რაში გამოვიყენოთ ძველი მეტალის კასრი აგარაკზე

აგარაკის ნაგვის სახლის ტერიტორიის მიღმა გატანა ხანდახან ნამდვილ პრობლემად იქცევა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე, არამედ ფოთლებზე, ტოტებზე, ჯირკვებზე… ამ შემთხვევაში ნაგვის უტილიზაცია მისი დაწვით უნდა მოვახდინოთ.

ამისათვის მეტალის კასრი დაგეხმარებათ. სტადნარტული ინსტრუმენტი, ხელსაქმე და ცოტაოდენი შთაგონება არასაჭირო მეტალის ნივთს მოხერხებულ ღუმლად აქცევს.

გაითვალისწინეთ, რომ პლასტიკურ ნაწარმის, პოლიეთილენის, პლასტმასის და მსგავსი მასალების დაწვა მასში არ შეიძლება. ეს მომწამვლელ კვამლს შექმნის და აპარატიც გაფუჭდება.

ფოთლები, ბალახები, ტოტები და ეკოლოგიური მასალები კი მშვენივრად გამოდგება. უბრალოდ დადგით სახლისგან მოშორებით და ეზოში ნაგავი უფრო ნაკლები გექნებათ, მცენარეები კი კარგ სასუქს მიიღებენ.

დაგჭირდებათ:

  • ცარიელი მეტალის კასრი 200–500 ლ
  • რკინის ანჯამა კარისთვის
  • კუთხესახეხი (ბალგარკა)
  • შესადუღებელი აპარატი
  • მეტალის გალვანიზირებული ფენა
  • რკინის ნაჭრები
  • თხელი რკინის მილი ან არმატურა
  • ხელთათმანები

მომზადება:

1. ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანები, რათა არ დაგიზიანდეთ ხელები. აიღეთ მეტალის კასრი და ბალგარკა. ფრთხილად ჩამოაჭერით კასრს ზედა ნაწილი.

2. გააკეთეთ კარი. თვალით მოზომეთ კვადრატი. ეს იქნება ამონაჭერი, საიდანაც ღუმელი თქვენს „საწვავს“ მიიღებს.

3. კვადრატის მარჯვენა მხარე ამოჭერით ბალგარკის მეშვეობით. შეადუღეთ კარებისთვის 1-2 მარყუჟი. ბოლოს ამოჭერით დარჩენილი მხარეები.

4. თხელი მილისგან ან არმატურისგან ამოჭერით 4 ერთნაირი ნაჭერი, სადღაც 7 სმ სიგრძის. ეს ღუმელის ფეხები იქნება, რათა ის პირდაპირ მიწაზე ან გუბურაში არ იდგეს წვიმის დროს. მიადუღეთ ისინი კასრის ქვედა ნაწილს, რათა კონსტრუქცია იყოს მყარი.

5. მოვიდა თავსახურის დროს: იმისათვის რომ მან წვიმის დროს წვა შეძლოს და ქარმა არ დაუბეროს – გალვანიზირებულ ფენაზე ამოჭერით წრიული ფორმა.

6. ფრთხილად გააკეთეთ ჭრილები ყოველ 5 სმ-ში, როგორც ფოტოზეა.

7. გირჩევთ დაამაგროთ შიდა მხარეებზეც ბოლტებით.

8. ბოლო დეტალია თავსახურის სახელური რკინის ნაჭრისგან.

თქვენ რაში იყენებთ რკინის კასრებს?