რატომ ღებავდნენ საბჭოთა კავშირში სადარბაზოებს ორ ფერში

KODAK Digital Still Camera

ყოველდღე უამრავი იდუმალი ნივთი გვახვევია თავს, რომლებიც ხანდახანს უცნაური გვეჩვენება. მაგრამ მათ იმდენად მივეჩვიეთ, რომ ყურადღებას აღარ ვამახვილებთ. დღეს წარმოგიდგენთ მსგავსი ნივთებს წარსულიდან.

გალავანი რომბებით

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავთ. საინტერესოა, რომ მისი ავტორი, არქიტექტორი ბორის ლაჰმანი, დიდიხანია აშშ-ში ცხოვრობს. მისი შემოქმედება კი დღემდე ამახინჯებს ბევრ ქალაქს. თავად მამაკაცი ყვება, რომ რამდენიმე ესკიზი შექმნა, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი აგურის ფორმებს იმეორებდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ყველაზე მარტივი არჩია.

შუშის ბლოკები

მსგავს კედლებს ნახავდით სკოლებში, პოლიკლინიკებში და სხვა დაწესებულებებში. მთავარი ღირსება იყო ის, რომ ისინი სინათლეს ატარებდნენ. ამასთან, არ იყო შესაძლებელი იმის დანახვა თუ რა ხდებოდა მის უკან. მასალა სიმკვრივით ახლოსაა ქვასთან.

სადარბაზოები

რატომღაც, სადარბაზოებში კედლების ქვედა ნაწილს ყოველთვის ღებავდნენ, ზედას კი ათეთრებდნენ. ასე მტვერს ებრძოდნენ. ამასთან, საღებავს ქვევით მაცხოვრებელთა სამოსი გათეთრებისგან უნდა დაეცვა. შეიძლებოდა მთლიანად შეღებვა, მაგრამა სე უფრო იაფი იყო.

ფანჯარა სააბაზანოსა და სამზარეულოს შორის

ის ყენდებოდა არა იმიტომ, რომ ეთვალთვალათ. ასე ებრძოდნენ სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ტუბერკულიოზს. ბაქტერიები დატენიანებულ გარემოში თავს მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ მზის სხივებისგან კვდებიან.

თაროიანი უნიტაზი

პირველ რიგში თარო საჭირო იყო, რომ შხეფების რაოდენობა შეემცირებინათ. ასევე ისინი იცავდნენ ისეთ ნივთებს, რომლებიც შემთხვევით ვარდებოდნენ უნიტაზში.

ხალიჩა კედელზე

თავის დროზე ის შეძლებულ ცხოვრებას გამოხატავდა, მაგრამ სინამდვილეში ხალიჩებს კედლებზე კიდებდნენ იმიტომ, რომ ხმის იზოლაცია გაეუმჯობესებინათ.

დერმატინის ფირი კარებზე

fragment door with black beads, door peephole

ხმის იზოლაციის კიდევ ერთი ხერხი. ზოგი ამას შიგნიდან აკეთებდა, ზოგი გარედან. შიგნით ესადაგებოდათ ადამიანებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ყავდათ. კატებს მსგავსი ზედაპირები მოსწონთ.

მართალია, საბჭოთა კავშირი წარსულში დარჩა, მაგრამ ზოგიერთი დეტალი დღემდე ჩვენთან რჩება. თქვენ რა გახსოვთ ყველაზე კარგად ამ პერიოდიდან?