცვალოთ ისინი ყოველ სეზონზე.

5. მოდური ტელეფონი

იმაზე კამათი, თუ ვისი ტელეფონი უფრო მაგარია, უკვე დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. თითოეული ადამიანი თავად ირჩევს მოდელს, რომელიც მის მოთხზოვნილებებს აკმაყოფილებს. ძვირი არ ნიშნავ უფრო მაგარს, არამედ ნიშნავს უფრო ფუნქციურს. ასე რომ, თუ ტელეფონი სამუშაოდ გჭირდებათ, ნამდვილად ღირს ძვირის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გაკეთება არ ღირს.

6. ჯიშიანი შინაური ცხოველები

ახლა ბევრ ცნობილ ადამიანს აჰყავს ცხოველები თავშესაფრიდან. მათ მაგალითს ჩვეულებრივი ადამიანებიც მისდევენ. რადგან ქარხნის ჯიშიან ლეკვზე დიდი ფულის გადახდა ნამდვილი უაზრობაა, როდესაც სამყაროში ამდენი მშიერი უსახლკარო ცხოველია.

7. ტყავის ქურთუკები და ბეწვის ქურქები

მათი ტყავისა და ბეწვის ნაწარმი პოპულარული აღარ არის. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ხარისხიან ხელოვნურ მასალებს. ბევრი ვარსკვლავი მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს, უარი თქვან ამ ნაწარმის მოხმარებაზე.

8. ვიზიტი რესტორანში

ოდესღაც, რესტორანი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. იქ მოხვედრა არ იყო ადვილი, მაგრამ თუ მოხერხდებოდა, მაშინ ეს ნამდვილ მოვლენად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რესტორანში სადილობა ჩვეულებრივი რამაა. სამაგიეროდ, საშინაო ვახშმობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე რესტორანში გატარებული საღამო.

როგორც ხედავთ,ფუფუნებისსაგნები სწრაფად კარგავენ აქტუალობას. ის, რაც მიუწვდომელი ჩანდა, ახლა უკვე ჩვეულებრივი და მოსაბეზრებელი გახდა. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როდის გახდება მალდივის კუნძულებზე დასვენებაც ისეთივე ბანალური, როგორც თურქეთში დასვენებაა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი