როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი ფეხსაცმელი იაფფასიანი რეპლიკისგან: 7 ნიშანი

ფეხსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე ძვირადღირებული საგარდერობო ნივთია. თითოეული ადამიანი დაინტერესებულია ისეთი ფეხსაცმლის შეძენით, რომელიც ერთზე მეტ სეზონზე გამოდგება. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ გამყიდველი ცდილობს მაღალი ხარისხის მქონე ფეხსაცმლის ნაცვლად რაღაც უხარისხო საქონელი შემოგაჩეჩოთ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უპირველეს ყოვლისა,რომ ასეთ ხაფანგში არ მოხვდეთ?

1. ნაკერები

პირველი, რასაც ფეხსაცმლის არჩევისას უნდა დააკვირდეთ, არის ნაკერების არსებობა და მათი ხარისხი. ძვირადღირებულ ფეხსაცმელს ყოველთვის ნამდვილი ნაკერები აქვს. უნდა გესმოდეთ, რომ რეალური ნაკერები სულაც არ არის სტილის ელემენტი, არამედ ერთ-ერთი უმთავრესი ნიუანსია ფეხსაცმლის კონსტრუქციაში, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ჩექმები ან დაბალყელიანი ფეხსაცმელი ერთზე მეტ სეზონზე მოგემსახურებათ.

2. წებოს კვალი

მაღალხარისხიან ფეხსაცმელზე, წებოს კვალი ან ფრაგმენტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჟღენთილი წებო, საუკეთესოშემთხვევაში, მიუთითებს ქარხნული დეფექტის შესახებ, ხოლო უარეს შემთხვევაში – მომხმარებლის მოტყუების მცდელობაზე. კარგად დამზადებული ფეხსაცმელი ყოველთვის უდეფექტოა.

3. ღაბაში

ძალიან ხშირად, მწარმოებლები უგულებელყოფენ მასალის ხარისხს ღაბაშის დასამზადებლად, არა და, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ფეხსაცმელში. ფეხსაცმლის არჩევისას, აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი და ღაბაში გაწმინდეთ. თუ თეთრ ტილოზე ლაქები დარჩება, უმჯობესია არ შეიძინოთ ასეტი ფეხსაცმელი.

4. ქუსლი

კარგად ჩამოსხმული ქუსლი ყოველთვის მიანიშნებს კარგად დამზადებულ ფეხსაცმელზე ან ჩექმებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა არის ეს: დახვეწილი ქალბატონის წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი თუ სხვა რამ, იგი აუცილებლად უნდა იყოს მიწისჯებ 90 გრადუსის ქვეშ. მხოლოდ ასეთი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ფეხსაცმლის გამოყენების უსაფრთხოებას, გარდა ამისა, იგი ზურგიდან დატვირთვის დიდ ნაწილს მოგიხსნით.

5. ცხვირი

ეს მომენტი ძირითადად ქალის ფეხსაცმელს ეხება. მათი ცხვირის ნაწილი იდეალურად სწორი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ იგი სრულყოფილად უნდა დაიდგას იატაკზე. იაფფასიან და დაბალხარისხიან ფეხსაცმელს ცხვირის ნაწილი, როგორც წესი, ზემოთ აქვს წამოწეული გარკვეული დაშორებით.

6. ქუსლის ბალიში

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც მხოლოდ ქალის ფეხსაცმელს ეხება, ეს ქუსლის ბალიშია. იგი ლითონის ან ხარისხიანი პოლიურეტანისგან უნდა იყოს დამზადებული. ყველა სხვა შემთხვევაში, მაშინვე შეიმჩნევა, რომ ფეხსაცმელი დიდი ალბათობით უხარისხო ნაწარმია.

7. ნაკეთობა

დეკორატიული ელემენტები ფეხსაცმელზე კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.წამყვანი მწარმოებლებისგან დამზადებული ნამდვილად ძვირადღირებულიდა მოდური მოდელები არასდროს იქნება ისეთი, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც “იაფფასიანი შიკი”. ფეხსაცმელზე ან ჩექმებზე ზედმეტი არაფერი უნდა იყოს. ხოლო ის ნაკეთობა, რომელიც მაინც არის მასზე, აშკარად უნდა იყოს დამზადებული მაღალი ხარისხის მასალისგან.