როგორ შევინახოთ დანაზოგი საიმედოდ: თუ ბანკს არ ენდობით…

ამ მღელვარე დროში, ოდესაც უმსხვილესი კომპანიებიც კი მოულოდნელად ნადგურდება და კოტრდება, უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ანდობს ბანკებს თავის დანაზოგს. მაგრამ როგორ შევინახოთ ფული სახლში ისე, რომ ყაჩაღებმა ვერ მიაგნონ მას.

ბევრმა, მათი აზრით, უკვე დიდი ხანია აირჩია შესანიშნავი ადგილი ფულის დასამალად. მაგრამ გეტყვით, რომ ქონების შესანახად ბევრი იდეა უკვე თუნდაც ყველაზე გამოუცდელი ქურდებისთვისაც კი არის ცნობილი.

სწორედ ამიტომ, დღეს გვსურს გიამბოთ იმ ადგილების შესახებ, რომლებშიც ნამდვილად არ ღირს თქვენი დანაზოგის შენახვა. ზოგიერთიმათგანი არც კი არის დაკავშირებული ძარცვის ალბათობასთან. ყველა ამ რჩევის მოსმენის შემდეგ, თქვენ ნამდვილად გეცოდინებათ, როგორ შეინახოთ ფული.

ტანსაცმლის კარადა

ჩვენი ბებია-ბაბუები ხშირად ინახავდნენ ფულს ქურთუკის ან პიჯაკის ჯიბეებში. მრავალი ჩვენგანიდღესაც აგრძელებს ამ ტრადიციას. მაგრამ ადრე ეს აუცილებლობა უფრო იყო. რადგან ზოგჯერ საჭირო იყო რამდენიმე წუთში მზად ყოფილიყავით და ისეთი სამოსსის ჩაცმა, რომელშიც ფულია შენახული, გაცილებით იოლია, ვიდრე მათი ძებნა სამაავებში. ახლა, ყაჩაღები, პირველ რიგში კარადებს და ტანსაცმლის ჯიბეებს ამოწმებენ, ამიტომ ასეთი სამალავი სრულიად არასანდო გახდა.

წიგნების თარო

წიგნებში ან მათ შორის ფულის დამალვაც ასევე ცუდი იდეაა. ფულის საპოვნელად ქურდები თავდაყირა დააყენებენ ყველა წიგნს და ტანსაცმლის კარადას. ამიტომ, წიგნებში ფულის შენახვა, მაშინაც კი, თუ იგი სამალავის სპეციალურ განყოფილებაში გაქვთ დამალული, ნამდვილად არ ღირს.

ლეიბის ქვეშ

ეს ოდნავ სასაცილოც კია, მაგრამ მაინც გავუსვამთ ხაზს, რომ ლეიბის ქვეშ სამალავისა რსებობის შესახებ დედამიწაზე თითქმის ყველა ადამიანმა იცის. ლეიბის ქვეშ ფულს მხოლოდ ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანი თუ შეინახავს.

აბაზანის უკან

ჯერ ერთი, თავად თქვენთვისაც რთულიიქნება იქამდე მიღწევა, თუ უეცრად დაგჭირდებათ იქიდან ფულის აღება. მეორეც, როგორ უნდა შეინახოთ ფული ნესტში და ობში ასეთ ადგილას? ცელოფნის პარკსაც კი ყოველთვის არ შეუძლია გაუფრთხილდეს ამ ფასიან ქაღალდებს. და ქურდებმაც იციან, რომ ზოგიერთი ადამიანი ფულს აბაზანის ქვეშ მალავს. ამიტომ, უბრალოდ სხვაგან გადამალეთ იგი.

მარცვლეულის ქილები

ფულის დამალვის ეს მახვლიგონივრული მეთოდი აჩვენეს ფილმში “ბრილიანტის ხელი”. ამის შემდეგ, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, რომ ასეთი სამალავის მსოფლიო პოპულარობა მას არ ხდის ნაკლებად საიდუმლოს და ფულის შენახვა მარცვლეულის ქილებში დაიწყეს. მაგრამ ყაჩაღებმა ეს მეთოდი საბჭოთა პერიოდშივე აითვისეს და ახლაც კარგად არიან ამაში განსწავლულები.

ვენტილაცია

ბევრ ფილმში, სავენტილაციო ლუქს სამალავად იყენებენ. და რატომღაც, ისევე რგორც “ბრილიანტის ხელის” შემთხვევაში, ადამიანებს საერთოდ არ აწუხებს ის, რომ ესადგილი ყაჩაღებისთვისაც კარგად ნაცნობია. გარდა იმისა, რომ ეს ადგილი ყაჩაღებისთვის ნაცნობია, ვენტილაციაში ხშირად ბატონოს სიბინძურე და ნესტი, რაც ასევე არ უწყობს ხელს დანაზოგის შენახვას.

და ეს მხოლოდ ის ყველაზე აშკარა ადგილებია, სადაც ქურდები პირველ რიგში იწყებენ სხვა ადამიანების ფულის ძებნას. ამიტომ, უბრალოდ აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და სხვისთვის არათვალსაჩინო ადგილი, ასევე, შეგიძლიათ ბანკშში არ გახსნათ ანაბარი, უბრალოდ დატოვოთ თანხა სეიფში.