საბჭოთა ფაიფურის ქანდაკებები, რომელთა ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა

ალბათ ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ აქვს შენახული ძველი ქანდაკებები. ადამიანებს ისინი გადასაყრელად ენანებათ, რადგან სამახსოვროდ ინახავენ. მაგრამ საბჭოთა ფაიფური შეიძლება ბევრი ძალიან ძვირად ფასობდეს. ეს მასალა მივუძღვენით ანდაკებებს, რომლებმაც შეიძლება გაგამდიდროთ.

“ფხიზელი აღმოსავლეთი”

1920 წელს, ბაქოში აღმოსავლეთის ხალხთა პირველი კონგრესი ჩატარდა. ამ ღონისძიებისთვის, მოქანდაკე დანკომ შექმნა საკუთარი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც კიდევ მეორე სახელიც აქვს – “თურქი ქალი”.

აღმოსავლური ტიპის გოგონას ხელში გაზეთი უჭირავს. საინტერესოა, რომ ქანდაკების ყველაზე ძვირადღირებული ვერსია გახდა ის, რომელსაც გაზეთზე ზინოვიევის სილუეტი ჰქონდა გამოსახული. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ხალხის მტრად გამოცხადდა, ამიტომ ასეთი ფიგურები შესაძლოა გაენადგურებინათ. მაგრამ რამდენიმე მაინც არის შემონახული. ერთ-ერთი მათგანი აუქციონზე 20 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.

ჭადრაკი “წითელი და თეთრი”

ფაიფურის ჭადრაკი ნატალია დანკოს ესკიზის მიხედვით არის შექმნილი. ნაწარმში პროლეტარული სული იგრძნობა. წითელი მეფე არის მჭედელი, დედოფალი კი უხეში გლეხი. თეთრებს არისტოკრატები და ოფიცრები ჰყავთ. საინტერესოა, რომ წითლებიკმაყოფილი კოლექტიური ფერმერები არიან. ხოლო თეთრები დამონებული ქალბატონებიარიან, მიჯაჭვულები.

ცოტახნის წინ, ასეთი ნაკრები, რომელიც თავდაპირველად კალინინს საჩუქრისსახით ერგო, 31,5 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.

“შეყვარებულები”

ქანდაკება ყოველდღიურ სცენას დემონსტრირებს. ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა ბალახზე დასასვენებლად ჩამოსხდნენ. ფიგურები ხელოვანი სომოვას ესკიზების მიხედვით არის შექმნილი პეტერბურგში, 1921 წელს.

ერთი ასეთი ქანდაკება ლონდონის აუქციონზე 30 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.

“მჭედელი და მკელი”

ფიგურები, რომლებიც 1924 წელს პროპაგანდის მიზნით შეიქმნა. ესკიზის ავტორი მარია სტრახოვსკაია გახლდათ. ფიგურები მზად არიან აჩვენონ, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანებს არ აშინებდათ მძიმე სამუშაოები. გოგონა შეიძლება გახდეს მჭედელი, ბავშვს კი შეუძლია მინდორზე იმუშაოს. ნამუშევარს დამატებითი ღირებულება შესძინა მხატვრის ეკატერინა იაკიმოვსკაიას ხელმოწერამ.

შედეგად, ეს წყვილი აშშ-ში 188,5 ათას დოლარად გაიყიდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად მას დაახლოებით 12-დან 18 ათას დოლარამდე აფასებდნენ.

“გოგონა ვაშლებით”

ანალოგიური ეგზემპლარი ერმიტაჟში ინახება. 1927 წელს ლენინგრადში დამზადებული ფიგურა ასახავს გოგონას, რომელსაც ვაშლები უჭირავს. გმირი მოძრაობაშია გამოსახული, იმ დროის ექსპრესიის გამოსახატავად.

ნიუ-იორკში ჩატარდა რუსული ხელოვნების აუქციონი, რომელზეც ფიგურა 7-9 ათას დოლარად შეაფასეს. შემდეგ კი 98,5 ათას ამერიკულ დოლარად გაყიდეს.

მოკლედ, თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ სახლში ამ “ძველმანების” ძებნა. იქნებ, საბჭოთა ფაიფურმა, რომელსაც არ ანიჭებდით განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ახალი საცხოვრებლით უზრუნველგყოთ.