გასახდელი ოთახი თუ კუპე-კარადა: რომელი და რატომ?

მყუდროება და კომფორტი სახლში იქმნება არა მხოლოდ წვრილმანი დეტალებით და მოდური დიზაინერული გადაწყვეტებით, არამედ გულდასმით გააზრებული შესანახი სისტემებით. დღეს ამისთვის ყველაზე მოსახერხებელი და ტევადი ვარიანტი კარადა-კუპეები და ჩაშენებული გასახდელი ოთახებია. იმისთვის, რომ არჩევანის გაკეთებაში შეცდომა არ დაუშვათ, ჩვენ გთავაზობთ გადახედოთ თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებს.

კუპე-კარადა: დადებითი და უარყოფითი მხარეები

დასაწყისისთვის, გამოვყოფთ კუპე-კარადის ძირითად უპირატესობებს:

  1. დღესდღეობით, მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ კარადა აბსოლუტურად ნებისმიერი გემოვნებით, რადგან სერიული მწარმოებლების უმეტესობა მინიმუმ ათი პროდუქტის ვარიანტს აწარმოებს, რომლებიცინტერიერი ყველაზე არასტანდარტულ სტილსაც კი მოერგება. უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კარადის შევსება შეიძლება თქვენი საჭიროებების შესაბამისად მოხდეს.
  2. კუპე-კარადები შეგიძლიათ შეკვეთით დაამზადებინოთ. ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება ჩასაშენებელი კარადა, რომელიც მთელს სივრცეს იკავებს იატაკიდან ჭერამდე. ავეჯის ასეთი ობიექტი კარგად გამოიყურება საძინებელში ან შემოსასვლელში.
  3. კუპე-კარადის მოცურების კარები ბინაში არა მხოლოდ ადგილის დაზოგვის საშუალებას იძლევა, არამედ მასში შენახულ ნივთებს მტვრისგანაც იცავს. ფასადის დიზაინერული გაფორმება ასევე შეიძლება შეირჩეს შეხედულებების და საჭიროებების შესაბამისად. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკოტყავი ან სარკე.
  4. კუპე-კარადა არ იკავებს  დიდ ადგილს.
  5. საჭიროების შემთხვევაში, ცალკე მდგომი კარადაც შეგიძლიათ ადვილად დაშალოთ და სხვა ოთახში ან სხვა საცხოვრებელ ადგილას გადაიტანოთ.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ ავეჯის ასეთი ელემენტის უარყოფითი მხარეების შესახებაც. ქვემოთ დეტალურად არის მოყვანილი მიზეზები:

  1. კუპე-კარადა მხოლოდ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და დიდი ზომის ნივთებს იტევს. კარადა არ არის შექმნილი გამოსაცვლელად.
  2. ინდივიდუალურად შეკვეთილი ავეჯი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე სტანდარტული, რომელიც მაღაზიებში იყიდება.
  3. კუპე-კარადის ტევადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გარდერობის.

გასახდელი ოთახი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

გარდერობსაც აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. დასაწყისისთვის, გადახედეთ სახლში  ასეთი შესანახი სისტემის ვარიანტის ძირითად უპირატესობებს.

  1. გარდერობში ყოველთვის ყველაფერი თვალსაჩინოა. არ არის საჭირო ამა თუ იმ ნივთის საძებნელად დროის დაკარგვა. უფრო მეტიც, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შიგნით განათავსოთ კონტრაჟურული სანათი, რომელიც გასახხდელი ოთახის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.
  2. ბინაში სივრცის დაზოგვაში გასაწევი კარები დაგეხმარებათ, რომლებიც შეგიძლიათ გარდერობის შესასვლელში დააყენოთ. მათი გაფორმება შესაძლებელია თქვენი სურვილის შესაბამისად. ის შეიძლება  იყოს ნათელი აქცენტი ოთახში, ასევე ნეიტრალური, რომელიც მთლიანად შეერწყმება კედლების ფერს.
  3. ღია სივრცის მოყვარულთათვის შესაფერისია გასახდელი ოთახი კარების გარეშე. ამრიგად, ოთახი ოპტიკურად არ შემცირდება.
  4. გარდერობში შეგიძლიათ არა მხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა ნივთების შენახვა, არამედ ტანსაცმლის გამოცვლა.

ნივთების ასეთი შესანახი ვარიანტის მინუსებს შორის შეიძლება გამოვყოთ:

  1. გასახდელი ოთახის სხვა ოთახში გადატანის შეუძლებლობა.
  2. გარდერობი კუპე-კარადასთან შედარებით უფრო დიდ ადგილს იკავებს, რადგან მრავალრიცხოვანი თაროსა და რელსის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სამოძრაო ადგილის დაზოგვა, რომელშიც შეგიძლიათ ტანსაცმელი გამოიცვალოთ.

ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ უპირატესობა მიანიჭოთ გასაწევ კუპე-კარადებს იმ შემთხვევაში, თუ შენობის ფართობი მცირეა. ჩვეულებრივ, ავეჯის ასეთ ელემენს საძინებელში, შემოსასვლელში ან მისაღებ ოთახში იყენებენ, რომელთა ზომაც 13 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია.

გარდერობი იდეალური ვარიანტი იქნება ნივთების შესანახად ვრცელ ბინაში ან კერძო სახლში. ასეთი კონსტრუქციის სიგრძე შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ მისი მინიმალური სიგანე მინიმუმ 150 სმ უნდა იყოს.