როგორ დავწვათ ნედლი ბალახი და ფოთლები აგარაკზე

უსარგებლო მცენარეულობის უტილიზაცია აგარაკზე – სერიოზული პრობლემაა. ფოთლებისა და ბალახების გადაყრა შეიძლება, ისევე, როგორც დაწვა. ამ შემთხვევაში უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ. ჩვენ მოგიყვებით როგორ დაწვათ დიდი რაოდენობით დატენიანებული ბალახი წითელი აგურის დახმარებით.

პირველ რიგში უნდა შეკრიბოთ ყველა ჩამოვარდნილი ფოთოლი და ბალახი. შეგიძლიათ ეს მთელი სეზონის მანძილზე აკეთოთ. მთელი ეს „ნაგავი“ ერთ დიდ შეკვრად უნდა დაკომპლექტდეს, მაგალითად შემოდგომაზე და გაზაფხულამდე შეინახოთ. როგორც კი თბილი დღეები დადგება კი უტილიზაციას მიმართოთ. შეიძლება ისინი მზეზე გაათბოთ, მაგრამ თუ ის არ გყოფნით, საბჭოთა მეთოდს მიმართეთ.

აიღეთ მშრალი წითელი აგური და მთლიანად ჩაუშვით დიზელით გავსებულ ჭურჭელში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნავთი ან მსგავსი სითხე. მშრალი აგური სწრაფად შეიწოვს ნალექს.

სველი ბალახი და ფოთლები რგოლად იკვრება, შუაში კი დასველებული და ცეცხმოკიდებული აგური უნდა იყოს. უკანასკნელი დაიწვება და დარჩება იქამდე, სანამ მთელი დიზელი არ დაიწვება. ცეცხლმოკიდებული აგურიდან მომავალი სითბო ბალახის გამოშრობის პროცესს დააჩქარებს.

თუ ერთ ჯერზე არ გეყოფათ, შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ. დაწვის შემდეგ აგური ძალიან ცხელი იქნება და უმჯობესია რამდენიმე აგური მოიმზადოთ და რიგითობით გამოიყენოთ.