ღამის 20 მცენარე, რომელიც თქვენს ბაღს ჯადოსნურობას შესძენს

ყველა ყვავილი დღისით დასათვალიერებლად არაა შექმნილი და ზოგიერთი მათგანი თქვენს ბაღს განსაკუთრებულ იერს სწორედ მზის ჩასვლის შემდეგ მიანიჭებს. ნახეთ რომელი მცენარეებია ყველაზე ლამაზი ღამის პერიოდში:

1. უცვეთელა

ეს მცენარე მსუბუქი ციტრუსოვანი სურნელით გამოირჩევა.

2. მთვარის ყვავილი

ეს ყვავილი დღის ბოლოს რამდენიმე წუთში იშლება და შესანიშნავ შოუს გთავაზობთ.

3. დუმფარა

ეს ყვავილი ფართოდ იშლება, რის გამოც მას საკმარისი ადგილი უნდა დაუთმოთ.

4. ორფერი

ეს მცენარე ულამაზეზი ვარდისფერი და იასამნისფერი ფერებით გაალამაზებს თქვენს ბაღს.

5. საღამოს ფურისულა

ეს ყვავილი წლის პირველ თვეებში იწყებს გაფურჩქვნას.

6. “ადამის ნემსი” (Yucca filamentosa)

ეს ყვავილი ყველანაირ გარემოში ხარობს და სერიოზული მოვლაც არ სჭირდება.

7. გულისაბა

ეს ყვავილი საღამოს საათებიდან ნაადრევი დილის საათებამდე ყვავილობს.

8. ღამის ხანჯალა

ეს ყვავილი გლადიატორებს ეკეთათ კისერზე გამარჯვების თილისმად.

9. ნოთინგჰემის ბუზიჭერია

ეს ყვავილი პირველად ნოთინგჰემის სასახლის კედლებზე აღმოაჩინეს.

10. კეიპ-ჟასმინი

ეს ინდონეზიის და ფილიპინების ეროვნული მცენარეა.

11. ღამის ფლოქსი

ეს ყვავილი იდეალურად უხდება მთვარის შუქით განათებულ ბაღს.

12. ღამის სურნელოვანი ლევკოიონი

13. ღამის ორქიდეა

14. ტუბეროზა

ეს ყვავილები ლამაზია, თუმცა ასევე მათი შეჭმაც შეგიძლიათ სუპში ჩამატებით.

15. ყვავილოვანი თამბაქო

ეს მცენარე თქვენი ბაღის ვიზუალურად გალამაზებასთან ერთად ასევე ლამაზ ჩიტებსაც მიიზიდავს თქვენს ეზოში.

16. ბრუგმანსია

17. სისხლიანი გული (Dicentra)

ეს ყვავილები თვალისმომჭრელ ვიზუალთან ერთად ასევე ცხოველების შემოტავასაც გაუძლებენ. მათი ჭამისგან კურდღლებიც კი თავს იკავებენ.

18. შოკოლადისფერი გვირილა

ეს ყვავილი შოკოლადის სურნელით გამოირჩევა და თქვენ ბაღში ასევე პეპლებსაც მიიზიდავს.

19. თეთრი შროშანის კაქტუსი

ეს მცენარე ცნობილია საკუთარი მკვეთრი სურნელით და ლამაზი ფერებით, თუმცა იგი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ყვავილობს გაზაფხულზე.

20. დრაკონის ხილის ყვავილი

თუ თბილ და მზიან ადგილას ცხოვრობთ, მაშინ ეს ყვავილი ზუსტად თქვენთვისაა. თუმცა მისი ლამაზი ყვავილობის ნახვა მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაშია შესაძლებელი.