როგორ მოვიქცეთ გამოუვალ სიტუაციებში: შესაძლოა, ამ რჩევებმა თქვენი სიცოცხლე იხსნას

ცხოვრებას სრულიად მოულოდნელად შეუძლია მოგიწყოთ უსიამოვნო სიურპრიზი,  თუმცა ცოტას თუ შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში. განსაკუთრებით  მაშინ, როცა გაუგებარია-როგორ მოიქცეთ. ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ რთული მდგომარეობიდან გამოსვლასა და სიცოცხლის შენარჩუნებაში. პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, მოქმედებაა საჭირო.

1. ქარბუქი

ზამთარში ცუდი ამინდი იშვიათი არ არის. მანქანით მოძრაობისას, ქარბუქში მოხვედრის რისკი არსებობს. ასეთი გარემოებაში მოძრაობის გაგრძელება საუკეთესო გამოსავალი არ არის. სწორი გადაწყვეტილება იქნება მანქანის გაჩერება და დალოდება, სანამ თოვა არ შეწყდება. პირველი, აცნობეთ სამაშველო სამსახურს თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ყოველი შემთხვევისთვის. მეორეც, არ უნდა დახარჯოთ ყველა საწვავი. დაქოქეთ მანქანა და გაათბეთ სალონი საათში ერთხელ 10 წუთით. დროდადრო გაასუფთავეთ მაყუჩი დაგროვილი თოვლისგან. ჩართეთ სინათლე მანქანის სალონში, რათა სამაშელო სამსახურს გაუადვილდეს თქვენი პოვნა. სწორედ შუქი უნდა ჩართოთ და არა ფარები, რომ მანქანის აკუმულატორი არ დაჯდეს.

2. დამწვარი ზეთი ტაფაზე

საკვების მომზადება შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს. ქურაზე უყურადღებოდ დატოვებული ტაფა შესაძლოა წამის მეასედებში აალდეს. ზეთი კი ტაფაზე სწრაფად იწვის. პირველი, რაც გვაფიქრდება პანიკის დროს, წყლით ცეცხლის ჩაქრობაა. თუმცა, ეს ხერხი აქ არ იმუშავებს, რადგან ზეთი წყალზე უფრო მსუბუქია და სითხეში არ იხსნება. ასე თქვენ სიტუაციას მხოლოდ გაამძაფრებთ: წყალი სწრაფად დაილექება ფსკერზე და აორთქლბას დაიწყებს, რითაც ცეცხლს და ზეთის შხეფებს გააძლიერებს.

რა უნდა მოიმოქმედოთ? პირველ რიგში, გამორთეთ ქურა. თუ შესაძლებელია, სწრაფად გაიკეთეთ ხელებზე სამზარეულოს ხელთათმანი, ხელები რომ არ დაიწვათ. შემდეგ აიღეთ სახურავი (არა შუშის!) ან რკინის ლანგარი და დაახურეთ იგი ტაფას. ასე თქვენ დაბლოკავთ ცეცხლზე ჟანგბადის მიწოდებას და ალი სწრაფად ჩაქრება.

3. მანქანა იძირება

თუ მოულოდნელად აღმოჩნდით მანქანაში, რომელიც იძირება, ელვისებრი სისწრაფით უნდა იმოქმედოთ. წყლის ქვეშ შუშის გამომტვრევა, როგორც ამას ფილმებში გვიჩვენებენ, პრაქტიკულად შეუძლებელია. რასაკვირველია, მოსინჯვა ნამდვილად ღირს, თუ ხელთ მძიმე ობიექტი გაქვთ, თუმცა, წყლის წნევის დაძლევა არც ისე ადვილია, როგორც გვგონია. უმჯობესია არ დახარჯოთ ძვირფასი წუთები და ძალები ამაზე, და ბევრად უფრო ეფექტური მოქმედებები შეასრულოთ.

უპირველეს ყოვლისა, შეიხსენით უსაფრთხოების ღვედი. თუ ის გაჭედილია, გამოძვრომა უკიდურესად რთული იქნება. შემდეგ ფილტვებში დაიგროვეთ ჰაერის მაქსიმალური რაოდენობა, ჩამოწიეთ შუშა მარეგულირებლით და ფანჯრიდან გადაძვრომა სცადეთ. თუ არ გამოგივიდათ და შუშას ვერაფრით ამტვრევთ, დაელოდეთ, სანამ წყალი დამოუკიდებლად არ შემოაღწევს მანქანის სალონში და წნევა გარეთ და შიგნით არ გათანაბრდება. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და მანქანის კარის გაღება სცადეთ.

4. სისხლდენა ცხვირიდან

ცხვირიდან სისხლდენა სათანადოდ უნდა შეაფასოთ, რადგან მას ძალიან სერიოზული შედეგი შეიძლება ჰქონდეს. ამ დროს თავის უკან გადახრა კატეგორიულად აკრძალულია. ასე თქვენ შესაძლოა ღებინება ან მდგომარეობის გაუარესება  გამოიწვიოთ, ან შესაძლოა სისხლი გადაგეყლაპოთ. გარდა ამისა, თავის უკან გადახრისას, ქალაშიდა წნევა იზრდება და ვენური გადინება რთულდება. ასეთ მდგომარეობაში სისხლდენა მხოლოდ ძლიერდება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ვინმეს დახმარებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ქუჩაში ხართ თუ უცნობ ადგილას, მორცხვობის დრო არ არის. ჰკითხეთ გოგონებს, ტამპონი ხომ არ აქვთ. ჰიგიენური საშუალება კარგად იწოვს სისველეს და შეუძლია ძლიერი სისხლდენის შეჩერება. ასევე გამოგადგებათ ბამბა ან დახვეული ბამბის დისკები.

5. თავდასხმა ლიფტში

ამ სიტუაციაში არ შეხვიდეთ ლიფტში საეჭვო ხალხთან ერთად. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენ გარდა გარშემო არავინაა, რათა ბოროტმოქმედი უკან არ დაგედევნოთ. თუ მაინც აღმოჩნდით საეჭვო სუბიექტის პირისპირ, ლიფტში შესვლის შემდეგ ერთდროულად დააჭირეთ “დისპეჩერის გამოძახების” და “გაჩერების” ღილაკებს. ლიფტის პასუხის შემდეგ შეარჩიეთ საჭირო სართული და განაგრძეთ საუბარი, სანამ სასურველ სართულზე არ ახვალთ.

თუმცა, ლიფტების უმეტესობაში დისპეჩერზე დაყრდნობა არ მოგიწევთ. ამ შემთხვევაში, ნუ დადგებით ზურგით უცხო ადამიანთან, თავდასხმის დროს კი ხმამაღლა იყვირეთ და კარზე ძლიერად დააკაკუნეთ. არ მისცეთ თავდამსხმელს ღილაკებთან მიღწევის და ლიფტის შეჩერების საშუალება. შეეცადეთ პულტს მიუახლოვდეთ და უახლოესი სართული აირჩიოთ. თუ ლიფტის კარი გაიხსნება, ყველაფერი გააკეთეთ გარეთ გამოსასვლელად, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დაიმალეთ და პოლიცია გამოიძახეთ.

6. თავდასხმა კიბეებზე

თავდასხმისთვის კიდევ ერთი “პოპულარული” ადგილი კიბეები გახლავთ. ეს შეიძლება მოხდეს სადარბაზოში, მაღაზიაში და ნებისმიერ სხვა შენობაში. დაიცავით მარტივი წესი, რომელიც სწრაფად ორიენტირებაში დაგეხმარებათ – არ ჩაიწყოთ ხელები ჯიბეებში. რატომ? ყველაფერი აშკარააა – თავდასხმის დროს თავისუფალი ხელებით გაცილებით მარტივია  წინააღმდეგობის გაწევა და პრობლემისგან თავის დაღწევა. თუ რეკომენდაციას უგულებელყოფთ, შეეცადეთ სწრაფად დაჯგუფდეთ, რათა თავიდან აიცილოთ თავისთვის საშიში ტრავმები.

7. ქურდი სახლში

დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ფილმებში გინახავთ და ნუ დაიწყებთ გმირობანას თამაშს. თუ დამალვის შესაძლებლობა გაქვთ, ეს უყოყმანოდ გააკეთეთ და თან წაიღეთ ტელეფონი, რომ პოლიციაში დარეკოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც დამალვის საშუალება არ გაქვთ, სამზარეულოში გაიქეცით. იქ გექნებათ წვდომა იმ ნივთებზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ თავის დასაცავად. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ იარაღი თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენონ და იერიშზე არ გადახვიდეთ.