რამდენად სუფთაა თქვენი სახლი: 20 წვრილმანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ბინის გენერალური დასუფთავება ბევრისთვის ჩვეული და გარკვეულწილად ერთფეროვანი საქმეა. მტვრის გადაწმენდა, იატაკის მოწმენდა, ქურიდან ცხიმის ნადების მოშორება და, თუ საჭიროა, წვენის ან ბავშვის საკვების ახლად გამოჩენილი ლაქების ამოყვანა. ერთი სიტყვით, რუტინა.

მაგრამ ოთახის სისუფთავეს სხვა ადამიანი ძალიან კარგად აფასებს. მათ შეუძლიათ დაინახონ დიასახლისის მიერ დასუფთავების დროს მექანიკურად დატოვებული გაუწმინდავი ჭუჭყის კვალი. ამაში საშინელი არაფერია, რადგან ეს სიზარმაცე არ არის, უბრალოდ ჩვენი ტვინია ასე მოწყობილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სახლი სრულყოფილ სისუფთავემდე მიიყვანოთ.

საცხოვრებლის სისუფთავე

1. სამზარეულო

პირსახოცი, სამზარეულოს ხელთათმანი და სხვა ქსოვილი კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

2. სამზარეულოს ტექნიკას სერიოზული მოვლა სჭირდება. იგი უნდა ამოწმინდოთ, გაასუფთავოთ ყველა დეტალი მშრალი ქსოვილით. და ეს მუდმივად უნდა აკეთოთ.

3. თუ მაცივარში გააქტიურებული ნახშირის რამდენიმე აბს მოათავსებთ, იგი ყველა უსიამოვნოსუნს შთანთქავს.

4. ცხიმი არ დაგროვდება სამზარეულოს თაროებზედა კარადებზე, თუ ყოველ ჯერზე მათ  სუფთა ნაჭრით გაწმენდთ განსაკუთრებით ცხიმიანიკერძის მომზადების შემდეგ.

5. თუ ცივ ტაფაზე წყალს დაასხამთ, მისი გარეცხვა უფრო ადვილი იქნება, მაგრამმას საკვები მიეკრობა. დაიმახსოვრეთ და ეს აარასდროს გააკეთოთ.

6. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი კვირაში ერთხელ უნდა შეიცვალოს და ერთ მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს. საღამოს, შეგიძლიათ სამზარეულოს ნიჟარა მშრალად გახეხოთ. ეს ტექნიკა მოგაშორებთ მწერების პრობლემებს, თუ ისინი ბუდობენ სამზარეულოში.

7. ქვაბის, ტაფის ან თუნდაც ჩაიდნის ძირი ყოველთვის სუფთა და კოხტა იქნება, თუ მათ მაშინვე გარეცხავთ, როგორც კი მათზეე კერძი მიიწვება. ჩაიდნის შემთხვევაში, თუ წყალი ჩადუღდა და ქურაზედაიწვა, მაშინვე დაიწყეთ მისი რეანიმაცია. ან უბრალოდ გადააგდეთ იგი.

8. ჩვევად აქციეთ, რომ ნაგვის პარკები ბოლომდე არ გაავსოთ და ადრე გადაყაროთ. მაშინ, სამზარეულოში უსიამოვნო სუნიც გაქრება.

საცხოვრებელი სივრცე

9. დასუფთავება მტვერსასრუტითდაიწყეთ, მტვერი კი შემდგომ გადაწმინდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კვლავ ჩააჯდება  ზედაპირებს.

10. თუ რემონტის გამო იატაკზე თეთრი ლაქები გაჩნდა, გააქრეთ ისინი ძმრისა (2 ს.კ.) და წყლის (1ლ) ხსნარით.

11. დივნისა და სავარძლების გადასაფარებლები ქიმწმენდაში უნდა წაიღოთ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ.

12. არ დაგავიწყდეთ დენცქვიტებიდან, კარის სახელურებიდან და პლინტუსებიდან მტვრის ამოწმენდა. სტუმრებს ისინი დაუყოვნებლივ ხვდებათ თვალში და ეს არც ისე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს. საცხოვრებლის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია!

13. ზოგადად, შეეცადეთ არ შეიძინოთ ძალიან ბევრი “მტვრისშემგროვებელი”. ეს ეხება ყველაფერს, რაც შეიძლება კედელზე დაიკიდოს: ნახატი, ჩარჩოში ჩასმული ფოტო და ა.შ. ასევე ბევრ მტვერს იკრობს რბილი სათამაშოები, ქანდაკებები, სხვადასხვა დეკორაცია და უსარგებლო აქსესუარი.

14. აივანზე “საჭირო” ნივთების საწყობი ნებისმიერ, ყველაზე სუფთა და კომფორტულ ბინასაც კი გააფუჭებს. მოიშორეთ ზედმეტი ხარახურა და საცხოვრებელი ფართი მოაწესრიგეთ.

სააბაზანო

15.  სააბაზანოს დასუფთავებისას, არდაგავიწყდეთ ყველა კუთხიდან მიქსერების და შხაპის შლანგის გაწმენდა. თუ მოსახერხებელი იქნება, ამისთვის უსარგებლო კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ.

16. უნიტაზში დილით ცოტაოდენი საწმენდი სითხე ჩაასხით და სამსახურში წადით. როდესაც სახლში დაბრუნდებით, უნიტაზის ჯაგრისით გაწმინდეთ მისი კედლები და უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს.

17. შხაპის ფარდა სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს.

18. სააბაზანო ოთახის საყოფაცხოვრებო ქიმია სადმე უნდა დამალოთ. მას აგრესიული შემადგენლობა და ძლიერი სუნი აქვს. ეს სტუმრებში დიასახლისებზე წარმოდგენას აფუჭებს.

19. ტანსაცმლის ყუთი თავსახურიანი უნდა იყოს. უცხო ადამიანმა არუნდა დაინახოს თქვენი გასარეცხი ტანსაცმელი, ეს ისედაც ნათელია.

20. სასაპნე ან იდეალურად სუფთა უნდა იყოს, არ უნდა დაუშვათ, რომ მასზე ცხიმის ფენები წარმოიშვას, ან თხევად საპონზე და შხაპის გელებზე გადადით. სხვათა შორის, ძალიან ხელსაყრელი ალტერნატივაა.

თუ ჩვენი რჩევების თუნდაც, ნაწილს მაინც დაიცავთ, თქვენი ბინა ან კერძო სახლი იდეალურად სუფთა იქნება და ამით სტუმრებში თავსაც მოიწონებთ.