3 ინგრედიენტით დამზადებული სასუქი, რომელიც უხვი მოსავლის გარანტიას მოგცემთ

კარგმა მებაღემ იცის, რომ სასუქის გარეშე უხვ მოსავალს არ უნდა ელოდოს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გასწავლოთ ხელმისაწვდომი სასუქის მომზადება, რომელიც კარგი მოსავლის მიღებაში თითქმის ხარჯის გარეშე დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

  • წყალი
  • ბორის მჟავა
  • რძის შრატი

სასუქი მზადდება ამ სამი კომპონენტისგან. გამოკვება უნდა განახორციელოთ მცენარეული კულტურის აყვავების პერიოდში. მოამზადეთ 5 ლიტრიან ჭურჭელში, რომელიც მთლიანად ივსება წყლით. იქვე ჩაასხით 0.5 ლიტრი რძის შრატი, რის შემდეგაც უნდა დაუმატოთ 2-3 გრამი ბორმჟავა. უკანასკნელი შეგიძლიათ უახლოეს მაღაზიაში თეთრებად შეიძინოთ.

გახსოვდეთ, რომ ბორმჟავა ცუდად იხსნება წყალში. ეს იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია სასუქი ცხელი ან თბილი წყლის გამოყენებით გააკეთოთ. ასევე შემადგენლობა კარგად უნდა აურიოთ. მორევის შემდეგ რამდენიმე საათი უნდა დადგათ და მხოლოდ შემდეგ გამოიყენოთ.

მსგავსი შემადგენლობის გამოყენება შეიძლება დღე-ღამეში ორჯერ. პირველად დილას, მეორედ საღამოს. ოპერაცია არ ჩაატაროთ 3-ზე მეტად 10-14 დღიან პერიოდში აყვავებისას. ასეთი სასუქი მოსავლის ხარისხს და რაოდენობას გაზრდის.

ვიდეო: