როგორ ამოვიღოთ დუბელი კედლიდან ისე, რომ კედელი არ დაზიანდეს

დუბელი, რომელიც კედელში „უსაქმურად“ ზის, არაა ის აქსესუარი, რომელიც ბევრ დიასახლისს სურს რომ ჩანდეს. არ აქვს მნიშვნელობა პლასტიკურია ის თუ მეტალისგან დამზადებული, მნიშვნელოვანია გავთავისუფლდეთ მისგან. ამის გაკეთება კი რთული არაა.

სამონტაჟო დეტალი კედელს დაზიანების გარეშე უნდა მოსცილდეს. ეს სუფთად და მაქსიმალურად ოპერატიულად უნდა გავაკეთოთ.

  1. ხის დუბელი

ხის დუბელი არც ისე პოპულარულია, თუმცა მასთან მოპყრობაც უნდა ვიცოდეთ. მისი კედლიდან გამოღებისთვის შესაფერისი სიგრძის ხრახნი უნდა დავახვიოთ, შემდეგ თავში მოვდიკოთ და ფრთხილად გამოვიღოთ.

თუ არ გამოგვყვება, დანა უნდა დავახმაროთ და შემდეგ ბრტყელტუჩათი გამოვიღოთ. რთულ შემთხვევებში რეკომენდირებულია მისი მორყევა, ეს სიტუაციას შეამსუბუქებს.

  1. პლასტმასის დუბელი

თანამედროვე დუბელების უმეტესობა სწორედაც რომ პლასტიკურია. ამ შემთხვევაში მიდგომა ჰგავს წინა პუნქტში მოყვანილ ხერხს. იპოვნეთ შესაფერისი ზომის ვინტი, დაახრახნისეთ და ეცადეთ გამოიღოთ. კუდის გამოწევა ბრტყელტუჩათი სჯობს. თუ ის მაინც არ გამოვა, ღვინის ბოთლის ჩვეულებრივი კორპსაძრობი გამოიყენეთ. მისი მეშვეობით გამოზიდეთ მთელი ძალით.

  1. მეტალის დუბელი

მეტალის დუბელი ხშირად გვხვდება. ისინი დელიკატურ, ფრთხილ და ყურადღებიან მოპყრობას ითხოვენ. უბრალოდ დაარტყით ჩაქუჩი. ამის შემდეგ გადაატრიალეთ თავი სახრახნისით და ეცადეთ დუბელის გამოქაჩვას ბრტყელტუჩათი.