5 რამ ინტერიერში, რაც მთელი სახლის ატმოსფეროს აფუჭებს

რამხელაც არ უნდა იყოს თქვენი შემოსავალი, არავის სურს მისი სახლი ღარიბულად გამოიყურებოდეს. ზოგიერთი ნივთი კი მას ნამდვილად უგემოვნოდ აქცევს.

  1. იაფფასიანი რბილი სათამაშოების მწკრივი

დიდი რაოდენობით სხვადასხვა ფერის რბილი სათამაშო სახლს ჭუჭყიანის და უგემოვნოს იერს სძენს და მტვრის თავშესაფრად იქცევა. გადაიტანეთ ისინი ბავშვების ოთახში.

  1. ათობით მაგნიტი მაცივარზე

უგემოვნობის გარდა, მაგნიტებიც დიდი რაოდენობით მტვერს იზიდავს. ვერავინ იტყვის, რომ მათ კვირაში ერთხელ რეცხავს. მათ ფუნქციაც არ აქვთ, უბრალოდ ნოსტალგიურ განცდებს აღგვიძრავს. ეცადეთ მოგზაურობიდან უფრო სასარგებლო სუვენირები ჩამოიტანოთ (მაგალითად ჭურჭელი, თეთრეული და აშ.).

  1. ძველი ტაფებისა და ქვაბების სახურავები

სხვა კომპლექტის სახურავი მაშინვე ყურადღებას იქცევს, განსაკუთრებით უგემოვნოდ გამოიყურებიან თუ განსხვავებული ზომა აქვთ. ამ წვრილმანი და თითქოს უმნიშვნელო დეტალით ძვირადღირებული სამზარეულოც კი უგემოვნოდ იქცევა.

  1. დაზიანებული ქსოვილები

ამბობენ, რომ ისინი ხელებს დამწვრობისგან მთლიანად იცავს. დაივიწყეთ! ქსოვილის ხელის მოსაკიდები კოშმარული სიზმარია.

  1. დივნებისა და სავარძლების საშინელი გადასაფარებლები

ისევ იგივე მიზეზები: მტვერი, რომელიც ბინის კლიმატს არაჯანსაღს ხდის. ეს მოძველებული ნივთი ყველაზე თანამედროვე ინტერიერსაც კი გააფუჭებს.