უმეტესი ჩვენგანი პრაქტიკულად არ უთმობს დიდ ყურადღებას შემოსასვლელი ზონის მოწყობას. გვგონია, რომ ასეთ პატარა ოთახს უკეთესად ვერ მოვაწყობთ. ვკიდებთ რამდენიმე კაუჭს, ვდგამთ ფეხსაცმლის ტუმბოს და გვგონია, საქმე შესრულებულია. მაგრამ თანამედროვე დიზაინერები არ ეთანხმებიან ნივთების ასეთ განლაგებას.

1. კარადებისგან შემდგარი კედელი

ვიწრო დერეფანი პატარა ბინაში, რომელიც უახლესი დიზაინის ტენდენციებშია გაფორმებული. ერთ-ერთ კედელს ნაცრისფერი პანელები ამშვენებს მოცულობითი გეომეტრიული ნიმუშებით, მეორეს – ჩაშენებული მონოლითური კარადების სისტემა მოსახერხებელი დივნით და ცენტრში მდგარი ნიშაში. ამ შემოსასვლელის გამოკვეთილი მახასიათებელი გახლავთ ავეჯის მცირე ობიექტების არარსებობა, როგორიცაა ტუმბო, კაუჭები და გასაღების ჩამოსაკიდები, რომლებსაც მცირე სარგებლობა მოაქვს.

2. სიკაშკაშისკენ

ამ დერენის მოწყობისას, დიზაინერები არჩევანის წინაშე დადგნენ: ავეჯი ან მკვეთრი დიზაინი. როგორც ვხედავთ, მათ ორივე აირჩიეს.ვიწრო დერეფნის ერთ-ერთი კედელი კაშკაშა ყვითელ ფერშია გაფორმებული, იატაკზე შავ-თეთრი ხალიჩაა გეომეტრიული პრინტით, რომელიც ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, ინტერიერს ავსებს ორიგინალური სკამი, დასადგამი სარკე და მწვანე ფერის მაღალი საკიდი.

3. ფუნქციონალური სტილი

დერეფნის თანამედროვე დიზაინ-პროექტი ახალგაზრდა ბიჭის ბინაში. ბინის მესაუთრის ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ინტერიერი გრილი და ფუნქცუინალური ყოფილიყო. ძირითადი ფერები გახლავთ: თეთრი და ცისფერი. ზედა ტანსაცმლის შესანახად  აქ დააყენეს მაღალი ჭერამდე ქათქათა თეთრი კარადა,  გვერდით ვიწრო ნიშა ხის თაროებით და პატარა ლანგრით, რომელიც გასაღებებისა და წვრილმანებისთვის არის განკუთვნილი, თაროს ქვეშ კკომფორტულად მოთავსდა ნაცრისფერი პუფი. საპირისპირო კედელზე მხოლოდ ვიწრო საკიდი დაამაგრეს, ყოველდღიური ტანსაცმლისა და სარკის ჩამოსაკიდად.

4. ღია შენახვის სისტემები

კიდევ ერთი შესანიშნავი შემოსასვლელი ახალგაზრდა მარტოხელა ბიჭის ბინაში. ყურადრება მიაქციეთ, რომ ამ ინტერიერში დაბურული ცისფერი და კრემისფერი ფერები დომინირებს, პრაქტიკული და არათვალშისაცემი. ამ პროექტის მახასიათებელი დახურული შენახვის სისტემების და დამატებითი ავეჯის არარსებობაა. შემოსასვლელი ზონა აქ სიმპათიური საკიდებით არის წარმოდგენილი, რომლებიც ტანსაცმლისთვის არის განკუთვნილი, ასევე ვიწრო ტუმბო-სავარძლით, სარკითა და თაროებით, რომლებსაც გამოსაწევი უჯრები აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კერამოგრანიტისგან დაგებული იატაკი ლამაზი პრინტით, რომელზეც პრაქტიკულად არ ჩანს მტვერი და სიბინძურე, რომელიც მცხოვრებს ქუჩიდან შემოაქვს.

5. პერფორირებული პანელი

შემოსასვლელის წარმოუდგენლად დახვეწილი ინტერიერი. ამ შემოსასვლელი ზონის მთავარი აქცენტი გახდა ხის მოცურების კარები, რომლებსაც გარდერობისკენ მივყავართ, ვიწრო სარკე იატაკიდან ჭერამდე, რომელშიც ჭერის სანათების მთელი ხაზია არეკლილი, და პერფორირებული პანელი ხის კაუჭებით, რომელთა პოზიციაც შეიძლება დამოუკიდებლად შეიცვალოს, ტანსაცმლის სიგრძის მიხედვით.

6. ღრმა ჩრდილები

პატარა თანამედროვე შემოსასვლელი, რომელშიც სრულიად წარმოუდგენელი გზით მოხდა ღრმა ბორდოსფერი და ნაცრისფერი ჩრდილების შერწყმა. ვინაიდან, ბინა საოჯახოა, დიზაინერებს მოუწიათ შესანახი სისტემების შექმნაზე მუშაობა, რომლებიც აქ საკმაოდ ბევრია: ჩაშენებული კარადები შემოსასვლელი კარის ზემოთ და დიდი კარადა, შუაში ვიწრო სრული ზომის სარკით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩაშენებული პენალი ხის ფასადით და ღია ნიშათი, რომელიც ყოველდღიური ზედა სამოსის შესანახად არის განკუთვნილი.

7. მელნის ფერები

ვიწრო დერეფნის აბსოლუტურად წარმოუდგენელი დიზაინი, რომელიც ლურჯი ფერის კომპლექსურ ჩრდილშია გაფორმებული და ბურთისებრი კალმის მელნის ფერს გვაგონებს. გარემო ხის დეტალებით არის განზავებული: შემოსასვლელ კარზე პატარა ნიშა ტანსაცმლის საკიდებით, ვიწრო თარო ერთი კედლის გასწვრივ და ხის კიბეებისგან გაკეთებული უბრალო საკიდი. ისევე როგორც სხვა ინტერიერებში, იატაკზე შეამჩნევთ დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ მასალას – კერამოგრანიტს ხის ფერში.

8. სულისთვის

თუ მზად ხართ უარი თქვათ ჩვეულებრივ შესანახ სისტემებზე, ყურადღება მიაქციეთ ამ შემოსასვლელის დიზაინს. როგორც ხედავთ, აქ არ არის კლასიკური კარადები, სამაგიეროდ არის ნახატები, ვიწრო თარო მთელი კედლის გასწვრივ და ხის ყუთები წვრილმანების შესანახად. გამოვიდა ძალიან მყუდრო და სტუმართმოყვარე ინტერიერი საოჯახო ფოტოებით და მიმზიდველი დეკორატიული დეტალებით.

9. შუქი და ჩრდილი

ამ გრძელი და ვიწრო დერეფნის ინტერიერში შესაძლებელი გახდა ქათქათა თეთრისა და საშუალოდ ნაცრისფერი ჩრდილების ჰარმონიული კომბინაცია. ამ ქმნილების ავტორებმა უარი თქვეს მაღალ კარადებზე, უპირატესობა მიანიჭეს გრძელ ვიწრო კომოდს გლუვი ფასადით და მოძრავი უჯრებით, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო გრძელს ხდის.

10. დეტალები

კიდევ ერთი შემოსასვლელი ქათქათა კედლებითა და დიდი რაოდენობით მრავალფეროვანი შესანახი სისტემებით. ყურადღება გამახვილებულია ფეხებზე შემდგარ ვიწრო კომოდზე, რომელსაც ოთხი სექცია აქვს. რაღა თქმა უნდა, შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ კონტრასტული დეტალები, მაგალითად, შავი თაროები ქუდებისთვის და ვიწრო სარკე ლაკონურ შავ ჩარჩოში.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი