რატომ უნდა დადგათ საძინებელში მარილიანი წყლით სავსე ჭიქა

ზოგჯერ, ადამიანთან სტუმრობისას ბინაში ვხედავთ წყლით სავსე ფინჯნებს, ჭიქებს… და ვფიქრობთ – როგორი მოუწესრიგებელია. მაგრამ არა, ეს შეიძლება ძალიან გააზრებული და სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს.

ზოგი ადამიანი ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ სახლში ენერგია გაწმინდოს. თუ მუდმივ დაღლილობას და გარშემო არსებული სამყაროს მიმართ აპათიას განიცდით, შესაძლოა, თქვენს საცხოვრებელში ნეგატიური ენერგია იყოს დაგროვებული. და ადამიანებსაც, რომლებიც თქვენ გსტუმრობენ, თქვენთვის ყოველთვის კარგი არ უნდათ ან უბრალოდ შურთ თქვენი. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გაუმკლავდეთ მას.

მარილი ნეგატივის წინააღმდეგ

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება და გამოყენება

1. ჭიქაში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. მარილი არ უნდა გაიხსნას.

2. ჭიქა იმ ადგილას დადგით, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. მაგალითად, საძიენებლში, მისაღებ ოთახში… ყოველ ადგილას სითხით სავსე ჭიქა უნდა დადგათ.

3. 24 საათის შემდეგ შეამოწმეთ, მარილი ზედაპირზე ამოტივტივდა თუ არა. თუ ასე მოხდა, გარეცხეთ იგი ან გაიმეორეთ მთელი პროცედურა.

4. გაიმეორეთ ეს, სანამ მარილი არ შეწყვეტს ზედაპირზე ამოტივტივებას. ეს არის სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი გაიწმინდა.

ამ მეთოდს მეცნიერული ახსნაც აქვს. მარილი ჰაერს უარყოფითი იონებით აჯერებს, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან დადებით ვიბრაციას. ეს შესანიშნავი პროცედურაა, როემლიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად გაწმინდოთ სახლი ენერგეტიკულ დონეზე.

რედაქციის რჩევა

ნეგატივისგან საცხოვრებელი სახლის დასაცავად არომათერაპიების სეანსი ჩაატარეთ. სახლში ასევე უნდა იყოს ცოცხალი ენერგიაც – მცენარე და შინაური ცხოველები.