რომელი ბუჩქები და მცენარეები უნდა დარგოთ კერძო სახლის შესასვლელთან

აგარაკი არა მხოლოდ ახალი ხილ-ბოსტნეულის მოსავალთან, არამედ ხეებისა და ყვავილების თვალწარმტაც სურათთან ასოცირდება. ჩემი ბებიის აგარაკზე ყოველთვის მიყვარდა სახლის ზღურბლზე ჯდომა და ახალიხილისგან მომზადებული კომპოტის დალევა, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, რომლებიც გარგარის ხის ტოტებზე იყვნენ შემომსხდარი, და სახლის წინ დარგული ტიტების სურნელის შეგრძნება.

მეგონა, ასეთი დამამშვიდებელი ატმოსფერო თავისით გაჩნდა. მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა: ყველა საყვავილე, ხე და ბუჩქი საგულდაგულოდ გაზარდა ბებიაჩემმა, ამიტომაც იყო იქ ასეთი სიმყუდროვე და მსურდა ყოველთვის დავმტკბარიყავი სანახაობით.

აგარაკის ლანდშაფტური დიზაინი

ახლა ჩვენთვის კარგად ნაცნობია ტერმინი “ლანდშაფტის დიზაინი”, იგი ძალიან კარგად ჟღერს და მას ექსპერტებიც კი ჰყავს, რომლებიც კარგ ფულს გამოიმუშავებენ სახლში ფერადი ყვავილების დარგვით და მცენარეების კომპოზიციების შექმნით. მაგრამ ამისთვის სპეციალისტებთან დაკავშირებას ნუ იჩქარებთ. თუ ბებიას ასე ლამაზად გამოუვიდა ბაღის მოწყობა, მაშინ თქვენც გამოგივათ.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ განაახლოთ ლანდშაფტის დიზაინი აგარაკზე საკუთარი ხელით, რომ ეზო ლამაზი და სასიამოვნო სანახავი იყოს. არ არის აუცილებელი აგარაკის ლანდშაფტის დიზაინი ძვირადღირებული ობიექტებით გააფორმოთ, უბრალოდ ეზოში რამდენიმე ლამაზი მცენარე უნდა დარგოთ.

ძახველი

ყველა მებაღე გირჩევთ სახლის შესასვლელთან ძახველის დარგვას არა მხოლოდ კენკრის შესაგროვებლად, ეს მცენარე გახლავთ ამინდის ბუნებრივი ინდიკატორი. ამინდის პირობების მიუხედავად, ძახველის ყვავილობისას, შეგიძლიათ გაიგოთ, როდის არის შესაძლებელი ბაღში ყველა დანარჩენი მცენარის დარგვა.

ჟასმინი

სურნელოვანი ბუჩქი, რომელიც არა მხოლოდ ყვავილების სასიამოვნო არომატით გახარებთ, არამედ გიცავთ არასასურველი თვალისგან. თუ  აგარაკზე სამმეტრიანი ღობე არ გაქვთ, არამედ უბრალოდ ბადე ან დაბალი ღობე გაქვთ, ჟასმინი ბუნებრივად შემოსაზღვრავს თქვენი მიწის ნაკვეთს.

გვირილები

გვირილები ყოველგვარი ზრუნვის გარეშე იზრდებიან ღობის გასწვრივ, ისინი შეგიზლიათ დარგოთ აუზთან ან ბელვედრთან, რომ ბაღი ცარიელიარ გამოჩნდეს. ბაღის გვირილებბი მოვლას არ საჭიროებს, ისინი შესანიშნავად იზრდებიან ყოველწლიურად თავიანთ ადგილზე.

ჰოსტა

ამ მცენარის უამრავი სახეობა არსებობს. შენობის გასწვრივ ან ჟასმინის ბუჩქების ქვეშ იგი ჰარმონიულად მოთავსდება სახლის მახლობლად მდებარე მცენარეების მწვანე გალერეაში.

შროშანი

შროშანი შექმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პატარა გუბესთან ხართ, ამ მცენარეს წყალი ძალიან უყვარს. ის შეგიძლიათ დარგოთ ჭასთან ახლოს, შროშანი ეზოში ზღაპრულ ატმოსფეროს შექმნის.

სპირა

კაშკაშა ფერის მქონე სპირეა ძალიან კარგად ხარობს ჰოსტასთან. ეს არის ერთ-ერთი იმ მცენარეთაგან, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ირგვება, შემდეგ კი უბრალოდ უნდა დატკბეთ  მათი მშვენიერებით.