15 ჩვევა იმ ადამიანებისგან, რომელთა სახლი ყოველთვის იდეალურად სუფთაა

ბევრ ადამიანს არ ეხალისება სახლის დალაგება, თუმცა ეს პროცესიც შეიძლება საინტერესოდ შესრულდეს თუ მას ჭკვიანურად მიუდგებით. ამისათვის დალაგებაში მთელი დღის დახარჯვის ნაცვლად ეს სწრაფი მეთოდები უნდა გამოიყენოთ:

1. საპონი – შხაპის გელი

რეგულარული საპონი ცხიმებს და ზეთებს შეიცავს, რაც აბაზანის ფილებს სვრის. ამისგან შხაპის გელის გამოყენება დაგიცავთ.

2. გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სრული ძალა

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჭურჭლის გარდა კიდევ უამრავი ნივთის გარეცხვაა შესაძლებელი, მათ შორის გაზქურის თავების, მაცივრის თაროების, სათამაშოების და ხელოვნური ყვავილებისაც კი. გამოიყენეთ მისი სრული პოტენციალი.

3. დარაბები

დარაბებიდან მტვრის მარტივად ჩამოსაწმენდად შეგიძლიათ ხელზე ჩამოცმული წინდა გამოიყენოთ.

4. მაცივრის თაროები

დაფარეთ მაცივრის თაროები პლასტიკური ქაღალდებით და ეს მათ გაწმენდას გაგიადვილებთ.

5. ტანსაცმლის საწმენდი ფუნჯი

ამ ხელსაწყოს გამოყენებით მანტოების გარდა შეგიძლიათ ლამფების საფარები, ავეჯის ზედაპირები და თაროები გადაწმინდოთ.

6. დანების სადგამი

დანების ჩასადებიდან საჭმლის ნარჩენების ამოსაწმენდად შეგიძლიათ ფენი გამოიყენოთ.

7. შხაპის ფარდა

შხაპის ფარდის დაობებისგან დასაცავად გარეცხეთ იგი სარეცხ მანქანაში რამდენიმე პირსახოცთან ერთად და შემდეგ გააშრეთ სუფთა ჰაერზე.

8. რბილი სათამაშოები

რბილი სათამაშოების მტვრისგან გასათავისუფლებლად ჩადევით ისინი პლასტიკურ პარკში და ჩაყარეთ მასთან ერთად 1 ჭიქა საცხობი სოდა. პარკის შენჯღრევით თქვენ მტვრის ნაწილაკებს მარტივად მოაშორებთ სათამაშოს. პარკიდან ამოღების შემდეგ გაწმინდეთ ისინი მტვერსასრუტით.

9. რთული წერტილების გასუფთავება

გაუკეთეთ ტუალეტის ქაღალდის მოჭყლეტილი კარდონი მტვერსასრუტს თავზე და მისი დახმარებით უფრო წვრილი ადგილების გაწმენდას შეძლებთ.

10. ფრჩხილების ლაქი

მეტალის ჭიქების და მსგავსი ჭურჭლის დაჟანგვისგან დასაცავად წაუსვით მათ ძირს ფრჩხილების ლაქი.

11. კონდიციონერი

დალაგებამდე ჩართეთ კონდიციონერი, რათა მისმა ფილტრებმა შეიწოვოს მტვერი. ამის შედეგად დალაგებისას მტვერი ჰაერში არ დატრიალდება.

12. სამზარეულოს სადგამები

შაქარი, ყავა, ჩაი და სხვა მარცვლოვანი პროდუქტები რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ყუთებით თეფშებზე უნდა დადგათ. ამით მათი შემთხვევით დაყრის დროს იატაკის ან მაგიდის დასვრას აირიდებთ თავიდან.

13. პლასტმასის ბოთლები და წებოვანი ლენტი

ავეჯის მარტივად გასაწმენდად შემოაკარით ბოთლს ორმაგი წებოვანი ლენტი და გადაუსვით იგი ავეჯის ზედაპირებზე. ამით თმებს, ბეწვებს და მტვერს მარტივად მოაშორებთ ნებისმიერ ზედაპირს.

14. ცხოველების ჯამები

ცხოველები ჭამისას ხშირად ამოძრავებენ მათ ჯამს და საჭმელს ძირს ყრიან. დააწებეთ მათი საჭმელი ჯამები იატაკზე ორმხრივი წებოვანი ლენტით და ამით იატაკის დანაგვიანებისგან დაიცავთ თავს.

15. გრეიპფრუტი მარილით

გრეიპფრუტით ონკანს და აბაზანას იდეალურად გაწმინდავთ თუკი მასზე ბევრ მარილს მოაყრით.